16

174 16 2
                                    

უკვე 1 საათია ჰიუნჯინი თავის მშობლებთან წავიდა სალაპარაკოდ. ძალიან ვნერვიულობ, ვიცი რომ ისიც ძალიან ნერვიულობს. პარალელურად მინჰოს ვწერ, რომ დავრწმუნდე კარგად არის თუ არა. ისიც ცდილობს, რომ არ ვიფიქრო და არ ვინერვიულო ძალიან მასზე, ამიტომ ჩემს გამხიარულებას ცდილობს. მეღიმება მის ქცევაზე.

ცოტახანში კარების ხმა გავიგე, მინჰოს სწრაფად მივწერე რომ ჰიუნჯინი მოვიდა და მერე მივწერდი. ტელეფონი საწოლზე დავდე და ოთახიდან გავედი. სასტუმრო ოთახში შესვლისთანავე ჩუმი ტირილის ხმა გავიგე, სწრაფი ნაბიჯებით შევედი ოთახში და ჰიუნჯინი დავინახე, რომელიც დივანზე იჯდა, წინ, სადღაც სივრცეში იყურებოდა და ჩუმად ტიროდა.

- ჰიუნჯინ...- ამოვიჩურჩულე და მის წინ ჩავიმუხლე. ხელები სახეზე მოვკიდე და ცრემლები მოვწმინდე. იქვე ლოყაზე პატარა სილურჯე შევამჩნიე ამოვიოხრე - რა მოხდა?

- ვეზიზღები... - გატეხილი ხმით ამოილუღლუღა და თვალებში შემომხედა, - ჩემს მშობლებს ვეზიზღები ჰან..

- დრო სჭირდებათ. - თავი გააქნია და უხეშად მოიწმინდა ცრემლები.

- ვერასდროს შეეგუებიან. მათი შვილი აღარ ვარ. - ამოვიოხრე, მის გვერდით დავჯექი და ხელი მხარზე დავადე.

- მისმინე ჰიუნჯინ, ამას ნუ ამბობ. დარწმუნებული ვარ , რომ მიხვდებიან და დაგირეკავენ. ბოდიშს მოგიხდიან.

- ჰან გეყოფა! - შევხტი, როცა ხმა აიმაღლა. ფეხზე წამოდგა, ნერვიულად თმებში შეიცურა ხელი და ცრემლიანი თვალებით შემომხედა. - არ გესმის? ვეზიზღები მათ! შეხედე ჩემს სახეს! ისევ იგივე გააკეთა, რაც წინაზე. დამარტყა! მაიძულეს რომ წამოვსულიყავი. მაიძულეს რომ თავი დამნაშავედ მეგრძნო მხოლოდ იმის გამო, რომ გეი ვარ. მაიძულებს ვიფიქრო, რომ ავანდმყოფი ვარ და მკურნალობა მჭირდება! რო არ წამოვსულიყავი ისე მომკლავდნენ ცრემლსაც არ ჩამოაგდებდნენ!

- ჰიუნჯინ გთხოვ დამშვიდდი.. - ფეხზე წამოვდექი და მისკენ წავედი.

Backup Dancer [Minsung]Where stories live. Discover now