Part 5

341 24 7
                                    

-ჯონგუკ შვილო ჩამოდი უკვე მოვიდნენ სტუმრები.
-დედაა უბრალოდ რომ უთხრა რომ ცუდად ვარ?
-ჯონგუკ ამაზე ხომ უკვე ვილაპარაკეთ? გთხოვ მამაშენს უფრო ნუ გააცოფებ, ჩამოდი.
-კარგი-ბიჭი ფეხზე წამოდგა და დედამისთან ერთად ჩავიდა მისაღებ ოთახში სადაც ხალხი უკვე სუფრას მისხდომოდა.
-გამარჯობათ.-მიესალმა ჯონგუკი ყველას და თავისი ადგილი დაიკავა, გოგონასთვის კი ზედაც არ შეუხედავს, არადა როგორი საყვარელი ვინმეა.. არც თუ ისე დიდი ზომის ლოყები, დიდი მრგვალი ტუჩები, ქერა თმა, პატარა და ლამაზი ცხვირი.. მაგრამ რა აზრი აქვს? ჯონგუკს მაინც სულ ჰკიდია.
-კიდევ ერთხელ მოგესალმებით!-დაიწყო საუბარი ბატონმა ჯეონმა
-ყველამ ვიცით აქ რისთვისაც შევიკრიბეთ ხომ ასეა?
-ასეა-დაადასტურა ყველამ ჯონგუკის გარდა რომელიც ხმას არ იღებდა, მამამისმა შეამჩნია თუმცა არაფერი თქვა.
-ჩვენი კომპანიების სრულიად გაერთიანებისთვის გადაწყდა რომ ჯონგუკი და ლეა უნდა დაქორწინდნენ. არა უმეტეს ერთ თვეში,მანამდე ერთმანეთს კარგად გაიცნობთ და შეიყვარებთ-ბატონი ჯეონი ისე თავისუფლად ამბობდა ამ ყველაფერს, გეგონება რამე ნივთზე ლაპარაკობსო.
არც ჯონგუკს და არც ლეას ხმა არ ამოუღიათ.
-თუ დაასრულეთ მე დაგტოვებთ-წამოდგა ჯონგუკი
-კარგია აზრია შვილო, ლეაც გაიყოლე და დაილაპარაკეთ-ბატონ ჯეონს სულ არ მოეწონა ის ფაქტი რომ ჯონგუკი ასე უცებ წამოხტა მაგიდიდან ამიტომაც რაღაც სისულელე მოიგონა სიტუაციის განსამუხტად.
-მამა იქნებ..
-ჯონგუკ შვილო გაიყვანე ლეა და იკაპარაკეთ-თვალები დაუბრიალა მამამ ვაჟს.
ჯონგუკიც დაემორჩილა და ლეასთან ერთად გარეთ გავიდა.
ცოტახანს ჩუმად იდგნენ ორივენი და ქალაქის ხედს გადაჰყურებდნენ შემდეგ კი საუბარი ლეამ წამოიწყო
-ვიცი ეს არც შენ გსიამოვნებს მაგრამ..
-მართალია, სულაც არ მსიამოვნებს ის ფაქტი რომ ძალით მნიშნავენ ვიღაცაზე ვისაც არც კი ვიცნობ
-არც მე მინდა შენზე გათხოვება მაგრამ,ჩვენი ბედი ეს ყოფილა მოგვიწევს შევეგუოთ
-არავითარ შემთხვევაში, მამაჩემის მონა არ ვარ, მე ჩემი ცხოვრება მაქვს, მას თავისი. ის ვერ გადაწყვეტს ჩემს ბედს.
-რას აპირებ?
-ჯერ არ ვიცი მაგრამ მალე მოვიფიქრებ და საბოლოოდ დავაღწევ მამაჩემისგან თავს
-რამეს თუ მოიფიქრებ გამიზიარე, ყველანაირად შენს მხარეს ვარ.
-მადლობა ლეა.
-რასიტყვი შევიდეთ?
-შევიდეთ
...
-რა მალე დაბრუნდით
-გარეთ სუსხია, ლეას შესცივდა ამიტომაც შემოვედით
-მგონი საკმარისად ვილაპარაკეთ ჯეონ, ჩვენი წასვლის დროა-ფეხზე წამოდგა ლეას მამა, ყველას დამემშვიდობა და სამივემ(ლეა, მამა, დედა) სახლი დატოვეს.

