part 12

892 38 3
                                    

ხალხო ეს თავი არის ამ ფიკის ფინალი და გირჩევთ კარგად წიკითხოთ😅🥰❤️ აბა ჰეეე ბედნიერი კითხვა

სასწრაფო მალე მოვიდა. ექიმებმა ჯიმინი გასინჯეს, ამ დროს კი ჯონგუკი ერთ ადგილას ვერ ისვენებდა და ცქმუტავდა. მალევე ექიმებმა დაიწყეს მათი ინვენტარის ჩალაგება.
-აბა ექიმო რა ხდება? რა სჭირს ჩემს მეუღლეს?
      -სერიოზული არაფერია, აქ ასე ვერაფერს გეტყვით ბატონო ჯონ. რაღაცას ვეჭვობთ და ამის დასადასტურებლად ანალიზები უნდა ავუღოთ, ამიტომ საჭიროა თქვენი მეუღლე საავადმყოფოში წავიყვანოთ. ეხლა უკეთაა გამოიღვიძა შეგიძლია მოამზადოთ ჩვენ ქვემოთ დაგელოდებით და წავიყვანთ.
      -აუცილებელია თქვენ წაიყვანოთ? თუ არ იქნება პრობლემა მე თვითონ მოვიყვან საავადმყოფოში დაახლოებით ერთ საათში.
        -დიახ ბატონო ჯონ არ არის პრობლემა შეგიძლიათ მოიყვანოთ, მაგრამ თან დაგჭირდებათ თქვენი და ბატონი პაკის პირადობის მოწმობა და ქორწინების მოწმობა.
        -დიახ, დიახ არ არის პრობლემა.- ჯონგუკმა გააცილა ექიმები და მალევე დაბრუნდა საძინებელში თავის ომეგასთან.
       -მინი? კარგად ხარ?
       -კი კარგად ვარ გუკი. ხომ გითხარი არაფერი მჭირს ძალიან ჯამრთელად ვარ ნახე.-თქვა ჯიმინმა და საწოლზე ხტუნვა დაიწყო. ამ დროს ჯონგუკი ახლოს მივიდა და ხელში აიყვანა პატარა სხეული.
        -ნუ დახტიხარ, თავი გეტკინება.-დატუქსა ჯონგუკმა-წამოდი მოვემზადოთ და ანალიზების ასაღებად წავიდეთ კარგი?-უთხრა ალფამ და ხელში აყვანილი ომეგა გარდეტობისკენ წაიყვანა.

       -კარგი, აბა რა ჩაგაცვა? რას მოისურვებ?-ეკითხება ალფა დავალი ხმით ომეგას.
       -რაც გინდა ის გამოიღე ოღონდ დამსვი ცოტა ხნით, მაგიდაზე დავჯდები და დაგელოდები.

     როგორც იქნა მოემზადეს ორივემ და გაუგდნენ გზას საავადმყოფოსკენ. მალევე მივიდნენ საავადმყოფოში და ანალიზების ჩასაყარებლად შევიდნენ ექთანთან.
-გამარჯობა, შეიძლება შემოვიდეთ? ანალიზებზე მოვედით, ჩაწერილები ვართ.-თქვა ჯონგუკმა ხელი ჯიმინის ხელში ახლართა და ოთახში შევიდა.
-დიახ მობრძანდით და დაბრძანდით ეხლავე მოვა ექთანი და აგიღებთ ანალიზს.
-კარგით მადლობა დაველოდებით-თქვა ჯიმინმა და ალფა სკამებისკენ წაიყვანა. დასხდნენ ორივემ და ხელი ჩაკიდეს. მალევე ოთახში საშუალო სიმაღლის ლამაზი ომეგა შემოვიდა. ჯიმინს მის დანახვაზე სიბრაზემ მოუარა, რაც ჯონგუკმაც შეამჩნია და ომეგის გავრაზება გადაწყვიტა. ჩაილაპარაკა და ხმადაბლა დაუსტვინა. ამ ქმედებაზე ჯიმინი უფრო გაცხარდა და ეჭვიანობა დაიწყო.
-გამარჯობა ბატონებო. თუ მზად ხართ ეხლავე აგიღებთ ანალიზს.-თბილად თქვა ექთანმა და ნემსის გამზადება დაიწყო.
-ამმ, დიახ ის მზად არია შეგიძლიათ აუღოთ ანალიზი.-ისე თქვა ჯონგუკმა რომ ექთანი ომეგასთვის თვალი არ მოუცილებია. ჯიმინი ნელ ნელა ცეცხლდება მაგრამ არაფერს ამბობს.

იძულებით დაოჯახებული (დასრულებული)Where stories live. Discover now