2

201 20 10
                                    

ხმაურია. ძალიან ბევრი ხალხია, ჯგუფებად არიან დაყოფილნი, ზოგი იცინის, ზოგსაც სერიოზული საუბარი აქვს. უკვე ერთი კვირაა ეს ყოველივე გრძელდება. ერთი კვირაა ჰანი ამ გუნდის წევრია. მას სულ სხვანაირად წარმოედგინა ეს სიტუაცია. უკვე ერთი კვირაა აქ არის, თუმცა არავინ გაუცნია, არავის დაუახლოვდა. მართალია, მას არ შეუძლია ხალხთან ადვილად შევიდეს კონტაქტში, თუმცა არც არავინ არ ცდილობს ამას. თითქოს ყველა თავს არიდებს, ცეკვის დროსაც ბევრი ერთმანეთს ეხმარება, თუმცა ბიჭს ისეთი შეგრძნება აქვს თითქოს მის ყოველ შეცდომას უყურებენ და ჩუმად დასცინიან. ამ დაძაბულობას კიდევ უფრო უმატებს მისი ეგრეთ წოდებული მასწავლებელი. რომელიც ასწავლის ამა თუ იმ ცეკვის მოძრაობებს და ცდილობს მთელი გუნდი იყოს მობილიზებული და უშეცდომო. მაგრამ ამას საკმაოდ უხეშად აკეთებს. დამცინავი კომენტარებით, ყვირილით და ჩხუბით. ყვირილი კი ის ერთადერთი რამაა, რაც ჰანის სიკვდილამდე აშინებს. მას ეშინია ყოველი შეცდომის მერე რა მოხდება და ბოლო ორი დღეა ცდილობს მთელი ღამე იმუშაოს და გამოასწოროს თავის შეცდომები. პირველი მუსიკა, რომელზეც მათ დაიწყეს ვარჯიში wolfgang-ია, საკმაოდ რთული და დამღლელი. თუმცა არ უნდა, რომ მისმა შეცდომებმა და დაღლილობამ ამ ყოველივეს ჩამოაშოროს და იგი ბოლომდე ცდილობს დახარჯოს თავის შესაძლებლობები. ახლაც შესვენებაა, ყველა იატაკზე ზის და საჭმელს მიირთმევენ. ჰანი კი იქვე კუთხეში ზის, ყურსასმენები უკეთია, სადაც stray kids -ის Lonely St -ია ჩართული, თვალები აქვს დახუჭული და სუნთქვას ირეგულირებს. ოფლის წვეთები მოედინება მის შუბლზე, თუმცა ეს ფაქტი არ აწუხებს და მთლიანად სიმღერაშია ჩაფლული. ამ სიმყუდროვეს ვიღაც ურღვებს, რომელიც გვერდით უჯდება და ყურსასმენს მარჯვენა ყურიდან აცლის. ჰანის ეს უეცარი ქმედება აშინებს და გვერდით იყურება. იქ კი ბიჭს ხედავს, რომელიც თბილი ღიმილით უყურებს მას. ცნობს, იგი გუნდის ერთ-ერთი წევრია და უმეტესად მის გვერდით უწევს ცეკვა, თუმცა სამწუხაროდ, მისი სახელი არ ახსოვს. მას გრძელი, ვარდისფერი თმები აქვს, საკმაოდ მაღალი და გამხდარია.

Backup Dancer [Minsung]Where stories live. Discover now