დელანს სჯეროდა რომ იმ ბნელი და აუტანელი ცხოვრებიდან რომელშიც ამ ხნის მანძილზე უწევდა ეცხოვრა საბოლოოდ მოშორდებოდა, თუმცა იქნებ ჯიმინთან ცხოვრება არც ისეთი ადვილი ყოფილი როგორც თვითონ ეგონა. ის არ აპირებდა მასთან უკან დახევას და დამორჩილებას, ბოლომდე შეეცდებოდა რომ მისი გაეტანა, მაგრამ აქ ხომ საქმე პარკ ჯიმინთან იყო კაცთან რომლეთანაც შეწინააღმდეგებაც კი აბსურდი იყო.
დელნამა ჯერ კიდევ არ იცოდა სად გაჰყო თავი. მან ხომ მხოლოდ რამდენჯერმე ნახა ჯიმინი, ხოლო ჯიმინმა მასთან სხვა ნიღაბი აიკრა და გადაწყვიტა მისი სატანური სახე მხოლოდ მაშინ გამოეჩინა როცა გოგო მისი გახდებოდა, მაშინ როცა ის ყველაზე ნაკლებად მოელოდა ამას.
სულ ცოტა დრო რჩებოდა რომ ამ სახლს გაცლოდა, ახლა მხოლოდ ერთი საქმე ჰქონდა დარჩენილი, რომ ბაბუამისი სრულიად გაგეგიჟებინა და ეთქვა რომ ამ სახლიდან წასვლას აპირებდა. ეს კაცისთვის დიდი მნიშვნელობის მქონდე შეიძლება არ ყოფილიყო რომ არა ის თემა თუ ვისთან გადადიოდა გოგო.
საღამოს ვახშმამდე ცოტა დრო იყო დარჩენილი. დელანი სამზარეულოში იყო და ინსუკის გვერდით ტრიალებდა თან დრო და დრო საათს მისჩერებოდა და წამებს ითვლიდა თუ როდის ჩამოვიოდა კაცი სავახშმოდ.
-ყველაფერი რიგზეა საყვარელო? - ინსუკისთვის უკვე საეჭვო ხდებოდა გოგოს უცნაური მოქმედებები
-მალე გაიგებ ყველაფერს საყვარელო ქალბატონო - გოგომ ლოყები საყვარლად აუთამაშა მოხუცს და ნაზად აკოცა
-დელან იმედი მაქვს რაიმე სისულელის ჩადენას არ აპირებ!
-მერწმუნე რომ დღევანდელი ჩემი საუბარი მას საბოლოოდ დაანგრევს!
-დელან! ხომ იცი... - საუბარი ცოტა უფრო მკაცრი ტონით დაიწყო დამხმარემ, თუმცა მაშინვე გაწყვიტა როცა სასადილო ოთახში ვუჯინი შემოვიდა.
წყნარად მიუჯდა მაგიდას და ჭამა დაიწყო. დელანიც უხმაუროდ მიუჯდა მაგიდას და დროგამოშვებით თვალს ვუჯინს ავლებდა.
YOU ARE READING
ჯვარედინი ცეცხლი🔞(CROSS FIRE)🔞
Horror📌 პარკ ჯიმინთან ვერავინ შეძლებს ითამაშოს, თუმცა გოგო რომელიც მის ცხოვრებაში გამოჩნდება უკან არაფერზე იხევს... მისთვის უცხოა შიში და დანებება სწორედ ეს ორი რამ აერთიანებთ მათ...🔞🔞🔞