4

196 17 4
                                    

ოთახში სიჩუმე გამეფდა. ამ სიჩუმეს მხოლოდ ძლიერი წვიმის ხმა ფანტავდა, რომელიც განუწყვეტლივ ეცემოდა წვიმის წვეთები ფანჯარაზე და ის უკანასკნელიც ხმას გამოსცემდა. ოთახში მყოფები ერთმანეთს თვალებში უყურებდნენ, რა წამსაც მათგან ერთ-ერთმა ჩაიცინა. მის წინ მგდომისკენ ნაბიჯი გადადგა და ღიმილით ამოილაპარაკა:

- არ მეგონა ასეთი თავდაჯერებული თუ იქნებოდი.

- შეიძლება არ ვარ ისეთი თავდაჯერებული, თუმცა დამიჯერე, არც ისეთი მშიშარა ვარ როგორსაც თქვენ, ან სხვა დანარჩენები ფიქრობენ.

- რა იცი ჩემი ფიქრების შესახებ? - მინჰომ თავი წინ გადასწია, ისე რომ ბიჭის თვალებს ახლა უკვე გარკვევით ხედავდა. მათი სახეები საკმაოდ ახლოს იყო ერთმანეთთან, რაც ლურჯ-თმიანის თავდაჯერულობას ნელ-ნელა აქრობდა და პანიკას უბრუნებდა. - ან რა იცი, რომ საერთოდ რამეს ვფიქრობ შენზე?

- მ-მე უბრალოდ ვთქვი,- დაბნეული და შერცხვენილი ხმის ტონი დაუბრუნდა ისევ ბიჭს და სწრაფად აარიდა თვალი მაღალს. - არ მინდა, რომ ამ შემთხვევის გამო მშიშარას შთაბეჭდილება დაგრჩეთ ჩემზე.

- როგორც უკვე ვთქვი, ყველას აქვს რაღაცის შიში. მაგრამ შენ..- წამიერად გაჩერდა, ხელი მისი სახისკენ წაიღო და ბიჭს წინ გადმოწეული თმები უკან, ნაზი მოძრაობით გადაუწია, რა დროსაც არ გამოპარვია ბიჭის ემოცია და შეკრთომა, - შენ ახლაც ნერვიულობ. მითხარი ჰან, - მან ამჯერად ხელი ლოყაზე მოუსვა ნაზად.- ეს ემოცია შიშის გამოა, თუ დაბნეულობის?

- რის მიღწევას ცდილობთ? - ლურჯ თმიანმა თავი გვერდზე გადახარა, გვერდით გაიწია, მაღალისგან შორს დადგა და ცრემლიანი თვალებით შეხედა. - დღეისთვის საკმარისი არ იყო ის დამცირება, რაც სავარჯიშო ოთახში მოხდა?

- შენი დამცირება არ მიცდია, ჯისონ.

- ელოდებოდით, როდის მექნებოდა მსგავსი ემოცია, რაც ცოტა ხნის წინ.

Backup Dancer [Minsung]Where stories live. Discover now