- ანიტა!
მე ვარ ანიტა...
არ მინდოდა ასე ბანალურად დაწყება თუმცა სხვანაირად არც გამოდის ჩემი ცხობრების აღწერა. 15 წლის ვარ და მალე 16 წელიც შემისრულდება. სკოლაში ყველა მიცნობს როგორც გოგონას სახეზე უამრავი ჭორფლით და უზარმაზარი სათვალით, რა ჩემი ბრალია თუ გენეტიკურად არც სახე მაქვს კრიალა და არც მხედველობა, თუმცა ეს რათქმაუნდა არავის ადარდებს, თუ იკითხავთ მეგობრებზე ისინი არ მყავს.
ახლა მამიდაჩემი მეძახის სამზარეულოდან იმიტომ რომ სკოლაში მივყავარ. არ მიყვარს როცა სკოლაში მამიდას მივყავარ, ეს თვეში ერთხელ ხდება იმ მიზნით რომ მან ჩემი შეფასებები გაიგოს. ახლაც სკოლაში მივდივართ და მის უამრავ კითხვას ვუსმენ.- მითხარი თუ რამეში მომზადება გჭირდება, მასწავლებლებს ვეტყვი რომ დამატებით გამეცადინონ.
- მამიდა ათასჯერ მაინც გითხარი არ მჭირდება მომზადება.
- შენ ხომ იცი რომ აუცილებელია შენ განათლებაზე ფიქრი...
- ვიცი ვიცი შემდეგ მამას კონპანიას სათავეში უნდა ჩავუდგე.
- ზუსტად, მივედით.მე მაშინვე გეზი პირველი კლასისკენ ავიღე, ლიტერატურა, მიყვარს ეს საგანი, ან როგორ შეიძლება არ გიყვარდეს, ის იყო კლასში უნდა შევსულიყავი რომ ვიღაცას ფეხი წამოვკარი და ძირს აღმოვჩნდი... ჩემი სათვალეც უგზოუკლოდ გაუჩინარდა. ვინ იქნება ეს თუ არა კატერინა.
- მოხვედი მახინჯო? დამიყვირა მან.
მე ჩემი სათვალის ძებნაში ვიყავი გართული, მის გარეშე მხოლოდ სილუეტებს ვხედავ ბუნდოვნად. ვიგრძენი ვიღაცის თბილი ხელი მხარზე რომელიც სათვალეს მაწვდიდა,
- მადლობა. ამოვიჩურჩულე და სათვალე გავიკეთე, ეს ნიკი იყო, პირველ კლასში მეგობრები ვიყავით თუმცა შემდეგ მან გადაწყვიტა ყველაფერი დაესრულებინა, ალბათ იმიტომ რომ მე ყველასთვის მახინჯი ვარ...
- ოჰ ნიკ ისევ მეგობრობ ამ მახინჯთან? თქვა კატერინამ.
- არა. თქვა დაბნეულად და დენდარტყმულივით მომშორდა, მე ჩემი გზა გავაგრძელე და უკანა მერხზე დავიკავე ადგილი. ალბათ უკვე აღარაფერს ვგრძნობ როცა გულს მტკენენ.გაკვეთილი დაიწყო და მასწავლებელი არ შემოსულა, მისტერ მაკალისტერს ასეთი რამეები არ სჩვევია, ის ყოველთვის 5 წუთით ადრე შემოდის გაკვეთილზე იმისთვის რომ გაამზადოს დაფაზე ახალი მასალა, მალევე ისიც გამოჩნდა, უკვე დავალებებს კრეფდა რომ ოთახში ვიღაც შემოიჭრა, უცხო იყო, ჩვენს სკოლაში არ სწავლობს, ალბათ ახალია. მისტერ მაკალისტერის ყურადღება მასზე გადაერთო რომელიც დაუკაკუნებლად შემოივდა საკლასო ოთახში.
- ოჰ, შენ ალბათ ახალი ხარ.
- კი ასეა. თქვა ახალმა გაღიზიანებულად, აშკარაა მის თავს კარგი არაფერი ხდება.
- თავისუფალი ადგილი შეგიძლია დაიკავო - თქვა მასწავლებელმა და ხელით ჩემს გვერდითა სკამზე მიანიშნა. მალევე ჩემს გვერდით მოთავსდა და თავი ხელებში ჩარგო.
არ ვაპირებ რამე ვკითხო, ის ალბათ მალე სკოლის პოპულარული ბიჭი გახდება, მე კი ისევ ჩვეულებრივი გოგონა ვიქნები როგორც ადრე. გაკვეთილმა უბრალოდ ჩაიარა, მე კი ამ დროის მანძილზე ხატვაში ძალიან გავერთე, და გადავწყვიტე რომ შესვენებაც აქ გამეტარებინა, მაგრამ მალევე ვიღაცის მწველი მზერა ვიგრძენი. კლასში არავინ იყო ახალის გარდა რომელიც უცნაურად მიყურებდა.- რამე ხდება? ვიკითხე ჩუმად. ხმა არ ამოუღია, მე კი ხატვა გავაგრძელე. ის კი ისევ მე მიყურებდა. - შეწყვიტეთ! წამოვიძახე მე და წამოვხტი. - შევწყვიტო რა? თქვა მან ხმამაღლა.
- არ ვიცი რასაც აკეთებთ! ისევ ჩემსას ვაგრძელებდი და ხმას ვუწევდი.
- ხმას ნუ უწევ!
- ვითომ ვინ ხარ რომ მეუბნები რა გავაკეთო?
- აჰ... მე ვინ ვარ?
- დიახ შენ?
- და შენ თვითონ ვინ ხარ რომ მიყვირიხარ?
- მე... მე...
- შენ ალბათ ის მახინჯი ხარ კატერინა რომ მიყვებოდა... ამის გაგონება და ჩემი სულის გატეხვა ერთი იყო, ჩანთა ავიღე ადგილს მოვწყდი და კლასიდან გავუჩინარდი. იქიდან გამოსვლის შემდეგ გამახსენდა რომ ნახატი შეიგნით დამრჩა. ღმერთო... ახლა უკან ვერ დავბრუნდები. არც მესმის რატომ მეგონა რომ ის სხვანაირი იქნებოდა, მეგონა რომ ისიც მახინჯს არ მიწოდებდა, რატომ ვენდობი ყველას?- ანიტა! მესმის ვიღაცის ხმა.
____________
გავაგრძელო?💕
YOU ARE READING
Look like an angel (ქართული)
Fiksi Remaja- შენ ლამაზად არ მთვლი, შენ უბრალოდ მოგწონს ის ამბავი სადაც ჩემი გმირი ხარ, შენ ჩემი გადარჩენა გინდა, არადა გადასარჩენი არაფერი მჭირს, ჩემი ცხოვრება ასეთია, ამას უკვე დიდი ხანია შევეჩვიე და აღარ მეშინია, არ არის აუცილებელი თავი მომაჩვენო რომ შენთვის...