(ჯიმინი)
ფანჯარასთან ვიდექი,ხალათში შეხვეული და ყავას შევექცეოდი. უცებ ზურგზე შეხება ვიგრძენი. იუნამ წელზე ხელები მომხვია და მომეხუტა
-დილამშვიდობისა-გავიღიმე
-როცა ჩემთან ხარ ყოველთვის მშვიდობიანია-ნამძინარევი ხმით მითხრა.
ჩამეცინეა და მისკნე შევტრიალდი-ჩემს გოგოს რამე უნდა?
-ნატალი ძალიან მომენატრა...-მისი სახე ხელებში მივიქცია-გთხოვ მასთან მიმიყვანე. ფელიქსმა ხომ მისამართი მოგცა არა?
-ერთი წუთით...
შარვალი სკამზე მქონდა გადაკიდული. მივედი და ჯიბეები შევამოწმე. ფურცელი იქ არ დამხვდა. დაბნეული სახით მას გავხედე
-ჯიმინ! რა გჭირს?
-იცი...-კიდევ შევამოწმე- ალბათ დავკარგე
იუნამ ჩაიცინა
-ჩემი სულელი ჩიმი-ლოყაზე მიჩქმიტა და მაკოცა.
ისევ გაურკვევლობაში ვიყავი.ვიცოდი რომ ფურცელი მე მქონდა.
-ჯონქუქ...-ამოვილაპარაკე ჩემთვის
(ჯონქუქი)
სასტუმროს ნომრიდან გამოვედი. ნატალისთან და ჰიუნსუკთან მინდოდა მისვლა. ამ დროს ჯიმინი შემხვდა
-ოჰ...როგორც იქნა დაასრულეთ?-გავიცინე. მას კი დაბნეული სახე ქონდა. მეც დავასერიოზულე-რამე მოხდა?
-ნატალის შეხვდი არა?
ეს რომ მკითხა თავიდან დავიბენი. მერე სახე გავამკაცრე და წარბები შევკარი
-მართლა! ეგ როგორ გამიკეთე ჯიმინ! რატომ არ მითხრაი რომ ნატალის მისამართი იცოდი!-ვითომ გავბრაზდი
-მე...ჯონქუქ. შეხვდი?
-კი! და ძალიან ვიჩხუბეთ-როლებში ვიჭრებოდი და საკუთარი თავით ამაყი თამაშს ვაგრძელებდი-რა აღარ მიწოდა! თავმოყვარეობა ფეხქვეშ გამითელა. მეც მივხვდი რომ საერთოდ არ მომნატრებია და სულ ტყუილად ველოდე
YOU ARE READING
🔞გარყვნილი პარტნიორი
Fanfiction(ფიქციაში გამოყენებულ იქნება 18+ სცენები) აბააა რა ელის იმ წყვილს რომლებმაც ერთმანეთი ყველაზე გარყვნილ საიტზე გაიცნეს?😈😈😘