Part 6

41 3 3
                                    


დილით.

ვიღვიძებ და საწოლიდან ვდგები. საათს დავხედე . 7  საათია, ნუთუ ასე ადრე გავიღვიძე? ტელეფონი ავიღე ხელში და გადავწყვიტე ენისთვის დამერეკა. ზარი გავუშვი და ტელეფონი აიღო.

-ნუთუ შენ მირეკავ? თან ასე ადრე? თავად ჟაკლინი მირეკავს? (ენი)

-შენ წარმოიდგინე და თავად ჟაკლინი გირეკავს. დღეს ადრე გავიღვიძე. (ჟაკლინი)

-მეერვე სასწაულის მხილველი ვარ. (ენი) თქვა და  ჩაიცინა.

-კარგი მოვრჩეთ ხუმრობას , ამიტომ დაგირეკე, რომ მინდოდა წარმატება მესურვებინა თქვენთვის. (ჟაკლინი)

-მადლობა და ხომ არ წამოხვიდოდი? (ენი)

-არა! მირჩევნია სახლში დავრჩე და კიდევ , როდესაც ჩანაწერს მოიტანთ , ჯერ ჩემთან მოდით და დირექტორს ერთად ვაჩვენოთ კარგი? (ჟაკლინი)

-კარგი. ნახვამდის, იმედია ყველაფერი კარგადა ჩაივლის. (ენი)

-იმედია.ვთქვი და გაუთიშე.

ენის pov.

ჟაკლინს რაც დავემშვიდობე , შემდეგ გადავწყვიტე გოგონებთან დამერეკა. შევთანხმდით, რომ სხოლაში 8:30 -თვის მოვსულიყავით და არ დაგვეგვიანა. ამის შემდეგ კი აბაზანაში შევედი, შხაპი მივიღე და სკოლაში წასასვლელად გავემზადე.

სკოლაში.

უკვე ყველანი აქ ვართ და თავად სოლარის მოსვლას ველოდებით. არ ვიცი რატომ მაგრამ დამაფიქრა ჟაკლინის სიტყვებმა, ცოტა მეშინია მაგრამ არაუშავს. მე ხომ ენი ვარ, ჩემი საქმე ყოლელთვის ბოლომდე მიმყავს.მალე სოლარივ გამოჩნდა, უკან კი როგორც ყოველთვის პატრიკი მოჰყვა. 

-გოგონებო , მოდიან.(ენი)

-ძალიან კარგი. სამიზნეც გამოჩნდა-თქვა ალექსანდრამ შემდეგ კი სამივენი კლასში შევედით სოლართან ერთად. პირველმა გაკვეთილმა კარგად ჩაიარა. აი დასვენებაზე კი მასთან მივედით და მისი ნივთებით თამაში დავიწყეთ. ამ დროს ალექსანდრამ ტელეფონზე ხმის ჩამწერი ჩართო და ჩწერა დაიწყო.

ისევ მარტო(დასრულებული)Where stories live. Discover now