პარიზიდან ჩამოსვლისას აეროპორტში ბავშვები დაგხვდნენ და ყველანი ერთად გადავწყვიტეთ რომ ზღვის პირა სახლში წავსულიყავით, ცოტა დაგველია და გვეხალისა. ფრენას ძალიან არ დაუღლივარ ამიტომაც მთელი დღე მოტივირებული და ხალისიანი ვიყავი. სანამ სახლში გავივლიდით მაღაზიაში შევიარეთ, პროდუქტების საყიდლად, სახლისთვისაც და ფართისთვისაც. სანამ დაღამდებოდა ყველა ზღვაზე გავედით, საკმაოდ ცხელოდა, საერთოდ ზაფხულის დასაწყისი სულ მასე იცის. მოკლედ ბევრი ვიცურავეთ მზეზედაც გავირუჯეთ და წამოვედით შეგვეშინდა არ დავიწვათქოო.
სახლში ავედით და ცოტა დავისვენეთ. ფართისთვის სანაპიროზე ცეცხლის დანთება გადავწყიტეთ და სიმინდის შეწვა. ყველა ცეცხლს შემოვუჯექით და საუბარი დავიწყეთ.
-აბა მოყევით თქვენი პარიზური ამბები. შემოგვთავაზა ლუკამ
-კარგი, სიამოვნებით. არ ვიცი საიდან დავწყო ჯერ პირველივე დღე დაიწყო სასწულად ეიფელის კოშკზე ავედით. ისეთი ლამაზია იყო, მზე ჩადიოდა, ეიფელის კოშკი, სტაფილოსფერ, წითელ, ვარდისფერ ფერებს მოეცვათ. თან ამან გაალამაზა საბას სიუპრიზი, როცა კოშკზე ავედით უცებ სიმღერის ჰანგები გაჟღერდა. საბამ ვარდი მაჩუქა და ცეკვა შემომთავაზა, ჩემი თავი სიზმართაში მეგონა. მეორე დღეს მოვინახულეთ პარიზის ღვთისშობლის ტაძარი და ლუვრის მუზეომი. ასევე საღამოს წავედით სავახშმოდ. მესამე დღე უფრო საინტერესო იყო. დილით გადავწყიტეთ რომ გაგვესეირნა, მაგრამ არ ვიცოდი სად წავსულიყავით და ჩემი საყვარელი რომანის ,,მხოლოდ ერთი დღე" ხრიკი გამოვიყენე რომელიც მდგომარეობადა შემდეგში: ჩვენ უნდა წავსულიყავით სადაც მოგვინდებოდა, ანუ ჩვენი ნებით უნდა დავკარგულიყავით რათა რაიმე ლამაზი აღმოგვეჩინა. ასეც მოხდა ბევრი ვიარეთ, გემითაც გავისინეთ. და ეს დღეც შესანიშნავი იყო. ძალიან მაინტერესებდა ყოველივე ეს. მართლაც ძალიან მომეწონა, განსაკუთრებით სასმელებიდან შამპანიური. აი ესეთი იყო პარიზული ამბები.- ყველა ისე მონუსხულები მისმენდნენ ბოლოს ნინომ თქვა.
YOU ARE READING
ღიმილის უკან დამალული ცრემლები
Romanceცხოვრება ლაბირინთს გავს, არ იცი როგორია შიგნით, არ იცი რა დაბრკოლება დაგხვდება წინ, არ იცი ლაბირითის ბოლოს რა ხდება ახალი ცხოვრება იწყება თუ არის უსასრულობა სადაც თავს ვერ დაახწევთ?!