თავი 1

520 20 6
                                    

ცხოვრება ლაბირინთს გავს, არ იცი როგორია შიგნით, არ იცი რა დაბრკოლება დაგხვდება წინ, არ იცი ლაბირითის ბოლოს რა ხდება ახალი ცხოვრება იწყება თუ არის უსასრულობა სადაც თავს ვერ დაახწევთ?! ლაბირინთში ყოფნისას ზოგჯერ ვეღარ სუნთქვავ, გგონია იხჩობი! ლაბირინთში პარტნიორი არ უნდა გყავდეს. ახლა იტყით უფრო გაგიმარტივდება იქედან დახწევა, მაგრამ არა! არა!... რა გარანტია რომ არ მიგატოვებენ?! რა გარანტიაა?! არც არანაირი,უფრო გაგიჭირდება, უფრო ვერ გაუძლებთ იმ ტკივილს რასაც ადამიანის მიტოვება ჰქვია, დამიჯერეთ. ახლა იტყვით გამოცდილი ხარო?!
კიი... სამწუხაროდ....

ამ ფიქრებიდან მაღვიძარის ხმამ გამომარკვია რაც იმის მანიშნებელია რომ კიდევ ერთი მოსაწყენი დღე იქნება.
ავდექი და ფანჯარაში გავიხედე პეიზაჟი რომ დავინახე ჩემი ოცნება გამახსენდა, მქონდეს სახლი ზღვის პირას და ყოველ დილით ვუყურებდე მზის ამოსვლას იმედი მაქვს რომ ეს ოცნება ახდება. ოცნებებში გადაკარგულს უცებ დედას ხმამ დამაბრუნა ისევ ჩემს მოსაწყენ სამყაროში. ისე ხშირად მემართება ასეე ვიკარგები უკიდეგანო ოცნებეში.
ეს ჩემთვის გამოსავალია რომ პრობლემები მოვაგვარო.
-თეკლაა გაგვიანდებაა!!
-მოვდივარ.
ოთახს თვალს ვავლებ, ისევ მისალაგებელია, აბა რა გეგონა თეკლა ვინ მიგილაგებდა?! დღეს საღამოს მივალაგებ თორემ არაულობა არ მიყვარს, სულ როდესაც ოთახს ვალაგებ ჩემი ცხოვრებაც ლაგდება ( რათქმაუნდა დროებით) ტანსაცმელის არჩევას ვიწყებ, სულ მიყვარს რომ ლამაზად მაცვია, მაგრამ ხასიათს გააჩნია, დღეს არც ისე კარგ ხასიათზე ვიყავი და ლუქიც შესაბამისი მქონდა, უბრალოდ ჯინსი და ,,ოვერსაიზი" მაისური. თმა მოვიწესრიგე და დაბლა სასაუზმოდ ჩავედი.
-რა გეჩქარებოდა ჯერ რატომ გაიღვიძე. დამცინა ცინიკურად დედამ რაც მისთვის ყოველთვის დამახასიათებელი იყო.
-ხო რავი ადრე გამეღვიძა. ავყევი მეც აბა ხომ არ დავრჩებოდი ვალში.
-მიდი ისაუზმე და წადი დაგაგვიანდება.
-კარგი დედა ჩემითაც ვსაზღვრავ დროს.
-გეტყობა.
-ზუსტადაც.
დედასთან საუბარი დავამთავრე თითქმის სულ ასე იცის, ყველა მშობელი ნეტა ასეთია?! ვერც ყავის დალევა მოვასწარი ამიტომაც გზაში ვიყიდე აბა დილა უყავოდ ნურას უკაცრავად. უნივერსიტეტთან ნიცა მელოდებოდა, სახის გამომეტყველებით ,,სად აგდიხარ გოგო გელოდები, მაცა მოხვიდე რა გიქნა" მეც არ ვაცალე სიტყვის თქმა
-ვიცი დამაგვიანდა, ბოდიში.
-არა გოგო რისი ბოდიში სულ რაღაც ნახევარი საათი გელოდე-ჩაიცინა ნიცამ-სად აგდიხარ გოგო ამდენი ხანი მოვკვდი. მომწერე მაინც მაგვიანდებათქო.
-კაიიიიი
-ოო შენ ნამეტანი გაბრაზებული ხარ თუ არ არსებობს ისევ იტირე?!
-დაქალიც ასეთი უნდა ასე მალე რო მიხვდება შენს ახლანდელ მენტალურ მდგობარეობას.
-ხო აბა რა მე მაგ ნამდვილად კარგად გამომდის. სხვა თემაზე ნუ გადადიხარ მითხარი რატო იტირე?-მითხრა გაბრაზებულმა. ვითომ სულ ძალით მინდოდა. ყოველი დღე მეზიზეღება როცა ვტირი მაგრამ ამით ემოციებიგან ვიცლები და რა გავაკეთო?!
-აუჰ, ვითომ არ იცი რატომ ვტირივარ-ჩავიქნიე ხელი, მან მართლაც ყველაფერი იცოდა.
-ისევ დედაშენს ეჩხუბე?
-თქვენ გამოიცანით, გადასული ხართ შემდეგ ტურში!-მინდოდა ცოტა გამეხალისებია სიტუაცია თორემ შეიძელბა მალე ავბღავებული ისევე.
