7

2.6K 113 3
                                    

დილით რაღაც ხმაურმა გამაღვიძა. წამოვდექი და სამზარეულოში გავედი. კარებს მივეყრდენი და იქ მოფუსფუსე ჯონქუქი დავინახე. უბრალოდ თავს ბედნიერად ვგრძნობდი...გამეღიმა. მედე მივედი და ზურგზე ავეკარი
-მე გაგაღვიძე არა?-თქვა ნაწყენი ხმით
-არაუშავს...ძალიან სასიამოვნოდ დაიწყო დღე-მერე ჩემსკენ შემოტრიალდა და ხელები წელზე მომხვია.
-მოდი დღეს სადმე წავიდეთ
-ჰმმ...კარგი და სად?
-არ ვიცი, სადაც გინდა! პარკში, რესტორანში,ან უკეთესი იდეა მაქვს- უცებ სახე გაუნათდა
-რა იდეა?!
-მოდი პიკნიკზე წავიდეთ! ვიცი ერთი კარგი ადგილი,თან კარავიც მაქვს და ერთი ღამით იქ დავრჩეთ-ბაჭიასავით გამიღიმა და თვალებში შემომციცინებდა.
-კარგი...ვენდობი შენს გემოვნებას სადაც გინდა იქ წავიდეთ-ვუთხარი და ჩავეხუტე
-ისე სხვათშორის ჭიქა გამიტყდა...

****
საუზმობას რომ მოვრჩით ჭურჭელი ავალაგე და გავრეცხე.ჯონქუქი მისაღებში იყო და ტელეფონით ვიღაცას ელაპარაკებოდა...
-ნატალი!-გავიგე მისი ხმა. მეც მაშინვე გავედი
-რაიყო
-მოდი ჩამოჯექი რაღაც უნდა გითხრა- თვითონ ტახტზე ჩამოჯდა
-ხომ მშვიდობაა?!-ცოტა არ იყოს ავნერვიულდი
-კი კი..-გამიღიმა-უბრალოდ რაღაც მინდა შემოგთავაზო-ჩემსკენ უფრო და უფრო იწეოდა და თან ღიმილსაც არ იშორებდა..- ხომ გინდა რომ შენ შეყვარებულთან ერთად უფრო დიდი დრო გაატარო?- მაცდური ხმით მეკითხებოდა და ისევ ახლოს იწეოდა
-რა გინდა?!-დავიბენი მისი სიახლოვით
-ჩემთან დაიწყე მუშაობა კომპანიაში!
-რა?!
-ხოო...მამამ დამირეკა.. მითხრა რომ ბიზნესს თავი უკვე გაანება და ახლა ჩემი მოვალეობაა გავაგრძელო-ამაყი სახე მიიღო და წელში გასწორა
-და?!
-პირველი რაზეც დავფიქრდი ეს ძალინ სექსუალური პარტნიორი იყო რომელიც შენ ხარ-ისევ გამიღიმა და გამომხედა
-ანუ შენ გინდა რომ პარტნიორები ვიყოთ?
-კიი...შენ ხომ არქიტექტორი ხარ! ხოდა ვითანამშრომლებთ! პროექტებს დაამზადებ.-ხელი ჩამკიდა
-არ ვიცი...ამ განხრით არ მიმუშავია ჯერ
-ნატალი გთხოოვ-საწყალი სახით ამომხედა- შენს თავს შანსი მიეცი და გამომყევი...იმუშავე და პროფესია წამოიწყე
-მადლობა რომ ასეგინდა დამეხმარო- მივიწიე და ჩავეხუტე,მანაც მომეხვია.
-მაშინ დღესვე წავიდეთ...კომპანიას გაჩვენებ და სხვებსაც გაიცნობ-თავზე მაკოცა
-კარგიი!! გავემზადები და წავიდეთ
-დაგელოდები.!

🔞გარყვნილი პარტნიორიWhere stories live. Discover now