part• 5

217 27 15
                                    

ისევ იმ ქვაზე იჯდა მაღალი ქვის წინ, რომ არის. ისევ ტიროდა. ისევ მოერიეს გრძნობებით სავსე ცრემლებმა. ისევ მოანდომეს სამყაროდან გაქრობა. არადა ისეთი არაფერი მომხდარა უბრალოდ იმ ,,ჭორფლიანს"- ახსოვდა, რომ პირვლად ყვავილების მაღაზიაში შეხვდა მას. დიდი არაფერია. კი ასე ჩანს სხვისი გადმოსახედიდან, მაგრამ რეალურად, რასაც ჰიონჯინი გრძნობს ამის გაგება ცოტას თუ შეუძლია.
ყველაფერზე ფიქრობს, მომავალზე, ხატვაზე, ჭორფლიანზე, იმ ღიმილზე ,რომელმაც შვიდ მილიარდ ადამიანთან ერთად, მთელი სამყარო დაავიწყა. ეშინია. ეშინია ხვალინდელი დღის. ეშინია იმის, რომ თვალს თვალში ვერ გაუსწორებს. ან თუნდაც იმის, რომ რაღაც სისულელეს გააკეთებს და საერთოდ ყველაფერს დაკარგავს. ეშინია იმის, რომ მზერას ვერ გაუძლებს და იმ მსხვილი ტუჩების ეფექტს, რომელიც შორდიან ეძახის. თავს უსუსურად გრძნობს. ეშინია..

ნახევარი საათი ჯდომის და ხატვის შემდეგ სახლის გზას დაადგა. დღეს არ მუშაობს ამიტომ კარგად უნდა მოემზადოს ხვალინდელი ლექციისთვის.

თვითონაც ვერ ხვდება მაგრამ განწყობა კარგი აქვს ყველაფერის-მიუხედავად. სახლში ზის და ტელევიზორს უყურებს. კამის ეხუტება და თან სასუნავებს ჭამს. ახლა შეიძლება ითქვას, რომ ბედნიერია.

ჩაეძინა. გაურკვეველ სიზმარს ხედავდა, გაურკვეველი პერსონაჟებით. ცრემლი წამოუვიდა. თვალები ფრთხილად დაახამხამა და გაახილა.
კამის გვერდით ჩასძინებია. ღაწვზე შერჩენილი ცრემლი მოიწმინდა და კამის ჩაეხუტა. გვიან გაახსენდა, რომ საათზე დაეხედა.
ჯერ ადრეა მაგრამ ჯობია მომზადება დაიწყოს. ადგა და ჩვეულებრივი დილის რუტინით დაიწყო. გაახსენდა, რომ დღეს ლექტორი უნდა ნახოს უფროსწორად ის ჭორფლიანი. ნერვიულობა აუვარდა. ჯერ კიდევ ვერ უჯერებს რეალობას. კიდევ ეშინია.
მომზადების შემდეგ დრო დარჩა ამიტომ ჯობია ნახატები აარჩიოს, რომ ლიქსის აჩვენოს. საინტერესოა, როგორი ნახატები უნდა აჩვენოს. ყველგან ან ჭორფლიანია ან პეიზაჟი. რაუნდა ქნას. სამი-ოთხი ნახატი აარჩია. ყველა პეიზაჟია მხოლოდ ერთია ნატურმორტი ისიც გაურკვეველი წარმოშობის ხილითაა შექმნილი. ყავისფერ ჩანთაში ჩააწყო და ღრმად ამოისუნთქა. საათს დახედა.
დროა, უნდა გავიდეს. კამის აკოცა, რომელიც რბილ საბანზე იჯდა და ბიჭის მოძრაობებს აკვირდებოდა. თავის პატარა თეფშში საჭმელი ჩაუყარა და სახლი დატოვა.

მხატვარი<HYUNLIX<Where stories live. Discover now