/4/

1K 74 15
                                    

იმ დღის შემდეგ დელანი ჯიმინის იდუმალ გოგოდ იქცა. აინტერესებდა ვინ იყო ის ვისაც ეყო გამბედაობა და ის დაუფიქრებლად გაათავისუფლა.

-ბატონო იმ გოგოს შესახებ რაღაც მინდა გითხრათ - ახალგაზრდა მამაკაცმა რომელიც მანქანას მართავდა მშვიდად დაიწყო საუბარი

-იმედი მაქვს ფუჭად არ დაგიკარგავს დრო!

-იმ გოგოს რომელსაც თქვენ ეძებთ დელანი ქვია და ლიმ ვუჯინის შვილისშვილია

-ოჰოო...როგორც ჩანს მას საფლავს მხოლოდ მე არ ვუთხრი.
გოგოს თვალი არ მოაცილოთ ყველა მისი ნაბიჯი უნდა ვიცოდე გასაგებია?!

-დიახ ბატონო

ჯიმინი ჰუნშიკის ნათქვამით ზედმეტად გაკვირვებული იყო. ახლა ზუსტად იცოდა რაც უნდა გაეკეთებინა და როგორ გამოეყენებინა გოგო მის სასარგებლოდ.

***
ჩაბნელებულ ოთახში მარტო დარჩენილი გოგო საწოლში მოკუნტული იწვა. მისი სხეული იმდენად გამოფიტული იყო რომ იმის ძალა რომ საწოლიდან ამდგარიყო არ ჰქონდა. იმ დღის შემდეგ ოთახიდა არც კი გასულა თითქოს იმ სატანას ემალებოდა, თუმცა როდემდე უნდა მოქცეულიყო ასე...

აქამდე არცერთ დაბრკოლებას არ შეუშინებია. არ აძლევდა საკუთარ თავს დანებების უფლებას. სწორედ ამიტომ იყო რომ ყველაფრის მიუხედავად აქამდე ვუჯინთან თავს ამაყად და ძლიერად იჭერდა.

-მას არ მივცემ უფლებას ჩემი ცხოვრება გაანადგუროს! - გოგო საწოლიდან წამოდგა თვალებზე წამოსული ცრემლი უხეშად მოიწმინდა და აბაზანაში შევიდა.

ყველაფერი მისი სხეულიდან მოიცილა და სარკის წინ დადგა. მას ისევ ემჩნეოდა იმ დღის კვალი. გოგომ მის წინ წამოწეულ ლავიწებზე ხელი გადაიტარა და სარკეს სახე უფრო ახლოს მიუშვირა. ახლა უფრო კარგად ჩანდა მისი უსიცოცხლო ფერწართმეული ტუჩები და ტირილისგან დასიებული თვალები.

ეს ის დელანი არ იყო რომელსაც წლების წინ იცნობდა. მას არ მოსწონდა რასაც სარკეში უყურებდა. ის სარკეში არა დელანს არამედ ვიღაც გაუბედურებულ და საცოდავ გოგოს ხედავდა და ეს საერთოდაც არ მოსწონდა. არ დაუშვებდა ეს სხეული მის სულს სრულიად დაპატრონებოდა და ისეთივე უბადრუკი დარჩენილიყო მთელი ცხოვრება როგორც ის გოგო რომელსაც იმ დროს სარკეში ხედავდა.

ჯვარედინი ცეცხლი🔞(CROSS FIRE)🔞Where stories live. Discover now