თავი 18

46 3 0
                                    

პარიზიდან ჩამოსვლისას აეროპორტში ბავშვები დაგხვდნენ და ყველანი ერთად გადავწყვიტეთ რომ ზღვის პირა სახლში წავსულიყავით, ცოტა დაგველია და  გვეხალისა. ფრენას ძალიან არ დაუღლივარ ამიტომაც მთელი დღე მოტივირებული და ხალისიანი ვიყავი. სანამ სახლში გავივლიდით მაღაზიაში შევიარეთ, პროდუქტების საყიდლად, სახლისთვისაც და ფართისთვისაც. სანამ დაღამდებოდა ყველა ზღვაზე გავედით, საკმაოდ ცხელოდა, საერთოდ ზაფხულის ბოლო თვე სულ მასე იცის. მოკლედ ბევრი ვიცურავეთ მზეზედაც გავირუჯეთ და წამოვედით შეგვეშინდა არ დავიწვათქოო.
სახლში ავდით და ცოტა დავისვენეთ. ფართისთვის სანაპიროზე ცეცხლის დანთება გადავწყიტეთ და სიმინდის შეწვა.  ყველა ცეცხლს შემოვუჯექით და საუბარი დავიწყეთ.
-აბა მოყევით თქვენი პარიზური ამბები. შემოგვთავაზა ლუკამ
-კარგი, სიამოვნებით. არ ვიცი საიდან დავწყო ჯერ პირველივე დღე დაიწყო სასწულად ეიფელის კოშკზე ავედით. ისეთი ლამაზია იყო, მზე ჩადიოდა, ეიფელის კოშკი, სტაფილოსფერ, წითელ, ვარდისფერ ფერებს მოეცვათ. თან ამან გაალამაზა საბას სიუპრიზი, როცა კოშკზე ავედით უცებ სიმღერის ჰანგები გაჟღერდა. საბამ ვარდი მაჩუქა და ცეკვა შემომთავაზა, ჩემი თავი სიზმართაში მეგონა.  მეორე დღე უფრო საინტერესო იყო. დილით გადავწყიტეთ რომ გაგვესეირნა, მაგრამ არ ვიცოდი სად წავსულიყავით და ჩემი საყვარელი რომანის ,,მხოლოდ ერთი დღე" ხრიკი გამოვიყენე რომელიც მდგომარეობადა შემდეგში: ჩვენ უნდა წავსულიყავით სადაც მოგვინდებოდა, ანუ ჩვენი ნებით უნდა დავკარგულიყავით რათა რაიმე ლამაზი აღმოგვეჩინა. ასეც მოხდა ბევრი ვიარეთ, ნავითაც გავისინეთ. და ეს დღეც შესანიშნავი იყო. მესამე დღეს უფრო საფრანგეთის კულტურის  გაცნობის და საჭმელების გასინჯვას დავუთმე. ძალიან მაინტერესებდა ყოველივე ეს. მართლაც ძალიან მომეწონა, განსაკუთრებით სასმელებიდან შამპანიური. აი ესეთი იყო პარიზული ამბები. ყველა ისე მონუსხულები მისმენდნენ ბოლოს ნინომ თქვა.
-თეკლა ისე კარგად მოყევი მეგონა მეც თქვეთან ერთად ვიყავი.
-ხო მინდა მეც ავღნიშნო ძაალიან კარგად ყვები ამბებს.
-მადლობა ბავშვებო.
შემდეგ კიდევ ვისაუბრეთ ცოტა ხანი და სახლში ავედით. სამის წუთები იყო დასაძინებლად რომ ავედი, თვალები დავხუჭე თუარა იმწამსვე დამეძინა.

ღიმილის უკან დამალული ცრემლებიWhere stories live. Discover now