-ჯონგუკ ხომ კარგი გოგოა?
-ძალიან-მოკლედ მოჭრა ჯონგუკმა
-ხომ გითხარი რომ მოგეწონებოდა
-მეგობრულად, რატომაც არა!
-ისევ ჯიუტობ?! რა ვერ შეეგუე, ესაა შენი ბედი.
ჯონგუკს ხმა აღარ ამოუღია თავისი ოთახისკენ წავიდა, დააიგნორა მამამისის წამოძახილები და საწოლზე კომფორტულად მოკალათდა.

***

-თეჰიონ შვილო, აბაა როგორ ჩაიარა დღევანდელმა დღემ??-სიხარულით შეაღო ქალბატონმა კიმმა თავისი შვილის ოთახის კარი თუმცა ღიმილი სახეზე შეახმა როცა შეამჩნია როგორ ჩამოსტიროდა თეჰიონს სახე.
-თეჰიონ? რამოდა ჩემო პატარავ? ჯონგუკმა რამე გაწყენინა?
-არა დედა ის საერთოდ არ ყოფილა დღეს
-აბა რა მოხდა?
-ხომ გითხარი, ის საერთოდ არ ყოფილა დღეს, ამაზე უარესი რაღა უნდა მომხდარიყო?
-თეჰიონ რა გული გამიხეთქე, არაუშავრს დღეს თუ არა ხვალ მოვაა მაგაზე ნერვიულობ?
-ოოო დედაა, ძლივს მოვიკრიბე იმის გამბედაობა რომ მისთვის ყველაფერი მეთქვა ის კი არ მოვიდაა, ხვალ რომ ვეღარ შევძლო თქმა? რომ შემეშინდეს?
-თაე სისულელეებზე ნუ ფიქრობ
-თაე?
-ბოდიში, არ უნდა მეთქვა?
-ასე მას შემდეგ არ მოგიმართავს რაც მამა გარდაიცვალა, მომენატრა ასე რომ მეძახდი.
-ჩემო პატარა-ქალმა ბიჭი გულში ჩაიკრა და თმაზე დაუწყო ფერება
-ხშირად დაგიძახებ დღეიდან ნუ ღელავ-გაიღიმა ქალმა
-ახლა ადექი და დედიკოსთან ერთად ივახშმე პატარავ
-კარგი,წყალს გადავივლებ და ჩამოვალ
-როგორც გინდა, მე მანამდე მაგიდას გავშლი. იმედია როგორც გჩვევია 2 საათი არ აპირებ იქ გაჩერებას, არა?-გაიცინა ქალმა
-არა არა მალე გამოვალ-და აი თეჰიონის სახეზეც გამოისახა ღიმილი.
-გიხდება ღიმილი ჩემო ბიჭო-თქვა ქალმა და ოთახი დატოვა თეჰიონი კი უმალვე აბაზანაში შევიდა.
როგორც დედამისს უთხრა, მალევე გამოვუდა აბაზანიდან, მოწესრიგდა და კიბეებზე სწრაფად ჩაირბინა, დედამისს გვერძე მიუჯდა და ერთად დაიწყეს ვახშმობა.
თეჰიონმა და დედამისმა მთელი საღამო ერთმანეთს დაუთმეს, ჯერ თეჰიონი სახლის დალაგებაში მიეხმარა დედამისს, შემდეგ სავარძელში მოკალათდნენ და დარჩენილი დრო ფილმების ყურებას შეალიეს. ქალმა ვერც შეამჩნია ისე ჩამოსძინებია თეჰიონს მის მხარზე. ფრთხილად ადგა ფეხზე, თეჰიონი ტახტზე დააწვინა და პლედი გადააფარა, შუბლზე აკოცა და მომდევნო დღისთვის წარმატებები უსურვა, თუმცა რა წარმატებაზეა საუბარი... ნეტავი როგორი რეაქცია ექნება თეჰიონს როცა ჯონგუკს გოგოსთან ერთად დაინახავს? ვინ იცის..

🔞ეს არ იყო შეცდომა🔞/თეგუკი/Where stories live. Discover now