5

197 17 2
                                    

ერთი კვირა გავიდა იმ ამბის შემდეგ. სიტუაცია თითქოს ნელ-ნელა დაწყნარდა. მინსოს მაგივრად მეორე დღესვე მოიყვანეს შემცვლელი, რომელიც მოცეკვავეებს ადამიანებად თვლის და ზედმეტს არ ბედავს. ამჯერად ახალ მუსიკაზე დაიწყეს ვარჯიში და ყველანაირად ცდილობენ, რომ ტურის დაწყებამდე ყველაფერი კარგად იცოდნენ. ჯისონი და ჰიუნჯინი იმაზე მეტად დაახლოვდნენ ვიდრე წარმოიდგენდნენ. ბიჭებს იმ დღის მერე ჯგუფის წევრებთან ახლო ურთიერთობა არ ქონიათ. თუმცა ჯისონს ეს ფაქტი არც აწუხებდა, თუ არ ჩავთვლით ჰიუნჯინს, რომელსაც ძალიან უნდოდა კვლავ სუნგმინის ნახვა და მასთან საუბარი.

დღეს კვირაა, რაც იმას ნიშნავს, რომ დასვენების დღეა. დილით ჰანს 10 საათზე გაეღვიძა. ფეხზე წამოდგა და ჩაცმა დააპირა, როცა საკუთარ თავს სარკეში მოჰკრა თვალი. მაისური, რომელიც ხელში ეჭირა, საწოლზე ფრთხილად დადო და სარკეში ჩაიხედა. მისი ტანის დანახვაზე ამოიოხრა. პირველ რიგში თავის პატარ-პატარა შრამები შეათვალიერა სევდიანად, შემდეგ კი მუცელზე მოისვა ხელი. გაახსენდა, რომ გუნდში მის გარშემო ყველა საკმაოდ გამხდარი ან დაკუნთული იყო. ეს ფაქტი საკმაოდ აწუხებდა ჯისონს, განსაკუთრებით კი ახლა, როცა საკუთარ თავს უყურებდა. გაახსენდა წინა დღეებში ერთ-ერთმა გუნდის წევრმა დამცინავად როგორ შეხედა და ცინიზმით უთხრა და გაუსვა ხაზი მის ტანზე. მისი ფიქრები კი მხოლოდ იმაზე წავიდა, რომ საკმაოდ მოიმატა. იმდენად ჰქონდა თავში ჩაბეჭდილი, რომ მისი თვალები ვერ აღიქვავდნენ კარგად მის ტანს, მის წვრილ წელს და გამხდარ ფეხებს. ტრამვა და კომენტარები, რომლებიც ბავშვობიდან თან სდევს, არ აძლევს იმის უფლებას, რომ სხვანაირად იფიქროს. იქნებ თუნდაც მისი წვრილი წელის გამო გააკეთეს ეს კომენტარი? თუმცა არა, მის ცხოვრებაში ამაზე არასდროს არავის არ ულაპარაკია, პირიქით, მხოლოდ მის მომატებულ 1 კილოგრამზეც კი აბულინგებდნენ. და ახლა რა შეიცვლებოდა?

Backup Dancer [Minsung]Where stories live. Discover now