20

1.5K 75 6
                                    

ცოტა ხანს კიდევ მეძინა. რომ გავიღვიძე ჯონქუქი ჩემს გვერდით აღარ იყო.
წამოვდექი და სამზარეულოში გავედი

-წესებს არ ვართვევთ-თქვა მან და სიცილი დააყოლა-ჩვენი ღამის შემდეგ საუზმეს მე გიკეთებ!

ჩავეხუტე და მანაც ხელები მომხვია

-გინდა დღეს სადმე გავიდეთ?-მკითხა მან

-ჯობია სახლში დავრჩეთ

-კარგი..როგორც გინდა.საჭმელი მზადაა.

მაგიდასთან მივედი და იქ სამი კაცზე იყო გაშლილი.

-ვინმეს ველოდებით?-ვკითხე მას.

მან მაგიდას თვალო გადაავლო. ცალი ხელით სკამზ ჩამოეყრდნონდა სიცილი დაიწყო

-ეს ჰიუნსუკისთვისააა მეგონა კიდევ აქ იყო-სიცილს აგრძელებდა.

მესიამოვნა მისი ყურადღება ბავშვისადმი.

-მალე მოიყვანენ. მოგენატრა?

-ძალიან.-ხელი ჩამკიდა და საუზმობა დავიწყეთ.

წამოვდექი

-სად მიდიხარ?

-სახლში უნდა დავალაგო

-მეც დაგეხმარები

-იუნა და ჯიმინი რას შვებიან?-ჩაეღიმა

-მათ გონიათ რომ ვიჩხუბეთ და აღარასდროს შევრიგდებით-სიცილს აგრძელებდა.თან სათამაშოებს ალაგებდა- ვფიცავ ჯიმინს რომ ამას ვეუბნებოდი მის სახეზე სიცილს ძლივს ვიკავებდი.

ბოლოს სახლის დალაგებას რომ მოვრჩით დაღლილებმა დივანზე დავეცით.ზუსტად ამ დროს კარის ხმა გავიგეთ.

-მე გავაღებ-წამოდგა ჯონქუქი

მალევე ხელში ჰიუნსუკით შემოვიდა და უკან ფელიქსიც მოყვა.

-ძალიან მოენატრეთ-თქვა მან. ჯონქუქი კი ბავშვის ფერებას აკრძელებდა. თითქოს ჩვენ იქ არც ვიყავით. მთელი სახე დაუკოცნა.

გამეღიმა და ფელიქსს შევხედე. ისიც მიღიმოდა

ფელიქსი ლილის საქმროა. სანამ ძიძად ავიყვანდი მანამდე გავიცანი...და ისიც გამაცნო. დავახლოვდით და დავმეგობრდით. რა თქმაუნდა მათ ჩემს ისტორიაზე იცოდნენ. ჯონქუქი მაშინვე იცნო ფელიქსმა,მივცხვდი

🔞გარყვნილი პარტნიორიWhere stories live. Discover now