თავი 16

61 7 0
                                    

ლაბირინთში დავრჩი მარტო, სრულიად მარტო. აი რისი მეშინოდა ამდენი ხნის განმავლიბაში. მარტო ყოფნი. ყოველ დღე ვფიქრობდი როგორ შემენარჩუნა ადამიანები, როგორ ჩავჭიდებოდი მათ. ყველაზე მეტად საბას მიტოვების მეშინოდა, ეს იყო პირველი ბიჭი რომელიც ასე ძლიერ შემიყვარდა მაგრამ ამავდროულად შემძულდა ის, მისი საქციელის შემდეგ. არასდროს წარმოვიდგენდი რომ საბა ამის გამკეთებელი იყო, მთელ მსოფლიოში ყველაზე ერთგული ადამიანი მეგონა. მაგრამ ყოველი ურთიერთობის შემდეგ ვრწმუნდები რომ ადამიანებს არ უნდა ვენდო მაგრამ ვერასდროს ვსწავლობ. სახლში მალევე ავედი რათა ბარგი ჩამელაგებინა დღეს აქ გაჩერებას არ ვაპირებდი. ჩალაგება დასრულებული არ მქონდა ნიცას ზარი შემოვიდა.
-თეკლა სად ხარ?
-ახლა მოვდივარ თბილისში.
-თეკლა ყველაფერი ვიცი, ლუკას დაურეკა საბამ და მეც მასთან ერთად ვიყავით. დაგველოდე უკვე გზაში ვართ მალე მოვალთ და მოვაგვაროთ ყველაფერი.
- არაფერი არ არის  მოსაგვარებელი!
-არის თეკლა.
-ნიცა შენ არაფერი არ იცი!
-მერე დამელოდე და გამაგებინე.
-მე უნდა...
-მალე ჩამოვალთ არსად წახვიდე!
-ნიცაა...
უკვე ტელეფონი გათიშული ჰქონდა, ვერაფრის თქმა ვერ მოვასწარი აქ გაჩერება არ მინდოდა. ისევ გარეთ გასვლა გადავწყვიტე რადგან აღარ შემეძლო ქეთის ასეთი სახის ყურება. ნიცას რომ არ დაერეკა უკვე გზაში ვიქნებოდი, მაგრამ რაღამც ნიცა გაისარჯა აღარ ჩამოვიყვან ტყუილად. იმედია ნიცას იმედის ნაპერწკალიც არა ააქვს რომ მე და საბას შეგვარიგებს. ახლაც რომ მახსენდება მომენტები ცუდად ვხდები, გული მერევა. მაგრამ საბოლოოდ ყველა გრძნობისგან შედარებით ორმა გრძნობამ იჩინა თავი-იმედგაცრუებამ და შიშმა.  ერთ-ერთი მწერალი თავის წიგნში წერს: ,,ყველაზე ძლიერი გრძნობა იმედგაცრუება. არც წყენა, არც ეჭვიანობა და სიძულვილიც კი არა... მათ შემდეგ სულში კიდევ რაღაც რჩება, იმედგაცრუების შემდეგ კი-სიცარიელე'' ესაა მწარე სიმართლე, ამ წიგნში ბევრი სიმართლე წერია და ბევრი რამ შეუსაბამე დღევანდელ ჩემს სიტუაციას. იმედგაცრუება საბასადმი ყველაზე ძლიერი იყო. შეიძლება გაგეცინოთ მაგრამ ქეთის ვუმადლოდი, მან დამანახა საბას ნამდვილი სახე. ბევრი ვიარე სანაპიროზე ბევრი ვიფიქრე, ბევრი ვარიანტი განვიხილე, რამდენიმე ვარიანტში საბაც კი გავამართლე, ერთი ჩემი ნაწილი ფიქრობდა რომ უნდა მეპატიებია, მაგრამ არა. ადამიანები არ იცვლებიან ან შეიცვალოს მაგრამ ბოლომდე არა. ყოველთვის იქნება მის ნაწილში ის რის შეცვლასაც ცდილობს. ამიტომაც არ ვაპატიებ! დრო მალევე გავიდა, ნიცაც და ლუკაც მალევე მოვიდა. ნიცამ სანაპიროზე ჩამომაკითხა.
-თეკლა, როგორ მომემატრე!-მითხრა გამარჯობის მაგივრად მაგრამ ჩემი სახის დანახვისას ღიმილი მოწყენილობით ეცვლება.-თეკლა სახე რას გიგამს?!
-რა არ შეიძლება რომ ვიტირო?!
-ტირილი შეიძლება მაგრამ სისულელებზე არა!
-ხო ნიცა სისულელეა როდესაც შენი საყვარელი ადამიანი გიღალატებს, იმედებს გაგიცრუებს. ის უფრო სისულელეა ამას რომ აკეთებენ  სახლში სადაც შენ ხარ. კი გეთანხმები ყველაფერი სისულელე და სიყალბეა!
-ვინ საბამ გიღალატა?! ეს უბრალოდ გაუგებრობა იყო.
-რა იყო გაუგებრობა ნიცა?! ყველაფერი ჩემი თვალით დავინახე, ყველაფერი. თუ როგორ კოცნიდნენ ერთმანეთს, როგორ ეხუტებოდნენ, როგორ უყურებდნენ ფილმს ჩახუტებულები როცა მე შენთან ვიყავი. ეს ყველაფერი გაუგებრობა კი არა სიყალბეა! სიყალბე!
-ერთ წუთი ეს ყველაფერი ჩვენმა ,,სიძემ'' გააკეთა?!
-გეხვეწები ,,სიძეს'' ნუ ეძახი რა რეგვენი და იდიოტი შეგიძლია.-უკვე აღარ მეცინება და ნიცაც რწმუნდება რომ სრული სერიოზულობით ვამბობდი ყველაფერს
-ღმეროთო! მაგ ეგოისტი ვინ ყოფილა! მეც შემძულდა უკვე. არაფერი ვიცოდი ახლა რომ გავიგე მართალი ხარ უნდა წამოხვიდე აქედან დედაშენთან არც კი მიხვიდე ჩემთან დარჩი.
-მასე ვაპირებ, აბა არ მინდა რომ აქ გავჩერდე და წყვილს ხელი შეუშალო.
-მომწონს შენი იუმორი!-სინამდვილეში არც იუმორის , არაფრის ხასიათი არ მქონდა უბრალოდ მინდოდა რომ დავწოლილიყავი და მეტირა. დავფიქრებულიყავი ყველაფერზე მაგრამ ერთი რაც ვიცი იმ შეცდომებს აღარ დავუშვებ რაც ახლა დავუშვი.
სახლში ასვლისას ლუკა შემომეგება იმასაც გაბრაზებული სახე ჰქონდა.
-თეკლა შენი ჩემოდანი სად არის მალე დავახწიოთ თავი  ამ სახლიდან სანამ გადამიწვია.-ლუკა ჩემზე არანაკლებ გაბრაზებული იყო საბაზე და იმჩნევდა კიდეც. ჩანთა უკვე ჩალაგებული მქონდა და მალევე წავედი. საბასთვის ხმა არ გამიღია. დუმილი იყო ყველაფრის პასუხი. მაგრამ უბრალოდ გული მწყდებოდა, ყველაფერზე, ასე რომ დამთავრდება ყველაფერი.
გზაში ლუკამ ყავები იყიდა, გაბრაზებული თითქმის მთელი გზა ხმას არ იღებდა მაგრამ ბოლოს ვეღარ მოითმიმა და ყველაფერი თქვა.
-ვიცოდი რომ ასე იქნებოდა, მე Მას ვაფრთხილებდი.
-რაზე აფრთხილებდი?!-ჩაეკითხა ნიცა. მე ცუდად ვიყავი და კითხვის თავიც აღარ მქონდა.
-ვაფრთხილებდი რომ ვერ დაივიწყებდა!
-ვის აფრთხილებდი ან ვის ვერ დაივიწყებდა?!-ნიცას უკვე ნერვები ეშლებოდა ლუკასგან კი პასუხი არ იყო.-ლუკა რას ბოდიალობ პირდაპირ თქვი.
-იმას ვამბობ რომ საბა და ქეთი თეკლამდე შეყვარებულები იყო.-ამ სიტყვებმა გულში კიდევ ერთხელ ჩამარჭო დანა და უფრო მეტკინა. მეტკინა რადგან კიდევ გავიგე უფრო მწარე სიმართლე.
-რაა?!-ერთხმად წამოვიყვირეთ მე და ნიცამ.