-კარგი მაშინ მიზეზსაც გამოვიცნობ ბარემ. რათქმაუნდა ისევ კარგ ხასიათზე იყავი და ,,ცანცარობდი"-ეს სიტყვა ცოტა მეწყინა ყველას დაუჩემებია ,,ცანცარებ" სულო რა გინდათ? ჩემი სახის გამომეტყველებიდან ნიცამ დაამატა-ეს ჩემი აზრი არ იყო დედაშენიდან ვისესხე ის ამბობს ხოლმე და მეც მაგიტომ ვთქვი.-გაიმართლა თავი.
-კარგი ხომ. აღარ გვინდა მაგ თემაზე ლაპარაკი.
-კარგი მოვრჩეთ მაგრამ იცოდე სხვის გამო ნუღარ იტირებ! გთხოვ!
-კარგი ხო. წამოდი ახლა ლექციზე წავიდეთ თორემ დაგვაგვიანდება.-ლექციაზე წავათრი ნიცა ორივეს მაგრა გვეზარებოდა მარა ჩვენ მაგას ვინ გვეკითხება. ლექცია სამ საათიანი იყო, ისე იმას ვერ ვიტყვი რომ საინტერესო არ იყო ჩემი გადაწყვეტილება იყო ექიმი გამივსულიყავი. დღეს მარტო ერთი ლექცია გვქონდა ამიტომაც მე და ნიცა კაფეში წავედით. ჩემი საყვარელი კაფე ავარჩიეთ, ვაბოდებ ,,90 წლების კაფეებზე" (ნუ მე მასე ვეძახი) აი მთელი კაფის ინტერიერი რომ 90 წლებზე აწყობილი. ძალიან მომწონს. კაფეში შესვილთანავე რაღაც კარგი შეგძნება დამეუფლა თითქოს დამშვიდიდი. ისე ხშირად მოქმედებს ჩემზე ესეთი ესთეტიკური ადგილები. შემდეგ ცივი ყავა შევუკვეთეთ და მაგიდასათან დავჯექი.
-თეკლა თუ გინდა დღეს ჩემთან წამოდი.- შემოთავაზა ნიცამ.
-არა ნიცა ხვალისთვის პრეზენტაცია მაქვს მოსამზადებელი.
-აააა კარგი. ისე ერთ დღეს აუცილებლად დარჩი მომენატრა შენთამ ერთად ღამისთევები.
-კარგი.
მალე ყავაც მოვიდა და დავალებების განხილვა დავიწყეთ. 1 საათი ვიყავით კაფეში მერე კი სახლისკენ წავედი. ხვალისთვის პროექტი მქონდა გასაკეთებელი. მთელი საღამო ჩემს ოთახში ვიყავი ოჯახთან ერთადაც არ მივახშიმია ვთქვი პროქტი მაქვს გასაკეთებელი და ოთახში შევჭამთქო აღარ მინდოდა კიდევ რომ მეჩხუბა. პროექტი ღამის ორზე დავასრულე. როცა მოვრჩი კიდევ დიდი ხანი არ დამიძინია? ვფიქრობდი ყველაფერზე, დედაზე, ჩემზე, ჩემს ემოციურ ხასიათებზე. ვერც წიგნს დავუდე გული და ასე ვიყავი დიდი ხანი და ერთ წერტილს ვიყავი მიშტრებული. საბოლოდ ოთხზე დამეძინა.
მომდევნო დღე მნიშვნელოვანი იყო პრეზენტაცია უნდა წარმედგინა. შიშის მეტად მიხაროდა რადგან ვაბოდებ პრეზენტაციის წარდგენაზე.
დილით სარბენად გადავწყიტე წასვლა სულ რაღაც ორი საათი მეძინა მაგრამ არაუჭირს.
ყურსასმენები გავირჭვე და სირბილი დავიწყე. სირბილის დროს ყველა ბრაზისგან და ემოცისგან ვიცლები. როცა უფრო ვბრაზდები სირბილის ტემპს ვუწევ. ,,თეკლა შენ არ ხარ კარგი ამიტომაც არავის უყვარხარ" ,,ნიცას უბრალოდ ეცოდები და მაგიტომ გამხმევებს თორემ საერთიდ არ აინტერესებ" ,,შენ არავის უყვარხარ, არც დედას არც მამას არცერთ ოჯახის წევრს" ,,მალე ყველა მიგატოვებს და მარტო დარჩები
ან ისე უკვე მარტო არ ხარ?!" ეს საშინელი და ამაზრზენი კითხვები არ მასვენებდნენ. მაგრამ ეს ჩემი შიშები იყო რომელიც ქვეცნობიერი მეობნებოდა. უცებ ვერც კი შევამჩნიე ალბათ უძლობის ან მუსიკის ბრალია, ან საერთოთ ამ ქვენცობიერის საუბრის დროს. მანქანის გზაზე როგორ გადავუხვიე და უცებ, მესმის დამუხრუჭების ხმა მაგრამ უკვე გვიანი იყო. უცებ წავიქეცი და გონება დავკარგე.

ღიმილის უკან დამალული ცრემლებიWhere stories live. Discover now