წყვილი ადგა მოემზადა და სასაუზმოდ გავიდა. ორივენი ერთად ამზადებენ საუზმეს თან ერთობიან.
-გუკი მოიცა გაჩერდი, არ გესმის გირეკავენ...
-არაუშავს მერე დავრეკავ.
-არა, უპასუხე შეიძლება საჩქაროა.
-კარგი ხო, მოიცა.-გისმენთ...
-არა დღეს არ ვაპირებ არაფერს...
-მთელი დღე ჩემს ქმართან ერთად გავატარებ...
-დიახ, საბუთები ხვალისთვის შეინახეთ ხვალ გადავხედავ...
-დიახ კარგი ნახვამდის...-ვინ იყო გუკი.
-ისეთი არავინ სამსახურიდან რეკავდნენ მაგრამ დღეს მთელი დღე შენთან ერთად გავატარებ.
-კარგი მაგრამ იქნებ ჰოსოკს და თეჰიონს დავურეკოთ მოვიდნენ და გავერთობით.
-მოიცა რა? არ გინდა ჩემთან ერთად მარტო დროის გატარება? ძალიან მაწყენინე.
-არა ეგ არ მიგულისხმია ჩემო კუნთიანო, უბრალოდ დიდი ხანია არ მინახავს და მომენატრა ორივე.
-კარგი დავურეკავ მაშინ.-მინი აქ ხარ? ველაპარაკე ჰოსოკს და საღამოს მოვლენ.-უკაკუნებს სააბაზანოს კარზე ჯონგუკი.
-გუკი მოდი... ცუდად ვარ...დამეხმარე...
-რა გჭირს მინი-კარზე უკვე ბრახუნი დაიწყო, და უფრო უმატებდა ყვირილს. წამიერად შეამტვრია კარი და ჯიმინთან ახლოს მივიდა.
-მინი? რა დაგემართა?
-არ ვიცი გუკი? თავბრუ მეხვევა და გული მერევა საშინლად.
-მოდი დაგეხმარები ოთახში შედი და დაისვენე.-ჯონგუკს ომეგა ხელში აჰყავს და ფრთხიალად მიაბიჯებს ოთახისკენ. შედის შიგნით და საწოლზე აწვენს.
-მინი დაისვენე, დაიძინე.
-აქ მოდი შენც და ერთად დავიძინოთ შენს გარეშე არ მინდა.-წუწუნებს ჯიმინი.
-გინდა საავადმყოფოში წავიდეთ? ან ექიმს გამოვიძახებ, როგორ მოვიქცე მითხარი მინი.
-არაფერი არ მინდა შენს გარდა, მხოლოდ შენ მინდიხარ, მოდი ჩამეხუტე და ერთად დავიძინოთ მალევე გამივლის და კარგად ვიქნები.
-კარგი მაგრამ იქნებ დავურეკოთ ექიმს? კიდევ რომ გახდე ცუდად?
-არ მინდა კიდევ თუ გავხდები ცუდად მაშინ დაურეკავ ეხლა არ მინდა. უბრალოდ ჩემს გვერდით იყავი და ერთად დავიძინოთ.
-კარგი.-ორივე ერთმანეთს ეხვევა და მალევე გადაეშვნენ სიზმრების სამყაროში.
YOU ARE READING
იძულებით დაოჯახებული (დასრულებული)
Romanceფიკი მოგითხრობთ ჯიმინისა და ჯონგუკის სიყვარულის ისტორიას. წაიკითხეთ არ ინანებთ❤️