/3/

1.2K 75 15
                                    

ისევ სიბნელეში ვარ გაჭედილი. ვიცი რომ აქედან თავს ვერასდროს დავაღწევ, ეს მე მუდამ თან მდევს. არ ვაპირებ დავნებდე თუმცა ეს ძნელია, ძალიან ძნელი! მიჭირს ამ ყველაფერთან გამკლავება.

ის რომ ჯიმინს გაქცევაში დავეხმარე ბაბუისგან დამალული მხოლოდ ერთი დღე იყო. რა თქმა უნდა ვიცოდი რომ მისი ფინა დაცვები ყველაფერს მოახსენებდნენ, თუმცა იმ ერთი დღითაც ბედნიერი ვიყავი როცა მის გაბრაზებულ, გაცოფებულ სახეს ვხედავდი.

-პატარა ლაწირაკო! როგორ გაბედე ჩემს წინააღმდეგ წასვლა! იცი მაინც რა შარში გაყავი თავი? - ვუჯინი გოგოს მიუახლოვდა და მწარედ გაარტყა, მისი თმები ხელებში მოიქცია და თეთრი სქელი წარბები შეკრა

-შენი არ მეშინია! მივეჩვიე უკვე იმას რომ მუდმივად იმას მიკეთებ რაც შენ მოგესურვება! დავიღალე გესმის დავიღალე! - მიუხედავად ყველაფრისა გოგო არ უშინდებოდა იმ ყველაფერს რაც მის თავს ხდებოდა, ან იქნებ და ეშინოდა, თუმცა ამას ვუჯინს არ აჩვენებდა.

-დაიღალე? შენ რა მეპასუხები კიდეც? - ვუჯინმა გოგოს ხელი მიჰკრა და ძირს დაანარცხა. იატაკზე დავარდნილი გოგო აზრზეც ვერ მოვიდა ისე უცებ იგრძნო ტკივილი მუცლის არეში.

მოხუცი გოგოს გამწარებით ურტყამდა წიხლებს არამარტო მუცელში ყველგან, სადაც შეიძლებოდა რომ დაერტყა. გოგოს ტკივილისგან სუნთქვაც კი აღარ შეეძლო. მისი პატარა სხეული შეიკუმშა და უფრო პატარა გახდა.

-ამდენი ხნის მანძილზე ჭკუა მაინც ვერ ისწავლე არა? - მოხუცმა გოგოს მიგდებული უსიცოცხლო სხეული თმით ასწია და სახეში შეხედა, თუმცა გოგო ვერაფერს ხედავდა ირგვლივ სულ ბინდი ჰქონდა გადაკრული.

-შეუშვი მაგ შენ პატა უტვინო თავში რომ ჩემთან წინააღმდეგობა კარგ არაფერს მოგიტანს საყვარელო შვილიშვილო! ცოტა ხნით აქ დაგტოვებ რომ მიხვდე რაც დააშავე!

ვუჯინი ფეხზე წამოდგა, პერანგის საყელო შეისწორა თავი გაასწორა და მათ უკან მდგომ ორ დაცვას მიუბრუნდა

ჯვარედინი ცეცხლი🔞(CROSS FIRE)🔞Where stories live. Discover now