13.შენ

226 46 28
                                    

დღეს ჯეიონგინის ქორწილის ცერემონიის წინა ღამეა.

მას შემდეგ რაც ყველას ეძინა,მე კიდევ ფხიზლად ვიყავი.ჩემი ფიქრები პატარა კარზეა,რომელიც არაფერია ქარიშხალი ჩემს ცხოვრებაში და არ ვიცი გავუძლებ თუ არა მას.

ფარანი ავიღე და ოთახიდან გავედი,შევედი პატარა დერეფანში,რომელიც მიდიოდა ნახატების დარბაზში,სადაც თეჰიონს პირველად შევხვდი.

ფარანი ავიღე და ოთახიდან გავედი,შევედი პატარა დერეფანში,რომელიც მიდიოდა ნახატების დარბაზში,სადაც თეჰიონს პირველად შევხვდი

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

ფეხის წვერებზე ნელა ავიწიე,დარბაზში შევედი,მცველებს ეღვიძათ მაგრამ ჩემგან შორს იყვნენ რომ დავენახე.

ნახატმა,რომელიც ასევე ბაბუის სამხატვრო ოთახში იყო ჩამოკიდებული,ჩემი ყურადღება კვლავ მიიპყრო.დიდი ნახატის წინ მდგომი ფარნის დახმარებით ვცდილობდი ყველა დეტალი ნელა დამეთვალიერებინა

ის უფრო ახალი და სუფთა იყო,ასევე ფერები უფრო ცოცხალი ჩანდა,ვიდრე ხელოვნების ოთახში ჩამოკიდებული.

როგორ შეიძლება იგივე ნახატი ეკიდოს ბაბუის ოთახში?
შეიძლება იგივე იყოს?
რატომ აქვს ბაბუას 200 წლის წინანდელი ნახატი თავის ოთახში?
ნახატი,რომელიც კიმის სამეფოს
ეკუთვნის.

მალე გავგიჟდები.

- ყოველთვის რატომ დაიპარები სამეფოში?- ყურს უკან მოულოდნელმა ხმამ შემაშინა.

მისი ღრმა ხმა ჩვეულებრივზე უფრო ბოხია,შევტრიალდი და მის
სიმპათიურ სახეს შევეჩეხე.

მისი თმა არეულია და არ აცვია თავისი სამეფო სამოსი
უჩვეულო მოვლენა არის
პირველად ის რეალურად გამოიყურება, თითქოს 21-ე საუკუნეში მცხოვრები ბიჭია...მაგრამ ამის გაფიქრება
რატომღაც არ მინდა.

- ჩემო უდიდებულესობავ,ვერ დავიძინე ამიტომ დარბაზში შემოვედი რომელმაც ჩემი ყურადღება და აღფრთოვანება პირველივე დღეს მოიპოვა

- რამ მიიქცია შენი ყურადღება ძვირფასო?

მის მკვეთრად ჩაბნელებულ თვალებს ვუყურებ და თავს ასე ცოცხლად ვგრძნობ
- შენ!

რა? ამის თქმა არ მსურდა.

- ამ...ვგულისხმობ ნახატს!

გავბედე და მას შევხედე

ცივი და უგულო მეფე რომლის სახეზეც არავის უნახავს ღიმილი ნუთუ ახლა იღიმება?!

გული სწრაფად მიცემს,არ ვიცი როგორ დავმშვიდე.

- მაპატიე ჩემი საქციელი,თქვენო უდიდებულესობავ! მგონი დროა დავიძინო.ღამე მშვიდობისა!-უკანმოუხედავად შევბრუნდი,მზად ვიყავი ჩემს ოთახში გავსულიყავი,მოულოდნელად მისი გრძელი თითები მაჯაზე მომხვია და გამაჩერა.

ერთი მოძრაობით მიმიზიდა თავისკენ,ჩემი მაჯა ხელში მაგრად ეჭირა.

- როცა მე გეტყვი მხოლოდ მაშინ დაიძინებ! - გაჩერდა და შემომხედა.მკრთალი შუქი ანათებს მის მომხიბვლელ სახეს და სუნთქვა მეკვრის.

- პირველივე დანახვისას მიიქციე ჩემი ყურადღება- ჩუმად ჩამჩურჩულა,ტუჩის კუთხე ასწია და მხიარულად უყურებდა ჩემს გაოგნებულ სახეს.

- ახლა შეგიძლია დაიძინო!- თქვა და ხელი გამიშვა

ნახატი || თეჰიონი(დასრულებული)Where stories live. Discover now