24.მხოლოდ შენი

204 42 4
                                    

მზის სხივები მეცემა სახეზე და ნელ-ნელა ვახელ დამძიმებულ თვალებს.

ხელები გავშალე და თვალები გამიფართოვდა,როცა დავინახე მისი თბილი და შოკოლადისფერი
თვალები ნაზად მათვალიერებდა,
ხოლო ღიმილი ეფინებოდა ტუჩებზე.მისი ხელი შუბლს ეყრდნობოდა,იდაყვი კი საწოლზე ქონდა მოთავსებული .

სწრაფად ვტაცე ხელი საწოლის თეთრ ზეწარს და დარცხვენილმა ავიფარე სხეულზე,და ვიგრძენი როგორ გავწითლდი.

- მე უკვე ვნახე ყველაფერი,ძვირფასო,შენ არ გჭირდება ამ საოცარი სხეულის
დამალვა,ის უკვე ჩემია!- მისი ღიმილი გაფართოვდა,რის გამოც თავი ავწიე და მის მომღიმარ სახეს შევხედე.

კვლავ ვგრძნობდი მის ყოველ ჯადოსნურ შეხებას სხეულზე,ყოველ ნაზ კოცნას და ყოველ თბილ სიტყვას,რომელსაც ჩუმად ჩამჩურჩულებდა ტკივილის შესამსუბუქებად.

მას შემდეგ რაც ჩვენი ოფლიანი სხეულები ერთმანეთს შეერთდნენ,მან თბილად ჩამეხუტა,თმაზე მეფერებოდა,
ლოყაზე კოცნებს მიტოვებდა.მუცელში პეპლები იმატა,როცა ჯადოსნური ღამე გადიოდა და მზე ნელ-ნელა ჩნდებოდა ჰორიზონტზე.

ორივემ ვიცოდით,რომ სასაუბრო ძალიან ბევრი რამ გვაქვს,უამრავი ტკივილია რომელიც გვრჩება გულში,როცა საათი იკეცება და ქარიშხლიანი ღამეები ნელ-ნელა უახლოვდება კიმის სამეფოს განიერ ცას.

- შენი ფიქრებიც კი მესმის- გაისმა მისი ბოხი ხმა,რომელმაც მაიძულა ფიქრებიდან გამოსვლა.

- ჩვენ ვერ გავექცევით რეალობას თეჰიონ!- ამოვისუნთქე და ვიგრძრნი გუშინდელი ტკივილი მკერდის არეში.

- ჩვენ არ გავექცევით არაფერს,
რაც მე მჭირდება,არის შენი ნდობა და რწმენა იმ პირობის
მიმართ,რომელიც მე მოგეცი- მისმა წვრილმა თითებმა ნაზად მომაშორა სახიდან თმა და თვალებში ჩამხედა.

- ბრმად გენდობი თეჰიონ,მართლა,მაგრამ როგორი ირონიულადაც არ უნდა ჟღერდეს ეს,მეშინია მომავლის...- ჩუმად ჩავიჩურჩულე და ვიგრძენი როგორ ჩამოცურდა ცრემლი თვალებიდან.

ჩემკენ დაიხარა და ცრემლნარევ ლოყაზე ნაზად მეამბორა,უხერხულობა ვიგრძენი
რადგან ჯერ კიდევ ვერ შევეჩვიე
ჩემს წინ ამ საშიშ ხედს.

- ბოდიში თეჰიონ..-ჩავიჩურჩულე და მის ცქრიალა თვალებს დავაკვირდი.

- წუხელ ასე ხმამაღლა ჩემი სახელის ყვირილისთვის?- ჩაიცინა,რამაც მაიძულა მეც გამეღიმა და მკერდზე ნაზად დავარტყი.დაძაბული სიტუაციის
მოხსნას ცდილობდა მაშინ როცა
თვალები საპირისპიროს ამტკიცებდა...ისიც ღელავდა.

- იმისთვის რომ სიმართლე მალე არ გითხარი...ვიცი როგორ გრძნობ თავს ახლა,იქნებ ეს იყო მიზეზი სიმართლე რომ არ გითხარი.

- მინდა შენი მონაყოლი კარგად გავიაზრო და კითხვები დაგისვა,
მაგრამ ამას დრო სჭირდება- თავი ნელა დავუქნიე

მძიმე სიჩუმემ მოიცვა გრანდიოზული ოთახი,სანამ კითხვას დავსვამდი რომელიც მთელი ღამეა მაწუხებს.

- თუ მე შენ გეკუთვნი,ეს იმას ნიშნავს რომ შენც მე მეკუთვნი?-
ვკითხე შეშინებულმა

- შენ მე ფერებით მომხატე,ჩემო პრინცესავ,დიახ მხოლოდ და მხოლოდ შენ გეკუთვნი!- ტუჩებთან ახლოს ჩამჩურჩულა და მალევე ვიგრძენი მისი თბილი და ტკბილი ტუჩები.

მეფემ თავიდანვე იცოდა,
თუ როგორ საუბრობდა,როგორ იყენებდა უცხო სიტყვებს უცნობი გოგონა რომელსაც მცირე ცოდნა ქონდა მის სასახლეზე,იცოდა რომ ის სადღაც შორიდან იყო
და ეს იყო ზუსტად ის მიზეზი
იმისა,რომ მის მიმართ ცნობისმოყვარეობამ გაიღვიძა,
ტუჩები შიშისგან უკანკალებდა და გაფართოებული თვალებით უყურებდა მილენა ნახატს მის დარბაზში.ამ ყველაფრის გაგება მეფისთვის ძნელი იყო,
მაგრამ ახლა ნელ-ნელა ხვდება
ყველაფერს.
მისმა უეცარმა თავის ტკივილმა ჩანჩქერის მონახულებია დროს,
და ბაბუის ძახილმა მეფე უხერხულად აგრძნობინა თავი
მაგრამ მან დაიწყო ამ საიდუმლოს დაკარგული ნაწილების შეკრება...

ნახატი || თეჰიონი(დასრულებული)Where stories live. Discover now