9

238 17 4
                                    

ბოდიშით დაგვიანებისთვის
...
- აბა მომიყევი, რა ხდება შენსა და მინჰოს შორის?

- სრულიად არაფერი. უბრალოდ საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვს.

- ვფიქრობ, შენც არ ხარ გულგრილი მისი ქცევებით.

- ნუ მაცინებ. - თვალები გადავატრიალე და იქვე დივანზე ჩამოვჯექი. - შენსა და სუნგმინზეც იგივეს თქმა შემიძლია. თუმცა ჩვენგან განსხვავებით არცერთი არ ხართ წინააღმდეგი.- ჰიუნჯინმა ამოიოხრა და გვერდით დამიჯდა. - რა ხდება?

- გუშინ მაკოცა.

- რაა? რატომ არ მითხარი?

- შემდეგ მითხრა, რომ შეცდომა დაუშვა.

- ნაბიჭვარი.

- თუმცა დღეს ისევ იგივეს აგრძელებდა და ისე იქცეოდა... - გაჩუმდა, ამოიოხრა და ხელები მომხვია. გამეღიმა მასზე და მეც ძლიერად ჩავიხუტე. - არ ვიცი რა ვიფიქრო. მგონია, რომ მეთამაშება.

- არამგონია. - ჰიუნჯინმა დაინტერესებულმა შემომხედა. - მგონია, რომ მოსწონხარ მაგრამ უბრალოდ აღიარების ეშინია. - მან თავი კვლავ ჩემს მკერდზე დააბრუნა.

- ეგ იმას არ ნიშნავს, რომ შეუძლია ერთ დღეს მაკოცოს, მომეფეროს და მეორე დღეს ნანობდეს. მეც მაქვს გრძნობები.- ვიგრძენი მაისური ნელ-ნელა როგორ დამისველდა. მას ჩავხედე და მივხვდი, რომ ტიროდა.

- ჰიუნჯინ...- ამოვიოხრე. ხელები თმებში შევუცურე, თავზე ვაკოცე და ფრთხილად მოფერება დავუწყე. - უბრალოდ აგრძნობინე, რომ ყოველთვის თავისას ვერ გაიტანს და იმ უარყოფის შემდეგ ვერ შეძლებს ყოველთვის ისე მოქცევას ვითომც არაფერი მომხდარა.

- მაგრამ რომ მეხება ვიბნევი. - ამოიტირა მან და უფრო ჩამეხუტა. გამეღიმა.

- გინდა ნაყინზე გავიდეთ?

- არ მინდა სახლიდან გასვლა.

- მაშინ მე გამოგიცხობ ძალიან გემრიელ ნამცხვარს. - ვიგრძენი როგორ გაეღიმა, წამოდგა და შემომხედა.

Backup Dancer [Minsung]Where stories live. Discover now