1

413 24 9
                                    

ჩვეულებრივი დღეა, მზიანი. 8 საათია და ქუჩაში ყველა სადღაც მიიწევს სწრაფი ნაბიჯებით. ზოგს სამსახურში მიეჩქარება, ზოგი ღამის სმენიდან ბრუნდება ან კლუბიდან, სადაც დაუვიწყარი ღამე გაატარა, თუმცა მათ აშკარად ეტყობათ დაღლილობა, თვალები ჩაწითლებული და თავიანთი თბილი საწოლებისკენ სწრაფად მიიწევენ. ქუჩაში მათ შორის ადვილად შესამჩნევია ბიჭი, ლურჯი თმით, რომელიც დიდი შენობის წინ დგას, ნერვიულობისგან გაოფლილი ხელისგულებით. თვალებ ჩაწითლებული და დაღლილი, მაგრამ არა, ის ღამის სმენაში არ იმყოფებოდა და არც კლუბში სვამდა გვიანობამდე. თუმცა სწორედ სამსახურისთვის იმყოფებოდა აქ. შეიძლება ზოგიერთმა ამას 'სამსახური' არ უწოდოს, მაგრამ მნიშვნელოვანი ისაა, რომ მისთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. სწორედ ამისთვის ემზადებოდა იგი მთელი ღამე. შეიძლება ამით ცნობილი ვერ გამხდარიყო, არ შეემჩნიათ ხალხს მისი არსებობა, თუმცა ეს მას არ აინტერესებდა, ყოველ შემთხვევაში იმას გააკეთებდა რაც უყვარს. იცეკვებდა. არა, მხოლოდ ეს არ არის მიზეზი. მისი ნერვიულობა ორმაგდებოდა, როცა ფიქრობდა თუ აიყვანდნენ შემდეგ რა მოხდებოდა. როგორ უნდა გაეძლო? ის ხო სწორედ იმ ჯგუფის მოცეკვავე იქნებოდა, რომელიც ძალიან უყვარს? რომელიც სწორედ ეს ჯგუფი იყო მოტივაცია ამ საქმის დასაწყებად. თუმცა ახლა ეშინოდა. ძალიან ეშინოდა. ფიქრობდა, რომ შერცხვებოდა იმ ადამიანებთან, ვისაც დიდ პტივს სცემს. უკვე დანებებას აპირებდა, უკან დახევას, როცა მის წინ მდგომმა დაცვამ საბოლოოდ შეამჩნია დაბნეული ბიჭი და დახმარება შესთავაზა. ისიც თითქოს გათავისუფლდა ამ ფიქრებისგან და დაცვას მისი მოსვლის მიზეზი გამბედავად უთხრა. დაცვამაც თბილი ღიმილი აჩუქა ბიჭს და გასაუბრების ოთახისკენ მიაცილა. ლურჯ თმიანი თითქოს გაბედულად მიიწევდა ოთახისკენ, თუმცა შინაგანად სრული ქაოსი იყო. ყველა ემოცია ურცხვად ერეოდა ერთმანეთს. მან ღრმად ამოისუნთქა და ოთახის კარები გააღო. დიდი ოთახი იყო, იქვე სადღაც კუთხეში პატარა მაგიდა იდგა, სადაც 35-40 წლის ასაკის, შავგვრემანი მამაკაცი იჯდა. ერთი შეხედვით შეგაშინებდა მისი მკაცრი ხმა და სახე, თუმცა როგორც კი გაიღიმა მისმა თბილმა, მეგობრულმა ღიმილმა ბიჭს შვება მოჰგვარა. თუმცა ნერვიულობა არ გამქრალა, რადგან მის გვერდით მისთვის ძალიან ნაცნობი ქერა ბიჭი იჯდა. ბან ჩანი. ბიჭს წარმოდგენა არ ქონდა, რომ ამ გასაუბრებას ჯგუფის ლიდერიც დაესწრებოდა, ეს მისთვის ორმაგი პასუხისმგებლობა იყო. ვერ დაუშვებდა, რომ რამე შეშლოდა. ჩანიმაც არანაკლებ თბილი ღიმილი აჩუქა ბიჭს, ერთმანეთს მიესალმნენ და ქერა მამაკაცმა გამოკითხვა მშვიდი ხმით დაიწყო:

Backup Dancer [Minsung]Where stories live. Discover now