დელანი მისი ცხოვრების მანძილზე ბევრ დაბრკოლებას გადაჰყრია, თუმცა მისი მთავარი სიძლიერეც სწორედ ის იყო რომ არასდროს უშინებოდა ამ ყველაფერს. მის ცხოვრებაში ახალი და საინტერესო თამაში იწყებოდა, მაგრამ აქ დელანმაც კი არ იცოდა ვინ იყო ამ თამაშის პაიკი ის თუ ჯიმინი.
პარკ ჯიმინი ნამდვილად ძლიერი, თუმცა ბინძურად მოთამაშე კაცი იყო. კარგად იცოდა სამიზნის შერჩევა და იმ წერტილზე უდროო დროს დარტყმა რომელიც მოწინააღმდეგეს დაასუსტებდა. სწორედ ეს სჭირდებოდა მეამბოხე და ცხოვრებაზე სასტიკად შეძულებულ გოგოსაც, სასტიკი მამაკაცი, ის ვინც დაეხმარებოდა შურისძიების წყურვილი საბოლოოს დაეკმაყოფილებინა.
დელანს ჯერ კიდევ უჭირდა ჯიმინთან თანაცხოვრება მეტიც იმდენად აღიზიანებდა, რომ უნდოდა სახლი დაეტოვებინა, თუმცა კარგად იცოდა რომ ეს ნამდვილად არ იქნებოდა კარგი გზა მისი გეგმისთვის, ამიტომ მშვიდად იჯდა და ყველაფერს გულისყურით აკვირდებოდა, მაგრამ ამ სიმშვიდის უკან ცბიერი და შურისძიებას მოწყურებული გოგო იმალებოდა.დელანი მისი ოთახის აივნიდან გადაჰყურებდა ხედს და ახალ გეგმას ისახავდა, როცა ჯიმინის მანქანას მოჰკრა თვალი, წელში გაიმართა ხელები მოაჯირზე განალაგა და მის გადმოსვლას დაელოდა.
მანქანის გაჩერებისთანავე შენიშნა დელანმა უცხო ქალი, რომელიც არასდროს ენახა აქამდე. ჯიმინმა გოგოს კარი გაუღო და გზა დაუთმო, მარჯვენა ხელი საჯდომზე მოჰკიდა და დელანის აივნისკენ გაიხედა. ფაქტი იყო ძალიან ესიამოვნა გოგოს აივანზე ნახვა, თვალი ჩაუკრა გაიცინა და სახლისკენ წავიდა.
დელანი დაუფიქრებლად გამოვარდა ოთახიდან და სწრაფად ჩავიდა ქვევით, ჯიმინი კარებში იდგა და გოგოს ჩუმად ელაპარაკებოდა, თან ხელებს სხეულზე მაგრად ჰკიდებდა და მისკენ იზიდავდა.
-ამდენი ხანი სად იყავი?
-არ მეგონა თუ შენთვის ანგარიში უნდა ჩამებარებინა
-უნდა დავილაპარაკოთ,ახლავე!
-ვერ ხედავ რომ დაკავებული ვარ?_ჯიმინმა გოგოს გახედა პიჯაკი მხარზე გადაიგდო ხელი ჩაჰკიდა და კიბეებისკენ გაემართა,თუმცა უცებ გაჩერდა დელანის წინ დადგა თმა უკან გადაუწია და ხმადაბლა უთხრა
-შემიძლია ის გავუშვა და გართობა შენთან გავაგრძელო
დელანს სიბრაზისგან სახე უხურდა. ბრაზდებოდა და თან საშინლად დამცირებულად გრძნობდა ამის გამო, თუმცა ცდილობდა ეს ჯიმინს არ შეემჩმია რომ უფრო დიდი სიამოვნება არ მიენიჭებინა მისთვის
-იოცნებე რომ ჩემ სხეულს კიდევ ერთხელ შეეხო, შეგიძლია კარგად გაერთო შენი ბოზით, იმედი მაქვს არ მოიწყენ მასთან!_ცინიკურად ჩაუცინა თვალები წამით მას გაუსწორა და იქაურობა დატოვა.
აშკარა იყო რომ მისი გაცხარება ნამდვილად მოახერხა. იქვე მდგარი გოგო ჯიმინს მიუახლოვდა და აკოცა თან ანიშნა რომ ოთახში წაჰყოლოდა, თუმცა ის ადგილიდან არ იძვროდა
-გეგმები გადაიდო შეგიძლია წახვიდე!_ხმადაბლი,თუმცა უხეში ტონით უთხრა ქალს ისე რომ სახეში არც შეუხედავს.
-კი მაგრამ..
_გითხარი წადი მეთქი ამის დედაც!_გოგოს საუბარი არ აცადა ისე დაიღრიალა ჯიმინმა და იქაურობა დატოვა.
გაცხარებული კი დელანის ოთახისკენ გაემართა, მივარდა და კარები დაუკითხავად შეაღო
_ჩემს გაღიზიანებას ცდილობ არა?
_კი და იმედი მქონდა რომ გამომივიდოდა_მშვიდად უპასუხა გოგომ და გაუღიმა.
_ნუ ცდილობ რომ ჭკუიდან გადამიყვანო ლიმ დელან, იცოდე მწარედ ინანებ შენს სიტყვებს!
_არ გეგონოს რომ იმ გოგოების ჯგუფს მივეკუთვნები რომლებსაც შენ სათამაშოდ იყენებ! შენი არ მეშინია პარკ ჯიმინ და არც შენი მუქარის!
_კი შენ ნამდვილად იმ გოგოებთაგანი ხარ რომელებსაც მე სათამაშოდ ვიყენებ მაშინ როცა მომესურვება, შენ ჩემი სათამაშო ხარ ლიმ დელან, შეიგნე ეს ლამაზო! და სჯობს შენს ლამაზ უკანალს მიხედო სანამ ამას მე გავაკეთებ!_ჯიმინმა გოგოს სახეზე თითებით შეეხო და სახეზე ამაზრზენი ღიმილი მოირგო
_აქედან გაეთრიე!
_კიდევ ერთხელ გაფრთხილებ ლამაზო ჩემგან თავი შორს დაიჭირე თორემ ინანებ!_უთხრა თუ არა უხმაუროდ დატოვა ოთახი.
YOU ARE READING
ჯვარედინი ცეცხლი🔞(CROSS FIRE)🔞
Horror📌 პარკ ჯიმინთან ვერავინ შეძლებს ითამაშოს, თუმცა გოგო რომელიც მის ცხოვრებაში გამოჩნდება უკან არაფერზე იხევს... მისთვის უცხოა შიში და დანებება სწორედ ეს ორი რამ აერთიანებთ მათ...🔞🔞🔞