part• 8

286 28 22
                                    

ზოგჯერ ცხოვრება ისეთ სიურპრიზებს გვიმზადებს გააზრებაც კი გვიჭირს ისე ვხდებით ამ სიურპრიზის ნაწილი. ვინ წარმოიდგენდა, რამოდენიმე დღის წინ, რომ ახლა ის უბრალოდ მხატვარი ბიჭი, რომელსაც დიდი ალბათობით ცხოვრების მიზეზი არ ჰქონდა ახლა ასე ბედნიერად დააცეცებდა თვალებს იმაში დასარწმუნებლად, რომ ეს სიზმარი არ არის და რეალობაა. ისეთ რეალობაში გაიღვიძა, რომ ვერასდროს წარმოიდგენდა ვინმე თუ შეძლებდა მის გაღიმებას იმ შინაური ცხოველის გარდა, სახლში რომ დატოვა და ელოდება თავის პატრონს.
მაგრამ ახლა უზარმაზარი ხედიდან იყურება და მის საყვარელ ადამიანთან ერთად იცინის, ცხოვრებით ტკბება და უხარია, რომ მაშინ ორი თვის წინ ეს არსება დაესიზმრა და მისი ხატვა დაიწყო.
აღიბეჭდა გონებაში მისი თითოეული ჭორფლი და ერთ დიდ სრულყოფილებად აქცია.
- ჩვენ უკვე წყვილი ვართ, ასეთ ადგილებში ხშირად ვიაროთ.
თქვა ჭორფლიანმა და მის წინ, ქვაზე მჯდომს ნაზად ჩაუღიმა.
- მომწონს აქაურობა, თავს თავისუფლად ვგრძნობ, მიხარია ცხოვრება და საერთოდაც აქედან წასვლა არ მინდა.
ბიჭმა ბოლო სიტყვები გამოთქმით თქვა და ჭორფლიანს შეხედა, ხელი ხელთან ახლოს მისწია და ერთმანეთში ახლართეს.
იმ პატარა და ჭორფლიანი ლექტორის ხელი იმაზე პატარა და იშვიათია ვიდრე წარმოგიდგენიათ.
ლამაზი და ნატიფი ფალანგები აქვს ასევე ჰიონჯინსაც. ცალ-ცალკე უნაკლონი არიან მაგრამ ერთად ერთმანეთს ავსებენ.

- დრო არ მოვიდა, რომ სახლში წავიდეთ?
თქვა ჰიონჯინმა და თავი ბარძაყებზე დაადო ჭორფლიანს.
- ჯობია წავიდეთ, თან კამიც მარტოა.
წამოდგა და მანქანისკენ გაიქცა.
წამოწოლილმა ჭორფლიანმა თვალი სწრაფად გააყოლა და თვალის დახამხამებაში გაეკიდა.
- გინდა დაჭერობანა?
შეჰყვირა ჰიონჯინმა და უფრო სწარაფად გაიქცა.
- შენ კარგად დარბიხარ გაჩერდი!
მეორემ ვეღარ მოითმინდა და გაჩერდა, თავი მოიმძინარა და ძირს დავარდა.
წინ გაქცეულმა ჰიონჯინმა უკან გამოიხედა და მის წინ მომხდარის გამო სწრაფად გაიქცა მისკენ, დაბლა ჩაიცუცქა და ბიჭის ხელი ხელებზე დაიდო.
- ჰეი ჭორფლიანო კარგად ხარ?
სახე ყურთან ახლოს მიუტანა და ჩასჩურცულა:
- თუ გგონია, რომ მომატყუებ ცდები.
პირი ყურებს მოაშორა და მის თვალებს გაუსწორა.
ჭორფლიანმა თვალები გაახილა თუ არა მაშინვე ტუჩებზე მიეწება, ხელით კისერი ახლოს მიაწევინა და კოცნა გააღრმავა.
მოკლედ, რომ ვთქვათ ჰიონჯინმა თავისი თითქმის ყველა ოცნება აიხდინა. ჭორფლიანი იპოვა, მხატვარი გახდა, იმ უნივერსიტეტში ჩააბარა, რომელში მოხვედრაც სიკვდილამდე უნდოდა, ოცნების პაემანი კი ახლაც გრძელდება.
რას ვიტყვით უბრალოდ ლექტორზე?! მისი ცხოვრება იმდენად უჟმური და ნაცრისფერი იყო, რომ ამ ორმა დღემ ცხოვრების ხალისი დაუბრუნა, გაახსენა, რომ ისეთი  ერთფეროვანი ცხოვრება  მუდმივი არ არის და მასთანაც ხდება სასწაულები.

მხატვარი<HYUNLIX<Where stories live. Discover now