დილით ადრე გამეღვიძა, ღამე
შოკოლადის ჭამასთან ერთად ფილმს ვუყურებდი როცა ჩამძინებია. ვცდილობდი წელში გავმართულიყავი თუმცა რაღაც მაკავებდა, უკან მოვიხედე რაიანი ზედ მეკვროდა და მოძრაობის საშუალებას არ მაძლევდა.
-რაიან....- წავიბუზღუნე ნამძინარევი ხმით.
-ჩუმად, ნუ ყვირი.- მიპასუხა მან, რომელ ყვირილზეა საუბარი ჩვეულებრივ ხმის ამოღების უნარი მაქვს წართმეული, სუნთქვა ისე მეკვრის, ფართხალს ვიწყებ, მაინც არ მიშვებს ახლა განახებ ყვირილს როგორ უნდა.
-ვინმემ მიშველეთ!!! მაშველებს დაურეკეთ მუტანტი ჩემს გაშვებას არ აპირებს!!!- ბოლო ხმით ჩავყვიროდი რაიანს ყურში, უეცრად წამოფრინდა.
-გიჟი ხარ ხო? ავადმყოფი?- ცალ თვალ გახელილი მეუბნება, მე უეცრად წამოვხტი საწოლიდან და ფარდები გადავწიე, მზეს საშუალება მივეცი ვამპირი რაიანი სამუდამოდ განესვენებინა, მან კი ყვირილი მორთო.
- ეს რატომ გააკეთე?!- მეკითხება და თავს ბალიშში ფლობს.
-იმიტომ რომ აუტანელი მუტანტი ვამპირი ხარ! იმედია სამუდამოდ გაუდგები საიქიოს გზას, მშვიდობით....
-მგონი ძალიან ბევრი შოკოლადი ჭამე გუშინ, სადმე თრომბი გაქვს და სისხლი ტვინამდე ვეღარ აღწევს? -შოკოლადი? ვიცოდი რომ მისი ოინები იყო.
-ვიცოდი რომ იმ შოკოლადებს მოწამლავდი!- ვთქვი და საჩვენებელი თითი ჰაერში ავწიე.
-ტყუილად გგონია, ეს შოკოლადები ჩემი გამოგზავნილი არ არის.- თქვა და ბალიშს ჩაეხუტა.
-აბა ვისი გამოგზავნილია?
-ალბათ მე გამომიგზავნეს-ჩაიფხუკუნა.
-ზედ ჩემი სახელი ეწერა.- ვთქვი ნიშნის მოგებით.
-მაშინ თაყვანისმცემელი გყავს ანიტ.-ეს მოფერებითი ფორმა რაღაც ახალია?
-არა ახლა უკვე მართლა
მგონია, რომ ვიღაც ჩემს მოწამლვას აპირებდა.
-ხო არ მგონია სკოლაში თაყვანისმცემლები გყავდეს.
-მეც მასე მგონია, მაგრამ უნდა გავიგო ვინ გამომიგზავნა.-წავიბუზღუნე.
-დაფიქრდი, ვინ შეიძლება ყოფილიყო, ვისთანაც ხშირად
გაქვს გაკვეთილები, საუბრობთ ხოლმე, ან რავიცი ახლოს ხართ.
-არავისთან არ ვსაუბრობ რაიან, არც ახლოს არ ვარ ვინმესთან, სკოლის სული ვარ, აი როგორც მირტლი ჰარი პოტერიდან, ყველა თავს მარიდებს.- ამაზე რაიანს არ აღარაფერი უთქვამს.*
საბოლოოდ ვერ გავიგეთ ვის შეიძლებოდა ეს შოკოლადები ჩემთვის გამომეგზავნა, თუმცა ამაზე ახლა ნაკლებად ვღელავდი, პარიზის დისნეი ლენდში მოვდიოდით პარიზის ერთ-ერთი სკოლის ბავშვებთან ერთად, როგორც ჩანს ისინი ჩვენი სკოლის მსგავსად ემზადებიან, ევროპული სკოლების სპორტული შეჯიბრებისთვის, მე სპორტთან არანაირი კავშირი მაქვს მაგრამ ეს ჩვენს კლასს ეხება, მაგალითად
რაიანი ფეხბურთის გუნდშია, და ის რათქმაუნდა მიიღებს ამ შეჯიბრში მონაწილეობას, ამიტომ გაიმართა ექსკურსია რათა სკოლები ერთმანეთს დავუახლოვდეთ.
ამ ექსკურსიის შემდეგ პარიზელები ჩვენთან ჩამოვლენ.
საბედნიეროდ დღეს რაიანი ჩემთან ერთად არ იქნება ამიტომ კარგად გავერთობი ატრაქციონებზე, მარტო ყოფნა ძალიან მიყვარს.-ანიტა!- მესმის დამრიგებლის ხმა.
-დიახ?
-რადგან რაიანი გუნდის წევრებთან არის შენ მარტო ვერ იქნები, ვინმესთან დაწყვილება მოგიწევს.-მიღიმის, არადა არ იცის რომ ამ წამს ყველაზე კარგი ოცნებები დამიმსხვრია.
-მარტოც მშვენივრად ვიქნები.-მეც ღიმილით ვუპასუხე, არ მინდა შევიმჩნიო თუ როგორ მეზიზღება ახლა.
-წამოდი გოგოებთან წაგიყვან, კატერინა და მისი მეგობრები სიხარულით მიგიღებენ.- ოღონდ ისინი არა, მეხუმრებით ხომ? რას არ ვიზამდი რომ ახლა რაიანი დაბრუნდეს, თუნდაც მთელი დღე მაწვალოს.
-ანიტა არ ჩამომრჩე- მიმათრევს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, საკუთარი თავის გადასარჩენად ყველაფერს გავაკეთებ, უეცრად ჩემს
რადარებზე ჩემი ძველი მეგობარი ნიკი გამოჩნდა.
-მასწავლებელო შეიძლება ნიკთან დავწყვილდე? -ვეკითხები და თან ხელებზე ნიჩვრიტებს ვმალავ ზურგს უკან.
-კარგი იდიეაა, ისიც მარტო იყო.- თქვა თუ არა ამოვისუნთქე, იმედია ამდენწლიან ურთიერთობას უაზროდ არ ჩაუვლია და ნიკი კატერინაზე უარესი არ აღმოჩნდება..._________________
თუ გაინტერესებთ და გინდათ რომ გავაგრძელო გთხოვთ დააკომენტარეთ ან დაავოუთეთ, მადლობა.❤️
YOU ARE READING
Look like an angel (ქართული)
Teen Fiction- შენ ლამაზად არ მთვლი, შენ უბრალოდ მოგწონს ის ამბავი სადაც ჩემი გმირი ხარ, შენ ჩემი გადარჩენა გინდა, არადა გადასარჩენი არაფერი მჭირს, ჩემი ცხოვრება ასეთია, ამას უკვე დიდი ხანია შევეჩვიე და აღარ მეშინია, არ არის აუცილებელი თავი მომაჩვენო რომ შენთვის...