11.ოქროს სარკის დარბაზი 2/2

232 43 34
                                    

FLASHBACK  (2021)

- 1 2 3 4- ვცდილობ ამ ტრადიციულ მუსიკას ავყვე

- ძალიან დავიღალე- გადმომჩურჩულა მეგობარმა

თავი დავუქნიე და ვანიშნე რომ იგივეს ვგრძნობდი

ორ დღეში პირველი თეატრალური წარმოდგენა გვაქვს,ჩემი ოცნება ყოველთვის ის იყო რომ ვყოფილიყავი მსახიობი.იმისათვის რომ ითამაშო სხვადსხვა პერსონაჟი უნდა ჩაყვინთოთ სხვადასხვა სამყაროში და შეძლო ამდენი  განსხვავებული ცხოვრების განცდა სხვადასხვა პერსონაჟის დახმარებით.წინა წელს საბოლოოდ გადავწყვიტე რომ ჩემთვის პრიოტიტეტული მსახიობობო უნდა ყოფილიყო.

ეს არის პირველი შემთხვევა როცა სცენარი ეხება სასიყვარულო ისტორიას რომელიც ასევე მოითხოვდა ტრადიციულ ცეკვებს.და ეს არის იმის მიზეზი რომ ახლა ყველა ქორეოგრაფის წინ ვირჯებით.

- ყურადღება ქალბატონებო!- ქორეოგრაფმა შეგვახსენა,ჩემმა მეგობარმა ამოიოხრა და ცეკვა გავაგრძელეთ.

სპექტაკლი არა მხოლოდ იმიტომ იყო განსაკუთრებული რომ ეს ჩვენთვის პირველი იყო,არამედ იმიტომ რომ ბაბუაჩემი თავად ისტორიის მოყვარული დაესწრო და გაბრწყინეული სახით მიყურებდა.

ეს იყო ცხოვრებაში ჩემთვის საუკეთესო დღე.

FLASHBACK END

როგორც კი მუსიკა გაისმა,ბაბუას ცრემლიანი თვალები და ღიმილიანი სახე წარმოვიდგინე,რომელიც ძალას მმატებდა.

არფის ხმას და რიტმს მივყვები.

ვგრძნობ როგორ აკვირდება თეჰიონი ჩემს თითეულ მოძრაობას.ის ამას არ ელოდა,ვგრძნობ ამას.ეს არ არის ის ტრადიციული ცეკვა რომელსაც კურტიზანები ასრულებენ.

მაგრამ მთელი ცეკვის განმავლობაში რატომღაც მე არ ვაშორებდი მზერას მის თვალებს.

მაგრამ მთელი ცეკვის განმავლობაში რატომღაც მე არ ვაშორებდი მზერას მის თვალებს

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

გაისმა არფის და ვიოლინოს ბოლო ნოტები და ცეკვაც დავასრულე.მძიმედ ვსუნთქავ,კაბა ძალიან მძიმე და გრძელი იყო ცეკვისათვის.

ვანგის ერთ-ერთი წევრის ტაშის ხმა გაისმა რასაც მოყვა მთელი დარბაზის ხმაური.

- მეფე თეჰიონ ვაღიარებ სხვა რამეს ველოდი,მაგრამ იმაზე მეტად ვისიამოვნე ვიდრე ველოდი,დიდი სიამოვნებით ვნახავ მის ცეკვას ხვალაც

- ეს არ მოხდება პრინც ბიონ- თეჰიონის ბოხი ხმა გაისმა.

ნახატი || თეჰიონი(დასრულებული)Where stories live. Discover now