VI

153 5 1
                                    

    

       20 წუთი გავიდა მას შემდეგ რაც რაიანი ჩემი ჩანთის ქურდს გაეკიდა მე კი მიწაზე ვიჯექი, ვერც კი გავიაზრე როდის მოგროვდა ჩემს გარშემო უამრავი ადამიანი, წყლის ბოთლებს მაწვდიდნენ და დახმარებას მთავაზობდნენ ბოლოს ასე თავი 5 წლის რომ ვიყავი მაშინ ვიგრძენი, მაშინაც მარტო დავრჩი, მიტოვებული.
     დედამ დილით ადრე
გამაღვიძა და პარკში სასეირნოდ წასასვლელად გამამზადა, მეც მეტი რა მინდოდა 5 წლის ბავშვს, მზად ვიყავი მთელი დღე პარკში გამეტარებინა, მაშინ სადარდებელი არაფერი მქონდა, უსუსური ბავშვი ვიყავი, პარკში მისულს, ცარიელი საქანელები დამხვდა, აქამდე ყოველთვის ბავშვებით სავსე იყო, მაშინ ვერ გავიაზრე, რომ დილის 6 საათი ძალიან ადრე იყო პარკში წასასვლელად.

- მიდი საქანელაზე დაჯექი.- მითხრა დედაჩემმა თბილად.
- შენ არ წამოხვალ?- ვკითხე მე
-შენ მიდი და მეც მალე მოვალ-
მითხრა ღიმილით, ეს ჩემი მის მიერ გაგონილი ბოლო სიტყვებია, პარკში დამტოვა. მარტო დამტოვა 5 წლის ბავშვი და წავიდა, იმ დღის შემდეგ საქანელაზე აღარ დავმჯდარვარ.
მახსენდება თუ როგორ ვხედავ დედაჩემის სილუეტს რომელიც ნელ-ნელა უჩინარდება.
მამა მის წასვლაში მე მადანაშაულებდა. ყოველთვის მე მეჩხუბებოდა, ჯავრს ჩემზე იყრიდა, საქანელაზე 6 საათის შემდეგ მიპოვეს პოლიციელებმა, თურმე დედას წასვლამდე წერილი დაუტოვებია, რომ პარკში ვიყავი, მამამ პოლიცია გამოიძახა იმიტომ, რომ არ იცოდა დედა სად მასეირნებდა, არასოდეს დაინტერესებულა, ამიტომ დასჭირდათ პოლიციელებს ამდენი ხანი ჩემს საპოვნელად. სინამდვილეში მათ ვერ მიპოვეს რადგან მე იმ დღეს უგზოუკლოდ დავიკარგე.
*

დავინახე ხალხში ნაცნობი სახე და გულში სიხარულის ნაპერწკლები ვიგრძენი, თუმცა ადგილიდან ჯერ კიდევ ვერ ვინძრეოდი.

-ანიტა კარგად ხარ?- მესმის ნაცნობი ხმა.
- შენი ჩანთა დავიბრუნე, იცი სადამდე ვსდიე იმ ნაძირალას? - მითხრა ღიმილით და გულში ჩამიკრა რაიანმა.
-ღმერთო ჩემო ანიტა, ხმა ამოიღე, რა გჭირს?- მეკითხება უკვე გაკვირვებული და ხალხის
დაკვირვებას იწყებს.
- ის უკვე 20 წუთია ასე ზის მგონი ცუდად არის.- გავიგონე უცხო ხმა.
-ანიტა!- მხრებში ხელი ჩამავლო და შემანჯღრია, მე მთელი ძალა მოვიკრიბე რომ მას ჩავხუტებოდი.
-ღმერთო ანიტა, ძალიან შემაშინე.- თვალებიდან ცრემლები წამსკდა, ის კი უფრო ძლიერად მომეკრა.
-მე...მე უბრალოდ.- დავიწყე სიტყვების გამოცრა პირიდან.
- ნურაფერს იტყვი უბრალოდ დამშვიდდი- მითხა რაიანმა. ჩვენს გარშემო შემოკრებილი ხალხი ნელ-ნელა დაიშალა.
-ხომ გითხარი უცხოებს არ დაელაპარაკო, ასეთ ადგილებში ბევრი ქურდი დადის, დამავიწყდა გამეფრთხილებინე რომ პარიზში ქურდობა ძალიან გავრცელებულია, მაგრამ მთავარია შენი ჩანთა მე მაქვს. - მითხა ჩახუტების შემდეგ და გამიცინა.

Look like an angel  (ქართული)Where stories live. Discover now