-შენს მეგობარს რა ჰქვია?
ლაპარაკი წამოიწყო სომიმ რადგან შეამჩნია რომ ჩაფიქრებული თეჰიონი ამის გამკეთებელი არიყო.
-რა..ვინ?
-ვისაც ელაპარაკებოდი მე რომ მოვედი.
-აა ეგ.. ჯონგუკი ჰქვია.
-ჯონგუკი.. მგონი გამიგია მაგრამ დღეს რატომღაც პირველად ვნახე.მხრები აიჩეჩა გოგონამ.
-მისით რატომ დაინტერესდი?
-რაიყო ეჭვიანობ?ჩაიცინა გოგონამ, თეჰიონმა კი ძალით გაიცინა და თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. თუმცა გოგონამ რაიცისს რომ მასზე კიარა ჯონგუკზე ეჭვიანობდა.
არ უნდა რომ მის გარდა სხვას მოსწონდეს ჯონგუკი ან თუნდაც ეხებოდეს, რაც ყველაზე რთული ასატანია თეჰიონისთვის.
როცა მათ(ჯონგუკს და მის შეყვარებულს) ერთად ხედავს უნდა რომ მაშინვე მივარდეს და ის გოგო იქვე მიახრჩოს ჯონგუკთან შეხებისთვის. ის მხოლოდ მას ეკუთვნის.
ეჰ თეჰიონ.. ნეტავ როდესმე დააცდი ჯონგუკს ყველაფრის ახსნას..?კაფედან გამოსვლის შემდეგ თეჰიონმა სომი სახლამდე მიაცილა, მან სახლშიც შეიპატიჟა თუმცა ბიჭმა უარი განაცხახა, ხვალისთვის ბევრი სასწავლი მაქვს და ვერ მოვასწრებო. გოგონას ცოტა არიყოს კი ეწყინა მაგრამ ბოლოს გაუგო, მადლობა გადაუხადა და სახლში შესვლამდე ტუჩზე პატარა კოცნაც დაუტოვა.
თეჰიონმა ნელი ნაბიჯებით დაიწყო სახლისკენ სვლა, თან ყურსასმენები მოირგო და თავისი საყვარელი სიმღერა ჩართო. თავჩახრილმა ბიჭმა ვერც კი შეამჩნია რომ წინიდან ჯონგუკი უახლოვდებოდა, საცაა თეჰიონი ხეს მიეჯახებოდა რომ არა ჯონგუკი. მან ხელი მოჰკიდა და თავისკენ მოქაჩა, თეჰიონი პირდაპორ ჯონგუკის გულმკერდს მიეყრდნო, ორი წამი დებილივით იყურა ხოლო როცა გაანალიზა რაც მოხდა მაშინვე მოშორდა და წასვლა დააპირა, თუნცა ჯონგუკმა მაჯით დაიჭირა და თავისკენ მითრია.-ახლა ვეღარ გამექცევი! წამოდი სალაპარაკო გვაქვს.
-მე არ მაქვს არაფერი სათქმელი.
-შენ არც უნდა ილაპარაკო, უბრალოდ მომისმინე.
-რა უნდა ამიხსნა, როგორ გამცვალე სხვაში?
-არავისში არ გამიცვლიხარ, მომისმინე და ყველაფერს გაიგებ.
-არა ხელი გამიშვი, არაფრის მოსმენა არ მინდა!
-ამ ერთხელ მომისმინეე ესს დედამოტყნული ხო შეიძლებააა???!!!!