40.ზღაპარი ბედისწერაზე

164 29 26
                                    

უაზროდ ვუყურებ ჩემს წინ ფირუზისფერ ტბას,პეიზაჟს,რომელიც აქამდე არ მინახავს,მაგრამ მაინც მაძლევს კომფორტს,რასაც ვეძებდი


სუნთქვა ისევ დამძიმებული მქონდა,გონება ნისლს მოეცვა,შუბლზე კი ოფლის წვეთები ნელ-ნელა გაშრა,როცა შემოდგომის ნიავმა ნელა დამიარა სახეზე და ოფლთან ერთად ცრემლიც შემიშრო,
მაგრამ გული ისევ სწრაფად მიცემს და ტკივილი თავის ქალამდე აღწევ

ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ რაც წეღან სახლში მოხდა,წამით თითქოსდა გამოვეცალე ამ ქვეყანას მაგრამ თან ჟანგბადით ავივსე,რომელიც დავტოვე 1819 წელს,თითქოს სამყარომ დამიბრუნა ჩემი სიცოცხლე,ისევ სისხლით ამივსო გული და დაიწყო ცემა სწორედ მაშინ როცა მის თვალებს შევხვდი

FLASHBACK

ცრემლები არ წყვეტდა ცვენას,მაშინ მივხვდი,რომ სხეულზე კონტროლი დავკარგე.

ეს ვერ იქნება რეალური.ნუთუ შეიძლება?შეიძლება ეს რეალობაა?

ჩემი თვალები მის მუქ წარბების ირგვლივ ნელ-ნელა ბნელ იგივე ინტესიური მიმზიდველი თვალებისა და ტუჩებისკენ მიისწრაფოდა.

ჩემს ტუჩებს დასცდა ჩუმი და აკანკაებული კვნესა,სუნთქვა შემკვროდა,როცა გაკვირვებული ვუყურებდი მის სახის თითეულ ნაკვეთს და მხოლოდ ერთი კითხვა მიტრიალებს თავში

ეს როგორაა შესაძლებელი?

იმის შიშით,რომ ეს ასევე ერთ-ერთი
იმ უთვალავი სიზმარი იყო,ლტოლვით და მონატრებით, გაცნობიერების გარეშე უცებ ავწიე მაღლა ხელი,გული სწრაფად მიცემდა,ხოლო მისი მუქი თვალები
ჩუმად მიყვებოდა ჩემს მოძრაობებს
ყოველგვარი გამომეტყველების გარეშე.ხელი ნელ-ნელა მიისწრაფოდა მის ტუჩებისკენ სურდა სანამ სიზმარი დასრულდებოდა ბოლოჯერ შეხებოდა

ნახატი || თეჰიონი(დასრულებული)Where stories live. Discover now