/9/

971 64 24
                                    

ძლიერი წვიმა ექოსავით გამოსცემდა მთელ ოთახში ხმას. ქარისაგან ტოტები ერთმანეთში იხლართებოდნენ და საზარელ ხმას გამოსცემდნენ, ამ ფონზე კი დელანი ჯიმინის სხეულს იყო მიკრული და ღრმად სუნთქავდა. ყოველი წვიმის წვეთის ძლიერი შეხეთქება ფანჯარაზე გოგოს ძლიერ და ღრმა სუნთქვას იწვევდა. თითქოს ამ წყეულ ღამეს წვიმის წვეთიც კი ცდილობდა არ დავიწყებულიყო მისთვის ის ტრამვა. ჯიმინი არაფერს ამბობდა, დადუმებული დელანის სხეულს ძლიერად იკრობდა და მოშიშვლებულ მხარზე ნაზად ეფერებოდა. ის გრძნობდა გოგოს შიშს და ჭკუიდან იშლებოდა, ბრაზობდა რომ მას არ შეეძლო იმ მომენტში მისი დახმარება მაშინ, როცა მას ყველაზე მეტად სჭირდებოდა, თუმცა ცდებოდა. დელანმა სწორედ მის ძლიერ მკლავებში იპოვა სიმშვიდე, ამიტომაც იყო ის იმ დროს მასზე ძლიერად მიკრული და იცოდა, სწორედ იმ დროს იცოდა და დარწმუნებული იყო რომ ჯიმინი არავის მისცემდა უფლებას მას შეჰხებოდა.
_მადლობა- ტირილნარევი ხმით ჩუმად დასცდა ბაგეებიდან დელანს სიტყვა.
_უბრალოდ დაისვენე, მე შენთან ვარ!-ჯიმინმა ხმადაბლა ჩასჩურჩულა და თმაზე ნაზად გადაუსვა ხელი.
მე შენთან ვარ.... მე შენთან ვარ...
გონებაში რამდენჯერმე დაატრიალა ეს სიტყვა და იხსენებდა ადამიანს, ვისაც ასე მტკიცედ შეეძლო ამ სიტყვის წარმოთქმა და შესრულებაც, თუმცა აქამდე არც არავინ ჰყოლია ისეთი, ვისაც ამის თქმა შეეძლო. ის ხომ ყოველთვის მარტო იყო იმ ჯურღმულში. ნეტავ იმ წუთას ჯიმინი თუ მიხვდა იმას თუ რამხელა მნიშვნელობას მიანიჭებდა დელანი მის ნათქვამ "მე შენთან ვარ"
თუმცა ჯიმინმა ის ნამდვილად გააზრებულად წარმოთქვა. დელანი მის სახლში ცხოვრობდა, იმ წუთას კი მის მკლავებს და სხეულს ეკუთვნოდა, განა ვინმეს მისცემდა უფლებას მისი საკუთრება წაერთმია? არასდროს!
იცოდა რომ ამ ტრამვაში დელანის ბაბუის ხელი ერია და ამას მწარედ აზღვევინებდა, და თუ დელანის ერთ სიტყვას მოისმენდა რომ მას სურდა ის სამუდამოდ გამქრალიყო ისეთი სიამოვნებით გააკეთებდა ამას და ისე ააორთქლებდა იმ ნაბი*ვარს რომ მის ფერფრლსაც კი ვერავინ იპოვიდა გასაფანტად.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Feb 12, 2023 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

ჯვარედინი ცეცხლი🔞(CROSS FIRE)🔞Where stories live. Discover now