Part 10

250 18 4
                                    

დილით თეჰიონს პირველს ეღვიძება და მაშინვე ფანჯრისკენ იხედება, ბნელა.. საათს დახედა და ჯერ დილის 5 საათია. ჯონგუკს გადახედა, უცოდველი ბავშვივით ეძინა.
სცადა ძილი შეებრუნებინა თუმცა არაფერი გამოუვიდა. ჯონგუკის მკლავებიდან ძლივს გაინთავისუფლა თავი და აბაზანაში შევიდა, ცხელი წყლის ქვეშ დადგა, იბანავა და დაახლოებით ნახევარ საათში გამოვიდა, ჯონგუკს არ გაუღვიძია, თეჰიონი ისევ მოუწვა გვერდით თუმცა მაინც ვერანაირად შეძლო დაძინება.
მან თავი ჯონგუკის მკერდძე დადო და რამდენჯერმე აკოცა ზედ.
უაზროდ ყურებაში როგორც იქნა 7 საათისკენ ისევ ჩაეძინა ჯონგუკის მკერდზე მისვენებულს.

უკვე შუადღის 12 სრულდებოდა როცა ოთახის კარს მიღმა ჯონგუკის დედის ხმა გაისმა.

-ჯონგუკკ? გღვიძავს??

არანაირი პასუხი.

-ჯონგუუკკ!!! გაიღვიძეე უკვე შუადღეა

ისევ სიჩუმე.

-გეფიცები კარს შემოვამტვრევ აეთრიე!

დაიყვირა ქალმა, ჯონგუკიც უცებ წამოხტა და ნამძინარევო ხმით გასძახა დედას.

-ჰოო მღვიძავს ჩადი და ჩამოვალ მეეც.
-მალე ჩამოდი.

ჯონგუკმა თეჰიონს გადახედა რომელსაც უდარდელად ეძინა. ტუჩზე ნაზად აკოცა და მის გაღვიძებას ეცადა.

-თეე.. გაიღვიძე გვიანია..

ყურში ჩასჩურჩულა ბიჭს.

-პატარავ გაიღვიძე

ჯონგუკი ლაპარაკს განაგრძნობდა თუმცა რაიცოდა რომ კარს უკან მომღიმარი დედამისი იდგა და უსმენდა ამ ყველაფერს.

-მჰმმ.. რაგინდაა..
-მინდა რომ შენი ლამაზი უკანალი ასწიო და ქვემოთ ჩამომყვე.
-მიზეზი?
-დედაჩემი გველოდება, ნუ.. მე მელოდება მაგრამ შენც წამოხვალ.
-დედაშენი? და რაუნდა უთხრაა??

დაპანიკდა თეჰიონი.

-დაწყნარდი მოვიფიქრებ. ახლა კი ადექი და ჩაიცვი, იმედია არ გინდა დედაჩემს შიშველი დაენახო.

🔞ეს არ იყო შეცდომა🔞/თეგუკი/Where stories live. Discover now