13

1.5K 83 44
                                    

სარკის წინ ვიდექი და თითქოს უბრალო, თუმცა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ყველაზე ლამაზი კაბა მეცვა. რომლითაც ორ დღეში ჯონქუქის ცოლი უნდა გავმხდარიყავი.

ფარდა იწევა და მეც ვტრიალდები. ჯონქუქი ფეხზე წამოდგა და ჩემი თვალიერება დაიწყო,თან გაოცებული სახე ქონდა

-თქვი ეხლა რამე! ვნერვიულობ- ვთქვი მე და თან ვიღიმოდი

-ნატალი..-ჩემსკენ წამოვიდა- ყველაზე ლამაზი პატარძალი იქნები!!-ჩამეხუტა.

მომუშავე პერსონალები,ალერსიანად გვიყურებდნენ და ეცინებოდათ.

-მართლა მოგწონს? მიხდება?

-უმშვენიერესი ხარ! ამას ვყიდულობთ- მიუბრუნდა პერსონალებს. მერე მე და ისევ გამიღიმა. -ახლა კი წავიდეთ და ცოტა გავისეირნოთ

კაბა ვიყიდეთ,მანქანაში დავტოვეთ და ჩვენ პარკში ვსეირნობდით. ისეთი ცივი და სასიამოვნო ნიავი ქროდა. სკამზე ჩამოვჯექით,მან მისკენ მიმწია და ხელები მომხვია

-არ გამიცივდე!-ფერება დამიწყო. ამაზე ჩამეცინა

-ძალიან საყვარელი ხარ-ვუთხარი მას და ცხვირზე ვაკოცე

-ძალიან მიხარია...ორ დღეში ქორწილი გვაქვს...შენ ჩემი ცოლი გახდები.. დიდი სახლი გვექნება...დიდი ეზოთი. ეზოში ბავშვები ითამაშებენ ჩვენ კი ჰამაკში ვისხდებით და ჩახუტებულები მათ ვუყურებთ- გამეღიმა. მესიამოვნა მისგან ასეთი სიტყვები. მასაც ეღიმებოდა.

-ნაფიქრო გაქვს?-გამეცინა

-არა! ეს მართლა გულით მინდა...-უფრო მაგრად ჩამეხუტა.

-ხომ არ წავიდეთ? ძალიან აცივდა

-კარგი წავიდეთ...

***
საღამოს ჯონქუქის სახლში ვიყავით. ყველანი ერთად ვახშმობდით,თან ვიცინოდით

-ხვალ ჯონქუქი და ნატალი ქორწინდებიან! მოდი მათ სახელზე დავლიოთ-წამოდგა ნამჯუნი. ყველამ დავუჭახუნეთ ჭიქები დაგადავკარით. მე ვითომ ვსვამდი.

🔞გარყვნილი პარტნიორიWhere stories live. Discover now