რა ჯანდაბა ხდება. მადლობა ღმერთს ჩუმად გავედი და არ დავუნახივარ ისევ ოთახში შევედი, ვიღას ახსოვდა წყურვილი, ეს ჩახუტება, შუაღამეს... ანუ ეჭვიან არ ვარ მაგრამ ანუ არ ვიცი ძალიან ავირიე. მაგრამ ხომ შეიძლება მეგობრულად. ამ ფიქრებით ვიმშვიდებდი თავს. მაგრამ მაინც მიპრობდა უაზრო და მაცდური ფიქრები. მაგრამ საბოლოოდ ჩემს თავს დავუსვი კითხვა-,,ენდობი საბას?!" რათქმაუნდა ამის პასუხი. კიი იყო ამიტომაც ეს თემა დაიხურა. ქეთი უბრალოდ მეგობარია (ალბათ). 1 საათი კიდევ არ დამძინებია. დაახლოებით ოთხი იყო რომ ჩამეძინა. დილით 12 გამეღვიძა. მაგრამ მაინც დღეს არაფრის გუნებაზე არ ვიყავი. არ ვიცი რატომ არა კი ვიცი მაგრამ ეს აფსუდი იყო. მოსვენებას არ მაძლევდა გუშინ ნანახი. არ შემეძლო ასე უნდა მეკითხა საბასთვის. მაგრამ როგორ? ქეთის რატო ეხუტებოდითქო თუ ღამე გამოგიჭირეთ შენ და ქეთითქო ეს ზედმეტად ეგოისტურად ჟღერდა თუ ჩემთან იყო ეს იმას არ ნიშნავდა რომ სხვა გოგო მეგობარს არ უნდა ჩახუტებოდა. მაგ ზედმეტად ეჭვიანი შეყვარებულის საქციელი იყო. საბოლოოდ კი ჩუმად ყოფნა ვარჩიე არ მინდოდა რომ საბათან რაღაც უაზროს გამო მეჩხუბა და მერე კი მენანა ამიტომაც გავჩუმდი. დღეს სანაპიროზე გასვლა გვინდოდა.
ვისაუზმეთ, გავემზადეთ და წავედით. ზღვაზე წასვლამ უხალისოდ ჩიარა, საბა და ქეთი უფრო გაერთნენ ზღვაზე ვიდრე მე რაღაც თავს ზედმეტად ვგრძნობდი. ეს გრძობამ და გუშინდელი მომხდარმა საშინელ დეპრესიაში ჩამაგდო. თავს საშინლად ვგრძნობდი, ნიცა მჭირდებოდა. ამიტომაც თბილისში გადავწყიტე წასვლა ეს საბას ეუცნაურა მაგრამ ძალიან გავჯიუტდი. ავტობუსით წასვლა გადავწყიტე. კი მეზარებოდა მაგრამ აქ გაჩერება ჩემთვის საყვარელ ადგილას რომელიც ძალიან მიყვარდა. ახლა სუნთქვა აღარ შემძლო.თბილისში იმ დღესვე წავედი. ვეღარ გავუძლებდი, ნიცა მჭირდებოდა და მისი საუბარი. საბა ძალიან გააკვირვა ჩემმა ასეთმა გადაწვეტილებამ, მაგრამ დიდად არ შემწინააღმდეგებია და კიდევ უფრო გაამძაფრა ჩემი ეჭვები. აღარ ვიცოდი რა მეფიქრა მთელი გზა, საბაზე და მის ნდობაზე ვფიქრობდი. 6 საათიანი მგზავრობის შემდეგ, ნიცა დამხვდა ავტოსადგურზე. უბრალოდ მივწერე შენთან უნდა ჩამოვიდეთქო არაფერი მიმიწერია მეტი ჩასვლისას ვაპირებდი ყველაფრის თქმას. ავტობუსიდან ჩამოსვლა არ მაცადა ჩახუტებით შემომეგება. მიყვარს ნიცას თბილი დაახვედრები...
-აუ ძაან მომენატრე შენ და შენთან ერთად ჭორავი. მითხრა სიცილით.
-მეც თანაც ბევრი რამ გვაქვს სალაპარაკო, საბას ეხება.
-ჩემს სიძეს რა აქვს საჭორაო?! გამომხედა ეჭვით.
-წამო შენთან და მოგიყვები.
-კარგი.
ნიცა მანქანით იყო და მალევე მივედით სახლში. ნიცას მშობლები ვნახე და მერე მის ოთახში ავედით.
-ჩვენი საფირმო ღამის გათევები მოვაწყოთ?
-კიი ძალიან მომენატრა მასეთი რაღაცეები.
-მოდი მე პოპკორნს მოვამზადებ შენ კი პიჟამოები მოირგე.
-კარგი.
რამდენიმე წუთში, ნიცა ამოვიდა დიდი ჯამი პოპკორნით და სხვადასხვა სნექებით.
-აბა დაიწყე.
-გახსოვს საბა რო წამოვიდა თქვენთან ერთად საღამოს ვიღაც გოგო მოიყვანა გაირკვა რო მისი კურსელი იყო და მეგობარი იყო. მეც ძალიან მომწონა სანამ....
-სანამ რა?!
-სანამ შუაღამეს ჩახუტებულები არ დავინახე. მაგრამ შეიძლება ეს ,,მეგობრული ჩახუტება" იყო.
-არ ვიცი, მასეთი მეგობრობა საბამ არ იცის თუ ხარ დაკვირვებული ნინოზე.
-ხო არ ვიცი თან არ მინდა რომ საბას ვაწყენინო.
-ჩემი აზრით უნდა კითხო რადგან მერე უფრო გაურკვევლობაში იქნები.
-მაგრამ მას ხომ ვენდობი ახლა რო ვკითხო ეს იმას ნიშნავს რომ არ ვენდობი.
-მესმის შენი მაგრამ უფრო გაურკვევლობაში იქნები ამიტომაც აჯობებს რომ კითხო.
-კარგი.
-ახლა მოდი რამე ფილმი ან მოდი სერიალი ჩავრთოთ.
-მაგალითად?
-,,ბრიჯიგტონის" ხასიათზე ვარ მე პირადად.
-კარგი იდეაა. მოვუწონე იდეა.
-კარგი მაშინ ჩვენი მიზანია მეორე სეზონი დავხუროთ დღეს ღამე ხო?
-რათქმაუნდა.
ეს სერიალი ძალიან მიყვარდა ამიტომაც დიდი სიამოვნებით ვუყურებდი მეორე სეზონს.
თენდებოდა როცა დავიძინეთ, გეგმა ასეთი იყო ახლა ცოტას გამოვიძინებდი და წავიდოდი ბათუმში, ძალიან მაინტერესებდა საბას პასუხი ან ცოტა მაშინებდა... მეგონა როცა ვკითხავდი, მომატყუებდა, მაგრამ მის თვალებში დავინახავდი სიმართლეს.
YOU ARE READING
ღიმილის უკან დამალული ცრემლები
Romanceცხოვრება ლაბირინთს გავს, არ იცი როგორია შიგნით, არ იცი რა დაბრკოლება დაგხვდება წინ, არ იცი ლაბირითის ბოლოს რა ხდება ახალი ცხოვრება იწყება თუ არის უსასრულობა სადაც თავს ვერ დაახწევთ?!