მოუთმენლობისგან გოგო ადგილს ვერ პოულობდა. მოუსვენრად დადიოდა და ტუჩებს იკვნეტდა. რაც უფრო გადიოდა დრო იმის სურვილი რომ იმ ოთახში შესულიყო უფრო და უფრო უღრმავდებოდა.
როგორც კი დაინახა დელანმა თუ როგორ მოსცილდა იქაურობას ვუჯინი მაშინვე მთელი სისწრაფით დატოვა ოთახი. სწრაფად ჩაუყვა კიბეებს და გარეთ გავიდა. გასვლისთანავე ეცადა საკუთარი თავი დაემშვიდებინა რადგან მის ირგვლის მყოფ დაცვას არ შეემჩნიათ მასში რაიმე უცნაური.
გოგომ მხრებზე მოსხმული მოსაცმელი შეისწორა და ნელი ნაბიჯებით გაუყვა გზას. მალევე მიუახლოვდა იმ ადგილს, თუმცა იცოდა რომ იქ შესვლა ასეთი მარტივი არ იყო. გარეთ მყოფმა კაცებმა რომლებიც ერთად იდგნენ და თამბაქოს მოწევით იყვნენ გართული მალევე შენიშნეს მათ სიახლოვეს მყოფი დელანი და წელში გაიმართნენ.
გოგოს ბევრი ფიქრი არ დასჭირვებია მაშინვე მისი ეშმაკური ხერხი გამოიყენა და გადაწყვიდა ეს საზიზღარი არსებები გაეცურებინა.
-თქვენ ყველა! - გოგომ ხმამაღლა დაიძახა რამაც მათი ყურადღება უფრო მიიქცია.
-ჩემმა საყვარელმა ბაბუამ გადმომცა თქვენთვის მეთქვა რომ ყველა მათთან მიხვიდეთ!
-კი მაგრამ ბატონი ჩვენგან რამდენიმე წუთის წინ გავიდა - ერთ-ერთმა გაკვირვებით იკითხა და გვერდით მყოფებს გადახედა.
-შენ რა ვერ გაიგე რაც გითხარი? სწრაფად გაინძერით თორემ ყველამ კარგად იცით რაც მოგივათ!
იქ მყოფი ყველა დაცვა ისე გაეცალა იმ ადგილს ბატონის შიშით რომ არც კი გახსენებიათ თუ რამდენად მნიშვნელოვანს იცავდნენ.
დელანმა მისი თავით კმაყოფილმა სწრაფად შეაღო საღებავებისგან ნახევრად გაცლილი კარი და შიგნით შევიდა.უხმაუროდ მიუყვებოდა ჩაბნელებულ ვიწრო კორიდორს, მძიმე ნესტის სუნი ცხვირს უწვავდა, თითოეული ნაბიჯის გადადგმისას ის წყეული დღეები ახსენდებოდა როცა აქ თვითონ იყო. თვალებზე ცრემლებმა მოაწვა თუმცა ღრმა ჩასუნთქვით ცდილობდა საკუთარი თავი საღ გონებაზე კვლავ დაებრუნებინა.
![](https://img.wattpad.com/cover/307429262-288-k543405.jpg)
YOU ARE READING
ჯვარედინი ცეცხლი🔞(CROSS FIRE)🔞
Terror📌 პარკ ჯიმინთან ვერავინ შეძლებს ითამაშოს, თუმცა გოგო რომელიც მის ცხოვრებაში გამოჩნდება უკან არაფერზე იხევს... მისთვის უცხოა შიში და დანებება სწორედ ეს ორი რამ აერთიანებთ მათ...🔞🔞🔞