• • •
ჯონგუკი თავის სახლშია და ნერვიულად დადის აქეთ-იქით, ადგილს ვერ პოულობს, რისი თქმა უნდოდა თავისი საქციელით თეჰიონს? თითქოს ხვდება ამას მაგრამ ბოლომდე მაინც ვერა. თავგზა აბნეული ბიჭი მდივანზე ესვენება და ფიქრობს, ისევ ფიქრობს... ჯერაც ვერ ივიწყებს თეჰიონის ტუჩების გემოს, უნდა კიდევ დააგემოვნოს მაგრამ განა კიდევ ექნება ამის შანსიი?
-ახხ თეჰიონ-ამოიგმინა ბიჭმა და ნერვიულად დაიწყო ფეხის მოძრაობა.და თეჰიონი რას აკეთებს? თავის ოთახში საწოლშია მოკალათებული და ფიქრობს "ნეტავ სწორი ვქენი რომ ვაკოცე?" ერთი ნაწილი ეუბნება რომ ის სწორად მოიქცა თუმცა მეორე საპირისპიროს ამტკიცებს, თეჰუონი სადაცაა ჭკუიდან გადავა ამდენი ფიქრისგან, და აი უცებ შემოდის დედამისი ოთახში და ხედავს ბიჭს რომელიც საწოლის გადასაფარებელს ნერვიულად ღეჭავს.
-თეჰიონ შვილოო სულ გააფრინე?-სიცილით ეუბნება ქალბატონი კიმი თავის შვილს თეჰიონი კი დედამისის ხმის გაგონებისთანავე პირიდან იშორებს გადასაფარებელს და დაჟინებით შესცქერის დედამისს
-ალოო? აქქ ხარ თეჰიოონ? -თქვა ქალმა ისევ სიცილით
-ჰო დედა.. ვერ შევამჩნიე როდის შემოხვედი რანაირად იცი ხოლმეე-აწუწუნდა ბიჭი
-და ნეტავ რატომ ვერ შემამჩნიე? რაზე ფიქრობ?
-რააა?! მე.. არაფერზე!..
-თეჰიონ.. შემომხედე და მითხარი რაზე ფიქრობდი
-ჯონგუკზე დედაა ჯონგუკზე ვფიქრობდი, კმაყოფილი ხარ?
-ჯონგუკზე გამახსენდა, დღეს რა ქენი?
-ის გავაკეთე რაც შენ მითხარი -თქვა ქერამ, თავი უკან გადაწია და უაზროდ დაიწყო ჭერის თვალიერება
-და მაინც რა გააკეთე?
-დედაააა
-რა იყოო უბრალოდ გკითხე-თქვა ქალმა და გაიცინა
-აახხხ... ახლა გავგიჟდები გეფიცები
-ისედაც გიჟი ხარ შენ კიდე გაგიჟება გინდაა? -ისევ გაიცინა
-თეჰიონნ
-გისმენ
-და მას რა რეაქცია ქონდა ამაზე?
-როდესაც დავუძახე ცოტა უხეშად შემომხედა და როცა მივუახლოვდი დაიბნა... ხოლო როცა კოცნა შევწყვიტე თითქოს და უკმაყოფილო სახე ჰქონდა..
-მოიცა რა შეწყვიტეე? კოცნაა?
-ჰოო
-ვსო დღეიდან ჩემი შვილი აღარ ხარრ-თქვა და ბოლო ხმაზე ახარხარდა, აშკარად ეტყობოდა რომ კარგ ხასიათზე იყო
-დედა მგონი ზედმეტად კარგ ხასიათზე ხარ-თქვა თეჰიონმა და ღიმილიც დააყოლა
-მე კი კარგ ხასიათზე ვარ და ვცდილობ შენც გაგამხიარულო, როგორც ჩანს გამომდისს-თქვა ქალმა და ღიმილიანი სახით მიუახლოვდა ბიჭს, მისი სახე ხელებში მოიცია და ცოტახანი ასე უყურებდა შემდეგ კი გულში ჩაიკრა და თეჰიონნაც მოხვია ხელები, აშკარად უნდოდა ახლა ვინმეს ჩახუტება
-ნუ ნერვიულობ ჩემო ბიჭო ყველაფერი კარგად იქნება-ჩასჩურჩულა ქალბა ბიჭს და თმაზე დაუწყო ფერება
-იმედია...
-კარგი ახლაა ადექი და საყიდლებზე გამომყევიი-ქალი ფეხზე წამოდგა და ტაში შემოკრა
-დედააა
-სწრაფადდ ხუთ წუთში მზად იყავი ქვემოთ დაგელოდებიიი-უთხრა, შუბლზე აკოცა და მხიარულად ჩაირბინა კიბეებზე, თეჰიონმა კი ერთი ამოიგმინა და მომზადება დაიწყო