7

244 18 5
                                    

დღეს ვისვენებთ. მე და ჰიუნჯინს გვიანობამდე გვეძინა და პირველისკენ გავიღვიძეთ.

- რა ვქნათ დღეს? - სამზარეულოში ვისხედით და ყავას ვსვავდით. მხრები ავიჩეჩე. - გინდა სადმე ბარში წავიდეთ?

- ხალხმრავლობა არ მიყვარს, ხომ იცი?

- VIP ოთახი ავიღოთ. მინდა რომ დავლიო. - ამოიოხრა. - თან ხვალაც ვისვენებთ ხო იცი.

- ისევ მშობლებზე ფიქრობ?

- არც კი დაურეკავთ. ისიც არ აინტერესებთ სად ვარ, სად მძინავს.

- დაგირეკავენ. ამდენხანს ვერ გაძლებენ ასე. - მან მხრები აიჩეჩა და თავი დახარა. - კარგი წავიდეთ.

- მართლა?

- კი. - გავუღიმე.

- კარგი მაშინ საღამოს წავიდეთ, მანამდე გინდა სადმე გავიდეთ? ძალიან მშია.

- შენ წადი. სახლში მინდა ყოფნა, სანამ იქ წავალთ. - ჰიუნჯინმა თავი დამიქნია და წავიდა.

ყავის ჭიქები ამოვრეცხე და კვლავ ოთახში დავბრუნდი. საწოლზე წამოვწექი და ცოტახნით ისევ დაძინება გადავწყვიტე.

რამოდენიმე საათის მერე გამეღვიძა. ფეხზე წამოვდექი და სასტუმრო ითახში გავედი. დივანზე ჰიუნჯინი დავინახე, რომელიც ტელევიზორს უყურებდა, და მის გვერდით დავჯექი. მან შემომხედა და გამიღიმა.

- დიდიხანია მოხვედი?

- არც ისე. ჰან.. - მან შემომხედა, ნერვიულად ტუჩზე იკბინა და თავი დახარა.

- რა ხდება?

- გარეთ რომ გავედი სუნგმინმა მომწერა. მე ვუთხარი რომ კაფეში ვაპირებდი წასვლას და ის და ფელიქსი მოვიდნენ.

- მერე?

- ვლაპარაკობდით და მკითხეს რას გავაკეთებდით დღეს, მე კიდე ვთქვი რომ კლუბში ვაპირებდით წასვლას და უცებ შევთავაზე, რომ ჩვენთან ერთად წამოსულიყვნენ, - მან ქვემოდან ამომხედა. - ვიცი, რომ არ გიყვარს ხალხმრავლობა და ბევრ ადამიანთან დროის გატარება. უბრალოდ უცებ ვუთხარი ისე, რომ ვერც გავიაზრე. და ისინიც დამთანხმდნენ, რადგან VIP ოთახში ვიქნებით. ბოდიში.

Backup Dancer [Minsung]Where stories live. Discover now