-ვიცოდი და მინდოდა დამემალა, აღარ მინდოდა გული უფრო მეტკინა შენთვის, მაგრამ სიმართლე უნდა იცოდე!-მომართა ლუკამ სერიოზული სახით.

-მერე გავგვანათლე მალე-უკვე ნიცა ვეღარ ისვენებდა.

-მოკლედ საბას და ქეთის რომანი უნივერსიტეტში დაიწყო, 6 თვე ერთმანეთს ხვდებოდნენ, საბას ძლიერად შეუყვარდა ქეთი, მაგრამ უცებ ისე იჩხუბებს რომ გვეგონა საბა ვერასოდეს იქნებოდა ისეთი ბედნიერი როგორიც იყო. სულ გაიფუჭა ცხოვრება, აღარ უნდოდა სწავლა, დალევას მოუმატა, მაგრამ შემდეგ შენ გაგიცნო, გაბედნიერდა და შენც გაუხალისე ცხოვრება. ქეთი მას მხოლოდ უნივერსიტეტში ნახულობდა.  ვერ შეატყობდა ადამიანი თუ ქეთისთან ისევე გააჩნდა გრძნობები. მაგრამ ახლა შენთვითონვე ხვდები როგორია ახლა სიტუაცია.

-მე... უბრალოდ... ეს საბას როგორ შეეძლო გაეკეთებინა?

-მაგას არავინ არ მოელოდა თეკლა, მაგრამ საბას  არ ვიცნობდით თურმე.  გვეგონა რომ საბა არასაოდეს აპატიებდა ქეთის, თან თქვენი სიყვარულის შემდეგ მაგრამ ახლა მივხვდი რომ ეს უბრალოდ მოჩვენებითი სიყვარული იყო. საბა გიყენებდა რადგან ყურადღება გადაეტანებინა. ვიცი ძაან ცუდად ჟღერს მაგრამ ეს სიმართლეა... მწარე სიმართლეა.

   ხმა აღარ ამომიღია, ამ ყველაფრის გააზრება მჭირდებოდა. მჭირდებოდა გამეაზრებია რომ მარტო დავრჩი, საყვარელმა ადამიანმა მიღალატა, ოჯახმა ცურგი მაქცია ან უფრო სწორი იქნება ზურგი ვარქციე და უნდა გავიაზრო რომ დამრჩა მარტო ერთი ადამიანი გვერდით რომელსაც ნიცა ჰქვია.

ღიმილის უკან დამალული ცრემლებიWhere stories live. Discover now