II

287 15 7
                                    

- ანიტა! - მესმის ვიღაცის ხმა, უკან მოვიხედე
ეს ნიკი იყო.
- აჰ! ნიკ, რა ხდება?
- მე... ბოდიშის მოსახდელად მოვედი წეღანდელის გამო.
- არ არის პრობლემა ამაზე უკვე გული აღარ მწყდება.
- მე უბრალოდ ხომ ხვდები არ მინდა...
- არ გინდა რომ შენც ჩემსავით მოგექცნენ გასაგებია. ახლა უნდა წავიდე, თავს შეუძლია ვგრძნობ.

მას გამოვეცალე და საპირფარეშოში შევედი, სადაც კატერინა დამხვდა, ოღონდ ისევ ისინი არა...

- რაო მახინჯო ? მოგეწონა ჩემი რაიანი?
- რა?
- თავს ნუ ისულელებ... ვიცი რომ ახალი მოგეწონა.
- აჰ... რაიანი? მან მითხრა თუ როგორ უყვები ჩემს შესახებ. ჩავიცინე მე და მის რეაქციას დაველოდე
- რა?! მან გითხრა? დარწმუნებული ვარ გვისმენდი.

საპირფარეშოში შესვლა დიდი შეცდომა იყო, ახლა კი ასე უბრალოდ უკან გამობრუნება მომიწევს, ვინმე ოდესმე დამაცდის ცხოვრებას ისე რომ მასში არ ჩაერიოს... ყველა წყვეტს ყველაფერს ჩემს მაგივრად, მე აზრს არავინ მეკითხება, ასე მგონია რომ მათთვის ნივთი ვარ. ლიტერატურის ოთახში დავბრუნდი ჩემი ნახატის წამოსაღებად მაგრამ ის რაიანი ისევ იქ არის... კარის მინიდან ჩანს, ხელში რაღაც უჭირავს თუმცა ვერ ვხედავ რა... ჩემი ნახატის გადარჩენის მისია ჩაფლავდა ახლა ჯობია შემდეგი გაკვეთილისთვის მოვემზადო.

*

მთელმა დღემ უაზროზე უაზროდ ჩაიარა, მთელი დღე ყველას და ყველაფერს თავს ვარიდებდი, როგორც აღმოჩნდა რაიანსა და მე ბევრი საერთო გაკვეთილები გვაქვს, რაც არ არის ნამდვილად კარგი, 2 წუთში ვახშამი იწყება... ჩვენს "ოჯახში" (მე მამაჩემი და მამიდაჩემი) ზუსტად რვა საათზე ყველა სასადილო ოთახში ვიკრიბებით, კონტროლის ეს წესი თავის დროზე მამამ მოიფიქრა როგორც ვიცი...

- ანიტა მითხარი რატომ არ გვითხარი ექსკურსიის ამბავი? მეკითხება მამა გაბრაზებული ტონით ნუთუ ეს მართლა ადარდებს?
- უბრალოდ არ მინდა იქ წასვლა.
- ამას შენ არ წყვეტ, შენ აუცილებლად წახვალ.
- არ შეიძლება ვინმემ აზრი მეც მკითხოს? ვგრძნობდი ტონს როგორ ავუწიე.
- ამ ოჯახში შენ აზრს მას შემდეგ არ გეკითხებიან რაც დედაშენი წავიდა გასაგებია? იყვირა მამამ და სახეში სილა გამაწნა - ახლა კი ოთახაში აბრძანდით ქალბატონო და მეცადინეობის შემდეგ დაიძინეთ. ხვალ სკოლაში მიბრძანდები.ორ დღეში კი ექსკურსიაზე.

ჩემი შეუჭმელი ვახშმის თეფში დავტოვე და ოთახში ავედი, ლოყა საშინლად მეწვოდა, რადგანაც ყველაფერი უკვე ნამეცადინები მქონდა მაშინვე ლოგინში ჩავჯექი და იმაზე ფიქრი დავიწყე რა მოხდებიდა ჩემს 5 დღიან ექსკურსიაზე...
არც კი მინდა წარმოვიდგინო რამდენი დამცირების ატანა მომიწევს ამ დღეების განმავლობაში, სკოლაში მამცირებენ სახლში მამცირებენ, მაგრამ ეს არის ჩემი ცხოვრება, ამით ყველა ცხოვრობს ჩემს გარდა...

Look like an angel  (ქართული)Where stories live. Discover now