/7/

1.1K 80 34
                                    

ჩვენს ცხოვრებაში გატარებულმა წლებმა შეიძლება ბევრი ტრამვა და ნაიარევი მოგყვაყენოს. ცხოვრება გვაყენებს ჭრილობას რომელიც დროთა განმავლობაში ხდება ნაიარევი, ჩვენი ცხოვრების შავი ლაქა.

თუმცა ყოველთვის ჩნდება ის ერთი დღე როცა გვბეზრდება უსარგებლო ნივთად ყოფნა და გვინდა ვიგრძნოთ თავი განსაკუთრებულად, ადამიანად რომელიც ვიღაცისთვის ღირებული გახდება და ეყვარება.

ლიმ დელანის ცხოვრებაში არსებული შავი ლაქა ბაბუამისი იყო. კაცი რომელმაც სიცოცხლე გაუსაძლისი გაუხადა. თუმცა მის ცხოვრებაშიც გამოჩნდა ვიღაც, ის ვინც ამ ჯოჯოხეთისგან იხსნა.

ყველაზე უცნაური კი ამ ამბავში ის იყო რომ ის ასე ადვილად ენდო მამაკაცს. მერე რა რომ ის ბაბუამისის დიდი მტერი იყო იქნებ დელანისთვისაც მოეღო საბოლოოდ ბოლო, მაშინ როცა ის მისი საქმისთვის აღარ დასჭირდებოდა.
ერთი ჭეშმარტება ამ ამბავში მხოლოდ ის იყო რომ დელნი ჯიმინთან ყოფნის დროს ზედმეტად მიმნდობი ხდებოდა. ამ ხნის განმავლობაში საკმარისად გაიცნო თუ როგორი ნაბიჭვარიც იყო, ისიც კარგად იცოდა რომ მათი სექსი არაფერს ნიშნავდა მისთვის, სიმართლე რომ გითხრათ ეს დელანისთვისაც არ წარმოადგენდა დიდ როლს უბრალოდ მაშინ იმ დროს ყველაზე მეტად სჭირდებოდა ვიღაც ვისთანაც თავს განსაკუთრებულად იგრძნობდა.
ამ ყველაფრის შემდეგ კი იმან გააცოფა რომ ჯიმინი მას როგორც ერთჯერად ნივთს ისე უყურებდა.

ახლა უკვე დელანს ცხოვრებაში ახალი გამოწვევები ჰქონდა. მას ცხოვრება ახლა სახლში, ახალ და უცნობ ადამიანთან ერთად უნდა გაეგრძელებინა.
მან როგორც კი ფეხი ჯიმინის სახლში შედგა თითქოს უკვე მიხვდა რაშიც გაჰყო თავი. ეს სახლი მისთვის ზედმეტად უცნაური იყო, იმდენად რომ დელანის სხეული შიშმა მოიცვა.

უზარმაზარ სახლში თითქოს ეს პატარა გოგო ჩაიკარგა და გასასვლელი ყველა მხრიდან დაელუქა.
თვალებს იქით-აქით ინტერესით ავლებდა მაგრამ მაინც ვერ ხვდებოდა თუ რა უნდა გაეკეთებინა, გაყინული იდგა და არაფერს აკეთებდა.

ჯვარედინი ცეცხლი🔞(CROSS FIRE)🔞Where stories live. Discover now