- შენ ლამაზად არ მთვლი, შენ უბრალოდ მოგწონს ის ამბავი სადაც ჩემი გმირი ხარ, შენ ჩემი გადარჩენა გინდა, არადა გადასარჩენი არაფერი მჭირს, ჩემი ცხოვრება ასეთია, ამას უკვე დიდი ხანია შევეჩვიე და აღარ მეშინია, არ არის აუცილებელი თავი მომაჩვენო რომ შენთვის...
იმაზე ფიქრში გართული თუ რა მოხდებოდა ექსკურსიაზე, მხოლოდ ორის წუთებზე ჩამეძინა, და ოთხი საათისკენ ტელეფონის ხმამ გამომაღვიძა, მესიჯი მომივიდა უცხო ნომრისგან.
"გაიღვიძე და მოემზადე მოვდივარ."
"რომელი ხარ?"
"სერიოზულად? ვერ ხვდები რომ რაიანი ვარ"
"უკაცრავად მაგრამ შუაღამისას მესიჯი მაღვიძებს უცხო ნომრისგან და ვალდებული ვარ ვიცოდე ვისგან არის!"
"მიდი ბუზღუნს მორჩი და მოემზადე"
"არ არის უცილებელი მოსვლა, მეც მოვაღწევ რამენაირად აეროპორტამდე"
"დირექტორი რომ არა სულ არ დამაინტერესებდა მოაღწევდი თუ არა!"
ამაზე პასუხის გაცემას არ ვაპირებ, ნაგავია, იდიოტი, თუმცა რა გასაკვირია რომ არ ვადარდებ. მოვემზადე და დაბლა ჩავედი ჩემი ჩემოდნით, რათქმაუნდა მამაჩემს უკვე ეღვიძა, ისე ხომ არ გამიშვებდა რომ რამე მწარე სიტყვა არ ეთქვა.
- დილამშვიდობისა ძვირფასო. მითხრა მან. აქ რაღაც რიგზეა არ არის... - დილამშვიდობისა... რა ხდება? - არაფერი. - არ მჯერა რომ არაფერი ხდება. - გეფიცები.
ტელეფონზე მესიჯი მომივიდა
"აქ ვარ"
- კარგი უნდა წავიდე, მომაკითხეს. - ვინ მოგაკითხა. - სკოლის მეგობარია.
გარეთ გამოვედი რაიანი მანქანაზე იყო მიყუდებული, ჩემს დანახვაზე ღიმილი გამოესახა. ახლა არ მითხრა რომ ჩემს მიკი მაუსიან შარვალს დასცინის თორემ მოვკლავ
Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.