/1/

2.9K 83 8
                                    

DELAN - P.O.V

ის რომ არასასურველ ოჯახში იბადები შენი დანაშაული არ არის. ჩვენ არ ვირჩევთ ოჯახს თუმცა ვირჩევთ მომავალს. საზოგადოებაში თავის დამკვიდრება ძნელია მაშინ როცა ისინი შენგან რადიკალურად განსხავდებიან, ცხოვრობენ წესების და კანონების გარეშე. თუკი ვინმემ შეგნიშნა რომ შენ აქაურობის ნაწილი არ ხარ სვავებივით დაგაცხრებიან და ეცდებიან გაგანადგურონ, გაგთელონ მაშინაც კი თუ შენ მათთვის არაფერი დაგიშავებია.

მიუხედავად ყველა დაბრკოლებისა თუ შენ მათთან კონტაქტი დაამყარე გილოცავ! შენ შეძელი მათი კლანჭებიდან დახსნა.

ძნელია როცა შენი ინტერესები ყველასგან განსხვავებულია. ასეთი რთულია იცხოვრო მშვიდად? ალბათ ფიქრობთ რომ არა! თუმცა ყველაფერი სხვანაირად მიდის როცა შენს ცხოვრებას და თითოეულ ნაბიჯს აკონტროლებენ. როგორი შეგრძნებაა როცა ერთი დღეც კი არ შეგიძლია გახვიდე გარეთ მარტო და არ გქონდეს იმის შიში რომ ვიღაც ხელს დაგავლებს და წაგიყვანს სადღაც გადაკარგულში მხოლოდ იმიტომ რომ შენ ერთ-ერთი იმ ოჯახთაგანი ხარ რომელიც ყველას ეზიზღება.

ყველაფერი შეიძლება უფრო ადვილი ყოფილიყო თუ ჩემს გვერდით ვინმე იქნებოდა ვინც ყოველთვის დამიცავდა საკუთარი ბაბუის კლანჭებისგან.

მშობლებმა დიდი ხანია რაც აქ სრულიად მარტო დამტოვა. საშინელებაა, ის ტკივილი რომელიც მათმა სიკვდილმა მომაყენა, მოუშუშებელი ტრამვაა. მხოლოდ მათ გამო ვცოცხლობ! იმიტომ რომ მათი თითოეული დაღვრილი სისხლის წვეთი მკვლელს სანანებელი გავუხადო! მკვლელს რომელიც ჩემთან ახლოსაა, ძალიან ახლოს. ის ვინც ცდილობს მეც მის მხარეს გადამიყვანოს, გამაბოროტოს და საბოლოოდ გამომაცალოს სხეულიდან ყველა სასიცოცხლო წყარო რაც დღემდე შემრჩა.

მას არასდროს ვემორჩილები!
მან იცის რომ ჩემი შეცვლა ძნელია, თუმცა ამ ფაქტს არ ეგუება! ყველა შეკამათებაზე გამოსავალი მხოლოდ ჩემი სხეულის დალურჯებამდე ცემაა, სწორედ მისი წყალობითაა ჩემს სხეულზე მუდმივად სილურჯე. მაგრამ ამასაც შემიძლია გავუძლო! მიღირს იმ ყველაფრად რომ ერთ დღესაც მის გამწარებულ სახეს დავინახავ და ეს ყველაფერი იმდენად მომანიჭებს ბედნიერებას რომ ჩემი ყველა მოუშუშებელი ტკივილის წამალი გახდება.

ჯვარედინი ცეცხლი🔞(CROSS FIRE)🔞Where stories live. Discover now