6

2.9K 144 3
                                    

(ჯონქუქი)
ქვევით ჩავედი,ნამჯუნი ჯინი და იუნგი უკვე იქ იყვენენ და ტელევიზორს უყურებდნენ. კიბეებზე რომ ვაპირებდი ჩასვლას გვერდითა ოთახიდან თეჰიონიც შემომიერთდა
-შენც კარგად ჩაგწიხლეს-გაიცინა და მერე ტკივილისგან დაიმანჭა
-არც შენ ხარ ნაკლები-კიბეებიდან რომ ჩავდიოდით ჯინმა გამოგვხედა
-ოჰ ადგა  ლომი
-კარგი რა ჰიონ-დაიწუწუნა თეჰიონმა. მე სიცილი დავიწყე და იქვე ჩამოვჯექი
-რაღაცა უნდა გითხრათ-დავიძახე ყველას გასაგონად
-რა ხდება ჯონქუქ?-მკითხა ნამჯუნმა
-დღეს ნატალი უნდა მოვიყვანო აქ... უნდა გაგაცნოთ...და თქვენ რომ იცით ისე არ მოიქცეთ ახლა
-შეგირცხვეს ნამუსი ამას როგორ ამბობ- ისევ ტკივილისგან დაიმანჭა თეჰიონი
-მისი დაქალიც მოყვება?-ჩემს უკან უცებ ჯინინი აიტუზა
-ისიც წამოვიყვანო?
-კიიი!-გვერდით მომიჯდა-და გავიცნობ
-კარგი ვეტყვი...თუ ცალია წამოვა..ახლა წავედი და საღამოს ნატალისთან ერთად დავბრუნდები-გავუღიმე და ოთახში მოსამზადებლად შევედი..

(ნატალი)
დილით ადრე გავიღვიძე და მოვწესრიგდი. ჯერ ისევ სახლის ფორმაში ვიყავი და ვალაგებდი. ამ დროს იუნასგან ზარი შემომივიდა
-მეგობარო რას შვები?
-სახლს ვალაგებ
-არ გინდა სადმე გავიდეთ?
-იუნა! მაგაზე რაღაც უნდა მეთქვა
-გისმენ..იმ ნაბიჭვარმა გაწყენინა?! გინდა ძირში მოვაჭრა!
-არა არა-გამეცინა-სახლში დამპატიჟა, მისი მეგობრები უნდა გამაცნოს ვისთან ერთადაც ცხოვრობს. მან მითხრა რომ თუ შენც წამოხვალ გაეხარდება
-მეე??
-ხო..გთხოვ წამომყევი მარტო არ გამიშვა
-კარგი...მაშინ გამომიარეთ
-კარგი მადლობა-დავემშვიდობე და გავთიშე. სახლის დალაგებას მოვრჩი. დღეს კაფეში საჭირო არ ვიყავი ამიტომ ვისუფალი ვიყავი. გარდერობთან ვიდექი და კაბებს ვირგებდი. ვერაფერი ვერ ავარჩიე და უსიცოცხლოდ დავეგდე საწოლზე. ამ დროს კარზე კაკუნი გავიგე.
გავაღე და ჯონქუქი დამხვდა. გავაღე თუ არა მაშინვე კოცნა დამიწყო. ისე იყო თითქოს დიდი ხანია ერთმანეთი არ გვინახავს...თუმცა მესიამოვნა და კისერზე ასე ვთქვათ ჩამოვეკიდე... ხელში რაღაც პარკი ეკავა იქვე დადო და კოცნით მისაღებში შევედით
-ძალიან მომენატრე-ამოილაპარაკა მან
-გუშინ არ მნახე?
-მერე რა-ხელები ქვევით ჩაასრიალა და საჯდომზე მომიჭირა-იმედია ტანსაცმელი ჯერ არ შეგირჩევია
-არა!
-ძალიან კარგი!-მომშორდა და კარებთან დაგდებული პარკით ხელში უკან მობრუნდა. ჩემს გვერდით ჩამოჯდა და გამომიწოდა
-ეს შენია
-რა არის?
-კაბა გიყიდე დღევანდელი საღამოსთვის
-არ იყო საჭირო
-გთხოოვ ჩაიცვი..მაინტერესებს როგორ მოგერგება-გამიღიმა. მეც ძალიან მაინტერესებდა როგორი იყო და საძინებელში შევვარდი. ცისფერი კაბა იყო. მუხლებამდე,ფარფატა. ბრეტელებიანი იყო და მთლიანი გულ მკერდი მიჩანდა. ჩემი უბრალო,ვერცხლის ფერი ყელსაბამი გავიკეთე და საკუთარი თავით გმაყოფილი მისაღებში გავედი.
ჯონქუქს თვალები გაუშეშდა,კარგად ამათვალიერ ჩამათვალიერა და ჩაიცინა. მომიახლოვდა,წელზე ხელები მომხვია და მასზე ამაკრო
-იქნებ დავრჩეთ! სხვა დროს განახებ სახლს.-ცხვირი თმებზე ამატარა
-არაა...დღეს წავიდეთ...-გავიცინე
-რატომ..არ გინდა ისევ შეგეხო?-დაიწუწუნა და თავი მხრებზე დამადო
-სულელო-თმებზე მოვეფერე და ჩემთან ერთად დივანზე დავსვი.-უბრალოდ მათ იციან რომ დღეს გავიცნობ,უხერხული იქნება...
-მაშინ...
-სხავ დროსი...
-რა?
-მოგვიანებით გავაკეთოთ ეგ...-ვუთხარი თუ არა გამიღიმა
-რა ეგ?
-ჯონქუქ!
-მითხარი რომ გინდა შეგეხო-გადმომაწვა- ერთხელ კიდე მითხარი
-კარგი ხოო...მინდა რომ შემეხო და მომეფერო
-ხოდა კარგი...-გმაყოფილმა ჩაიცინა და წამოდგა-იუნას უნდა გავუაროთ?
-კი..
-კარგი მაშინ წავიდეთ
მის მანქანაში ვიჯექი. თავს რატომღაც უხერხულად ვგრძნობდი. მას კარგად არ ვიცნობდი და ეს ცოტა მაშინებდა, თუმცა ვიცოდი რომ მის მიმართ მქონდა გრძნობები და მისი სიტყვებიც არ იყო ფუჭი.ან უბრალოდ მინდოდა ასე მეფიქრა. იუნას მისამართი ვუთხარი და მისი სახლის წინ გავჩერდით.ალბათ მეტყობოდა რომ რაღაცაზე ვნერვიულობდი. მან ერთი ხელი საჭეს მოაშორა და ჩემს ხელს ჩაკიდა.
-რამეზე ნერვიულობ?
-არაა! ყვალაფერი კარგადააა
-სალამი სიძე-მანქანაში იუნა ჩაჯდა. მე და ჯონქუქი იმ პოზაში გავშეშდით როგორც მანამდე ვიჯექით. ჯონქუქი მე მიყურებდა და მერე ჩაეცინა
-რა სიძე იუნა!-გავხედე მას
-იყოს! მომეწონა-ღიმილს აგრძელებდა ჯონქუქი-წავედით?
-წავედით.

🔞გარყვნილი პარტნიორიWhere stories live. Discover now