18

238 17 3
                                    

3 თვის შემდეგ

სამი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც მე და მინჰო ერთად ვართ. ჯერ-ჯერობით ოფიციალურად არ გამოგვიცხადებია, რადგან ფანების რეაქციის მეშინია და მზად არ ვარ.

რაც შეეხება სუნგმინს და ჰიუნჯინს, მათ ოფიციალურად გამოაცხადეს და ფანების უმეტესობამ კარგად მიიღო. რა თქმა უნდა, იყვნენ ფანები, რომლებმაც უარყვეს ეს ყველაფერი და საკმაოდ ხუდი კომენტარებიც მოყვა, თუმცა ორივე მზად იყო ამისთვის. თანაც ჰიუნჯინი ძალიან ბევრს მოსწონს და არ გამიკვრიდა, რომ ფანების უმეტესმა ნაწილმა მიიღო.

რაც მთავარია, ჰიუნჯინი მშობლებს შეურიგდა. საბოლოოდ ყველაფერი გაარკვიეს, მშობლებმა ბოდიში მოუხადეს და ახლა ისევ კარგად არიან. ასევე, სუნგმინიც გაიცნეს და ჰიუნჯინი მასთან გადავიდა საცხოვრებლად.

მართალია, ისევ მარტო ცხოვრებას დავუბრუნდი, თუმცა მინჰო სულ ჩემთანაა და ხშირად რჩება, ამიტომ ვფიქრობ, ამას მარტო ცხოვრებას ვერ ვუწოდებ. რაც შეეხება სამუშაოს, ტურნე ჯერ-ჯერობით აღარ არის და ვისვენებთ.

- ჰან! - მინჰოს ძახილი გავიგე.

- სამზარეულოში ვარ. - მისი ფეხის ხმა გავიგე და მისკენ შევბრუნდი.

- რატომ ადექი?

- საუზმეს ვაკეთებ. - გავუღიმე და საჭმლის კეთება განვაგრძე.

ვიგრძენი მისი სხეული როგორ მომეკრო უკნიდან და კისერში თბილი კოცნა დამიტოვა.

- დღეს გარეთ ვისადილოთ.

- მაგრამ ხალხი დაგვინახავს.

- არ მაინტერესებს ჰან. - ამოვიოხრე, საუზმის კეთებას თავი გავანებე და მისკენ შევბრუნდი.

- მინჰო.

- აღარ მინდა, რომ ასე დავიმალოთ. მიყვარხარ და თუ მართლა ვუყვარვარ ჩემს ფანებს, მაშინ ეს ფაქტიც უნდა მიიღონ.

- მეშინია..

- რისი? - ხელი სახეზე დამადო და ნაზად მომეფერა.

Backup Dancer [Minsung]Where stories live. Discover now