6

199 17 3
                                    

Jisung's POV

როგორც კი მოვრჩი ოთახის გამზადებას მისაღებ ოთახში გავედი და ჰიუნჯინს შევხედე, რომელიც დივანზე იჯდა და ტელევიზორს უყურებდა.

- შენ ჩემს ოთახში დაიძინე, ყველაფერი მზად არის უკვე. - ტელევიზორს თვალი მოარიდა და მე შემომხედა.

- და შენ?

- მე აქ დავიძინებ. - მან სწრაფად თავი გააქნია და ფეხზე წამოდგა.

- არა, აქ მე დავიძინებ. ისედაც გაწუხებ და ოთახს ვერ წაგართმევ.

- ჰიუნჯინ...

- არა ჰან. - ამოვიოხრე.

- კარგი, მაშინ მეც იქ დავიძინებ თუ პრობლემა არ გექნება. შენ დივანზე არ დაიძინებ.

- კარგი. - გამარჯვებული ღიმილით შემომხედა და ოთახისკენ წავიდა. მეც გამეღიმა და მას გავყევი უკან. საკმაოდ დიდი საწოლი იყო, ამიტომაც ჩვენს შორის უხერხული არაფერი არ იყო. ორივემ სწრაფად გამოვიცვალეთ და დავწექით.

- ნეტავ ხვალ რა იქნება. - ჰიუნჯინს შევხედე, იგი ჭერში იყურებოდა და რაღაცას ფიქრობდა.

- შენ რაზე ფიქრობ, როგორ ვიცეკვებთ, თუ როგორ ეფლირტავები სუნგმინს? - მან სწრაფად შემომხედა. ერთმანეთს ერთი წუთის განმავლობაში ვუყურებდით, შემდეგ კი ორივემ ხმამაღლა დავიწყეთ სიცილი.

- ღმერთო მეშინია სუნგმინიც იქ რომ იქნება ყველაფერი არ დამავიწყდეს.

- მართლა ასე გიყვარს? - მან ამოიოხრა და თავი დამიქნია.

- უფრო მეტად შემიყვარდა, როცა კონტაქტი მქონდა. - ორივე გავჩუმდით. თუმცა წამიერი სიჩუმე მაშინ დაირღვა, როცა ჰიუნჯინი წამოჯდა და შემომხედა. - შენზე რას იტყვი? მგონი შენ და მინჰოს ერთმანეთი მოგწონთ.

- მოგვწონს? ყოველ ჯერზე ცდილობს მწყობილებიდან გამომიყვანოს. ნამდვილი იდიოტია.

- მე კი მგონია შენი ყურადღების მიქცევას ცდილობს. - მე თავი გავაქნიე უარყოფის ნიშნად. ჰოუნჯინმა თვალები გადაატრიალა და ისევ დაწვა.

Backup Dancer [Minsung]Where stories live. Discover now