46.ბედისწერის ზარი

122 29 4
                                    

FLASHBACK(18 საათის წინ)

თვალები გავახილე,როცა სუნთქვა შემეკრა და ვგრძნობდი როგორ მიკანკალებდა სხეული.გული სწრაფად მიცემდა,რადგან მომავალი ისევ და ისევ ჩემით თამაშობს. ტირილი დავიწყე,დამძიმებულ მკერდს შევეხე და ვიგრძენი ის ტკივილი,რაც ამ სიზმარმა გამოიწვია.

-მილენა?-ელიზაბეთი შეშინებული შემოვარდა ოთახში,როცა დამინახა საწოლში სუნთქვაშეკრული როგორ ვცდილობდი ტირილის შეწყვეტას
ჩემსკენ გამოიქცა და ჩემი სხეული მის მკლავებში მოიქცია-შენი ყვირილი გავიგე და სწრაფად გამოვემართე

-ის მოკვდა ელ,ის...ის ჩემს მკლავებში მოკვდა-თავს ვერ მოვერიე და ტირილი კვლავ დავიწყე
მას დაწვრილებით მოვუყევი სიზმრის ყოველი დეტალი

-ეს უბრალო სიზმარი იყო მილენა,დამშვიდი კარგი?თეჰიონი გარეთაა ჯიმინთან ერთად

მაშინვე თავი ავწიე და მას შევხედე
-გინდა მისი ნახვა?-ფრთხილად მკითხა,როცა ჩემს თვალებში შეშინებული გამომეტყველება და ლოყაზე ჩამოწოლილი ცრემლი დაინახა,სწრაფად დავუქნიე თავი თანხმობის ნიშნად

-რამე ჩაიცვი,გარეთ ცივა-მზრუნველი ხმით მითხრა მე კი თავი მოვამზადე შემზარავი სურათის დასანახად

სწრაფად ჩავიცვი და ფეხების კანკალით და მძიმე სუნთქვით დავტოვე ოთახი.

ხელებზე სისიხლს ისევ ვგრძნობდი

მესმოდა მისი ბოლო ამოსუნთქვა

სწრაფად ჩავირბინე კიბეები,არ ვიცი უკან მომყვება თუ არა ელიზაბეთი,სანამ შუშის კარებს არ მივუახლოვდი 

ფეხებში სისუსტე ვიგრძენი,როცა თვალებით მას ვეძებდი,მეშინოდა რომ მას ვეღარასდროს ვნახავდი

ნახატი || თეჰიონი(დასრულებული)Where stories live. Discover now