part •4

245 29 9
                                    

რა უნდა ქნას?- სახელი გაიგო. მაგრამ ახარებს ის ფაქტი, რომ ახლა ყოველი ფერწერის ლექციას ის ჩაუტარებს. ის ჭორფლიანი ლამაზი ბიჭი. უამრავი კითხვა დაუგროვდა. ვინმეს მომხდარიდან ერთი ფრაზაც, რომ მოუყვეს გიჟად შერაცხავს. ან უარესი. იფიქრებენ, რომ ბიჭს ენდოგენური ბუნების დაავადება აქვს.

ეშინია. ეშინია თავის. ეშინია იმის, რომ გაგიჟდა. სხვა შემთხვევაში, როგორ შეეძლო ზუსტად იგივე აღნაგობის, სახის, ჭორფლების გონებაში წარმოდგენა, როგორიც მის ლექტორს აქვს.

ისევ უნივერსიტეტის გზაზე დგას. ცრემლები მოსდის. უნდა, რომ ყოველ დღე, ყოველ წამს ხედავდეს "იონგბუკს"- მაგრამ თან ეშინია. თურმე, როგორი გრძნობააა. აქამდე იგივე მხოლოდ ფილმებში და წიგნებში აქვს გაგონილი. რა მოხდება შემდეგში? - თავის თავს ამ კითხვას უმეორებს.

ხის წინ ქვაზე ჩამოჯდა და პეიზაჟის ხატვა დაიწყო. ცრემლები ერთი მეორეს მიყოლებით ასველებდნენ ღაწვებს. რამოდენიმე წვეთი ფურცელზეც დაეცა. ნახევარი საათიც არ იყო გასული, რომ პეიზაჟის ხატვა დაასრულა. როგორც ყოველთვის მოეშვა. ხატვამ უშველა. წამოდგა და სახლის გზას დაადგა თან სუპერმარკეტში კამისთვის პედიგრი იყიდა. იცოდა, რომ ხვალაც უნდა ენახა მისი ჭორფლიანი ამიტომ კარგ განწყობაზე დადგა და სახლში მისვლის და მოწესრიგების შემდეგ კვლავ ხატვას შეუდგა.
ეს ნახატი იმით იყო განსხვავებული, რომ უკეთ ქონდა აღბეჭდილი ჭორფლები თვალებზე და ღრმა საუცხოოდ ლამაზი ღიმილი. სამოსის ფერი შეადგინა. ზურმუხტის-ფერი ლურჯი შეურია შავში და სამოსის ფერი უკეთ შექმნა.
უოცნებია იმაზე, რომ ენახა რეალურად მისი ფანტაზიისგან შექმნილი ადამიანი. უოცნებია, თან ბევრჯერ. უოცნებია იმ ტუჩების რეალურად და ახლოდან შესწავლაზე, რომელსაც ტილოზე ღია წითელი ფანქრით ხატავდა, უოცნებია იმ ჭორფლების სათითაოდ დათვლაზე, რომელის სახეზე დახატვის შემდეგ სრულყოფილებას ქმნიდა. უოცნებია მზის ჩასვლისთვის ერთად ეყურებინათ დატვირთული დღის შემდეგ ყვითელ საღამოს. უოცნებია მაგრამ აქამდე ყოველივე ეს აფსურდი იყო. აქამდე ეგონა, რომ არ არსებობდა და ის მხოლოდ მის ფერად ფანტაზიაში ცხოვრობდა. მაგრამ დარწმუნდა, რომ სასწაულებიც ხდება ხანდახან.

მხატვარი<HYUNLIX<Where stories live. Discover now