დილით ვიღაცის ბოხი და მშვიდი ხმა მაღვიძებს.
- ანიტა... გაიღვიძე... თვალებს ვისრეს და შემდეგ ვახელ.
- რა ხდება?
- გაემზადე, სასაუზმოდ ჩავიდეთ. მეუბნება რაიანი და თან მიღიმის ალბათ თმა მაქვს გაბურძგნული...
- ჩვენ?
- ხო ჩვენ, არ შეიძლება?
- ანუ კი მაგრამ... კარგი. უეცრად დავიბენი მისგან ამას არ მოველოდი, მგონი დილით მართლა ჯელტმენის საათები აქვს. აბაზანაში ამჯერად ჩემი ტანსაცმლით შევედი მოვემზადე და გავედი, რაიანი უკვე მზად იყო და ჩემს დანახვაზე ღიმილი შემომანათა.- რა იყო? ისევ დამცინი?
- აჰამ... წამოდი სანამ სხვები გაიღვიძებენ!
- კარგი კარგი.უეცრად ხელი ჩამკიდა და სირბილით ჩამიყვანა სასტუმროს კაფეტერიაში.
რაიანმა ორივესთვის შოკოლადის ბლინები შუკვეთა, მოტანისთანავე შევუდექი ჭამას.- მარტო ბავშვივით კი არ იცვამ, ასე იქცევი კიდეც. - ამბობდა და სიცილს არ წყვეტდა.
- მაგალითად როგორ ვიქცევი?
- მაგალითად ახლა მთელს სახეზე შოკოლადი გისვია და ძალიან სასაცილო ხარ. - მითხრა და თვალი ჩამიკრა.
- სად სად მაქვს? - ვთქვი და სახის შემოწმება დავიწყე.
- ტუჩის კუთხესთან.
- აქ?
- არა მეორე კუთხესთან, ღმერთო ჩემო როგორი ბავშვი ხარ.-მითხრა და შოკოლადი მომწმინდა, ეს და ჩემი გაწითლება ერთი იყო.
- მგონი თუ არ ვცდები დღევანდელი დღე თავისუფალი გვაქვს, რას იტყვი მარტოებმა რომ გავისეირნოთ?
- ანუ ჩვენ?
- ხო ჩვენ მე და შენ ანიტა რაიყო?
- რომ დავიკარგოთ?
- როგორ უნდა დავიკარგოთ, რისთვის არსებობს რუკები, თან დარწმუნებული ვარ ბევრს ეცოდინება ინგლისური.
- კარგი და ასე წამოვიდე?
- რას იტყვი თუ მე შეგირჩევ ტანსაცმელს?
- არც იოცნებო რაიან! შენ ყველაზე უაზროდ და უგემოვნოდ ჩამაცმევ.
YOU ARE READING
Look like an angel (ქართული)
Novela Juvenil- შენ ლამაზად არ მთვლი, შენ უბრალოდ მოგწონს ის ამბავი სადაც ჩემი გმირი ხარ, შენ ჩემი გადარჩენა გინდა, არადა გადასარჩენი არაფერი მჭირს, ჩემი ცხოვრება ასეთია, ამას უკვე დიდი ხანია შევეჩვიე და აღარ მეშინია, არ არის აუცილებელი თავი მომაჩვენო რომ შენთვის...