Part 2

463 36 1
                                    

არცერთმა იცის რა გრძნობაა ეს. რატომ არიან ასე ერთმანეთის გარეშე? ამაზე პასუხი არცერთს აქვს, ნუთუ ეს სიყვარულია?...

გათენდა კიდევ ერთი საშინელი დღე, დიდიხანია მათ ერთმანეთი არ უნახავთ, დიდიხანია დილით თეჰიონს არა ჯონგუკი არამედ მაღვიძარა აღვიძებს, დიდიხანია ერთმანეთს არ ჩახუთებიან და ერთმანეთის სურნელით არ დამტკბარან.
ისევ ისეთი უჟმური დღეა როგორიც უკვე ორი კვირის მანძილზე.

თეჰიონი ადგა გაემზადა და კოლეჯში წავიდა, მოუთმენლად ელოდებოდა იმ ლექციას რომელიც ჯონგუკთან ერთად უტარდებოდა და აი ამ ლექციის დროც დადგა. თეჰიონი თითქოსდა გახარებული შევიდა და თავისი ადგილი დაიკავა თუმცა რა მოხდა? უკვე ნახევარი ლექცია გავიდა მაგრამ ჯონგუკი არ ჩანს, თეჰიონი ძალიან ნერვიულობს მის გამო და სკამზე ცქმუტავს
-თეჰიონ თუ საპირფარეშოში გასვლა გინდა შეგიძლია მითხრა და გახვიდე-მიმართა ლექტორმა თეჰიონს რაზეც ყველამ მას შეხედა
-ა..არა არ მინდა-თქვა თეჰიონმა ლექტორმა კი თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ლექცია განაგრძო. აი უცებ იღება კარი და შემოდის ბიჭი
-ჯეონ ჯონგუკ რატომ აგვიანებ ლექციაზე?
-მეგობარს ველაპარაკებოდი და ვერ მოვიცალე-უპასუხა ჯონგუკმა რასაც ყველას სიცილი მოჰყვა
-როგორ ბედავ ჩემთან ასე ლაპარაკს!
-ჰორავი.. -თქვა და თავისი ადგილი დაიკავა.
ჯონგუკი მთელი ლექცია თეჰიონს უყურებდა,თეჰიონი კი ცდილობდა მისთვის არ შეეხედა მაგრამ გონებით მასთან იყო, მთელი ლექციის მანძილზე თეჰიონი ჯონგუკზე ფიქრობდა და ამ ფიქრს რამისაა ჭკუიდან გადაეყვანა.

•••

გაკვეთილების შემდეგ თეჰიონი საპირფარეშოში შევიდა სადაც ჯონგუკიც იყო მაგრამ ეს თეჰიონმა არ იცოდა და თამამად შეაბიჯა თუმცა როცა ჯონგუკი დაინახა ადგილზე გაქვავდა, უნდოდა მისულიყო და მაგრად ჩახუტებოდა, მაგრამ არ შეეძლო, თითქოს ვიღაც იჭერდა.
როდესაც ჯონგუკმაც შეამჩნია თეჰიონი მან მასთან მიახლოება სცადა თუმცა თეჰიონი მის ყოველ ქმედებაზე უკან იწევდა, ბოლოს ჯონგუკი გაჩერდა რამდენიმე წუთი ასე იდგა უმოქმედოდ შემდეგ კი თავად თეჰიონმა აარიდა თავი და წავიდა. როგორ მონატრებიათ ერთმანეთი, თეჰიონს არ უნდოდა წამოსულიყო, პირიქით უნდოდა რომ უფრო ახლოს მისულიყო მაგრამ თავისი წამოსვლით იმის მიხვედრება უნდოდა ჯონგუკისთვის რომ ისევ ნაწყენი და გაბრაზებულია მასზე.
როდემდე გაგრძელდება ასე? ცხოვრების ბოლომდეე? მხოლოდ იმ ერთი შეცდომის გამოო რომელიც არც კი იციან შეცდომა იყო თუ არა? არა ასე არ შეიძლებაა. მათ უნდა გამოასწორონ ეს "შეცდომა" მაგრამ როგორ? ისინი ხომ ერთმანეთსაც არ ელაპარაკებიან...

🔞ეს არ იყო შეცდომა🔞/თეგუკი/Where stories live. Discover now