16

1.4K 79 21
                                    

(ჯონქუქი)

დიდი დრო გავიდა,თუმცა ჩემი ნატალის მინართ გრძნობები არ იცვლებოდა..

სმას თავი გავანებე,უმეტესად კომპანიაში ვიყავი. გადატვირთული გრაფიკის გამო სულ ვმუშაობდი,სახლიდან ადრე გავდიოდი და გვიან ვბრუნდებოდი. ვარჯიშიც დავიწყე.

დილით ჩვეულებრივ გავიღვიძე. თვალწინ ნატალი დამიდგა და გამეღიმა.

-მომენატრე...ნეტა როგორ ხარ...არ მოგენატრე?

-ჯონქუქ!-ოთახში გახარებული ჯინი შემოვიდა. უკან ჯიმინიც შემოყვა

-რა მოხდა?

-სამი წლის ნაშრომი ძლივს დაგვიფასეს- ჩამომიჯდა გვერდით

-სამი წელი?-ჩუმად ამოვილაპარაკე და ჯიმინს გავხედე. მხარზე ხელი დამადო

-კიდე ვერ დაივიწყე?-ვკითხა მან

-როგორ დავივიწყო ის ხომ მიყვარდა! დღითიდღე უფრო და უფრო მენატრება

-ადექი ჩალაგდი-თავა ჯინმა

-სადმე მივდივართ?-კითხა ჯიმინმა

-წეღან ვერ დავამთავრე. მოკლედ ჩვენმა პროექტმა შეჯიბრში გაიმარჯვა და დაჯილდოებაზე უნდა წავიდეთ ამერიკაში!

-თქვენთვის მომინდია-ისევ დავწექი და საბანი დავიფარე

-რა ჩვენთვის მოგინდია-საბანი გადამაძრო ჯინმა-კომპანიის დირექტორი ხარ,ოჯახის ბიზნესს ავრცელებ და სამ წელში უკვწ მეათე მოგებაა

-კარგი ხო!-წამოვდექი-ჯიმინ შენც წამოხვალ?

-წამოვალ...

-იუნაც წამოიყვანე. სამსახურის გამო ვერ მოიცალე მისთვის...-ვუთხარი მას

-გაეხარდება-გამიღიმა და ოთახიდან გავიდნენ.

****

მეორე დღეს დილითვე აეროპორტში ამოვყავით თავი. მხოლოდ მე, ჯიმინი და იუნა ვიყავით.

-კარგით რა ჩემს წინ ნუ აკეთებთ ამას- დავიწუწუნე როცა დავინახე როგორ კოცნიდნენ ერთმანეთს და გამეცინა. მათაც გაეცინათ .

🔞გარყვნილი პარტნიორიWhere stories live. Discover now